in ,

როგორ გადავეჩვიოთ ნერვიულობას?

ადამიანების უმრავლესობა მუდმივად ნახულობს ნერვიულობის მიზეზს, შფოთავენ და განიცდიან ნებისმიერ საკითხს. ამასთან ეს მდგომარეობა არ გასდით მას მერეც, როცა პრობლემა გადაჭრილია. როგორ გამოვიდეთ ასეთი მდგომარეობიდან? რამოდენიმე რჩევა დაგეხმარებათ მოდუნდეთ და გაცილებით ბედნიერად იგრძნოთ თავი.

1. საკითხები მოაგვარეთ მათი წარმოქმნის შესაბამისად
ჩვენ მუდმივად ვნერვიულობთ იმაზე, რა იყო და რა იქნება, ამასთან გვავიწყდება რა არის რეალურად, რომ ვცხოვრობთ აქ და ახლა. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალზე არ უნდა ვიფიქროთ, პირიქით: თქვენი დღევანდელი მიღწევები ჩაუყრის საფუძველს ხვალინდელ წარმატებასაც. ყოველ დილით შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ამ დღეს გამოიყენებთ მაქსიმალურად, რადგან ის აღარ განმეორდება. საჭიროა იცოდეთ ცხოვრებით ტკბობა ახლა და აქ.

2. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს…
თუ რაიმე სიტუაცია მოსვენებას არ გაძლევთ, აუცილებლად იფიქრეთ რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს ამის გამო. შესაძლოა ეს არც ისე საშიში იყოს, ამიტომ არ ღირს ნერვების მოშლა დესტრუქციული განცდებით, სჯობს საკუთარი თავი შეამზადოთ ნებისმიერი შედეგისთვის და შეეცადოთ გააუმჯობესოთ შექმნილი ვითარება.

3. ზუსტი მიზნები
თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რა მიზნით ცხოვრობთ და რა გინდათ. ეს გარკვეულ თავდაჯერებულობას მოგცემთ და ნერვიულობის მიზეზებს საგრძნობლად შეგიმცირებთ. უმიზნოდ ყოფნა სულიერ სიმშვიდეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ.

4. მკაცრი დაგეგმვა, ეფექტური გადაწყვეტილებები
პირველ რიგში ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, აუცილებლად მიუთითეთ საკითხის მნიშვნელობის ხარისხი. ამის შემდეგ, ყოველი პუნქტის მოპირდაპირედ დაწერეთ თქვენი მოქმედების დაახლოებითი გეგმა, შესრულების ვადები და თამამად შეუდექით მათ რეალიზებას. როგორც კი რომელიმე საკითხს შეასრულებთ, აუცილებლად ამოშალეთ – ეს გამოიწვევს შესრულებული საქმისგან მიღებულ შინაგან კმაყოფილებას და განგაში ამა თუ იმ საკითხის შესრულების შეუძლებლობის შესახებ ნელ-ნელა გაგიქარწყლდებათ.

5. ცხოვრება საინტერესო საქმეებისთვისაა
მუდმივი ნერვიულობისგან ყურადღების გადატანა შეუძლია რაიმე გასართობ საქმეს. თავისუფალი დრო დახარჯეთ საინტერესო საქმეზე და თქვენ დრო აღარ დაგრჩებათ ცუდზე იფიქროთ და ინერვიულოთ. წაიკითხეთ წიგნები, იარეთ კინოში, ბოლოს და ბოლოს ითამაშეთ ლოტო! მოახდინეთ რაიმე კონკრეტულზე კონცენტრაცია და თქვენ ვერ შეძლებთ ინერვიულოთ უმნიშვნელო მიზეზების გამო.

6. მთავარია სწორი შეფასება
ბევრი ადამიანი ძალიან ძვირს იხდის სხვადასხვა ნივთებში. ის, რაც დღეს ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩანს, დიდი ალბათობით დროთა განმავლობაში დაკარგავს ფასეულობას – მაშინ რისთვის იკლავთ თავს? სერიოზულად დაფიქრდით: ზედმეტად დიდი საფასურის გადახდა ხომ არ გიწევთ?

7. მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა!
ნუ ინერვიულებთ ნებისმიერი მიზეზით! ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ამის გამო ეგოისტი გახდებით, რომელსაც არავინ და არაფერი არ აინტერესებს. უბრალოდ თქვენი ჰიპერტროფირებული განცდები სავსებით შესაძლოა გახდეს სერიოზული დაავადებების მიზეზი, მაგალითად კუჭის წყლულის ან ჰიპერტონიის. ამასთან საჭიროა განასხვაოთ ნერვიულობა და თანაგრძნობა. პირველის წარმოშობის მიზეზია შიში, მეორეს წარმოშობის კი სიყვარული. თანაგრძნობა ნიშნავს, რომ თქვენ სიტუაცია გადაგაქვთ საკუთარ თავზე და თქვენი ცოდნის წყალობით მზად ხართ დაეხმაროთ სხვა ადამიანს. თუ დახმარება ვერანაირად ვერ ხერხდება, მაშინ ნერვების მოშლაც არ ღირს. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება სხვისი ქცევის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ – გარშემო არიან ჭკვიანი, თვითმყოფადი ადამიანები, რომლებმაც თავად უნდა გააცნობიერონ საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგები.

8. ნუ გამოიგონებთ ველოსიპედს
მარტივად რომ ვთქვათ – ნუ მოიგონებთ პრობლემას. ხშირად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ რამე მოხდება, ჩვენი წარმოსახვა ხატავს ყველაზე ცუდ ვარიანტს და ჩვენ უკვე გულგატეხილი ვართ სამწუხარო შედეგებით. მოხდება თუ არა ეს რეალურად? გვერწმუნეთ: რაც იქნება იქნება და თუ თქვენ არ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ამაზე, მითუმეტეს საჭირო არ არის ზედმეტი განცდები და ნერვიულობა.

9. განდევნეთ შიში
მუდმივი შიში: სამსახურიდან გაგდების, მეუღლის ღალატის, ბავშვების ცელქობის, ჭარბი წონის, სიბერის – საკმარისია! ყოველთვის შეიძლება გამოსავალის პოვნა, ნებისმიერი სიტუაციიდან! შეგიძლიათ სხვა სამსახურში მოწეყოთ, ჩაეწეროთ სპროტდარბაზში, რაც დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაგდებაში, რეგულარუად მცირეოდენი ძალისხმევის ჩადება ურთიერთობებში, გადაარჩენს თქვენს ქორწინებას, ბავშვების აღზრდისთვის მუდმივი ყურადღების დათმობა მათი მხრიდან უსიამოვნო ქცევას შეამცირებს საგრძნობლად. გარდა ამისა, ყველა ადამიანი ბერდება – ეს ბუნებაა და აქ ვერაფერს შეცვლით. რატომ უნდა მოიწამლოთ ცხოვრება ნეგატივით? სჯობს გიხაროდეთ ყველაფერი, რაც გაქვთ!

10. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ
თუ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ საკუთარი თავი ყველა იმ ნაკლით, რაც გაქვთ, ეს სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ! სულიერი სიმშვიდის საფუძველი სწორედ საკუთარი თავის სიყვარულშია. თქვენ კარგად უნდა ექცეოდეთ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, როგორი გარეგნობა და რა ნაკლი გქვთ. გახსოვდეთ: იდეალური არავინ არ არის. ჟურნალის ყდებზე დაბეჭდილი ცნობადი სახეებიც კი არ არიან ისეთები, როგორიც ჩანან. ამიტომ გიყვარდეთ საკუთარი თავი მიუხედავად ჭარბი წონისა, კანის უფერულობისა, თხელი თმებისა და ა.შ.

11. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რას იტყვიან სხვები
ჩვენ მუდმივად განვიცდით იმას, რას იფიქრებენ სხვები. მათაც არ აქვთ ნაკლები პრობლემები, რომ თქვენზე იფიქრონ. ამიტომ გააკეთეთ რაც გინდათ (რა თქმა უნდა მისაღებ ფორმებში), ნაკლებად ადარდებს ეს ვინმეს. ისე არ გაწყენდათ თვითშეფასების ამაღლება, რისი გაკეთებაც შესაბამისი ლიტერატურით შეგიძლიათ, რის შემდეგაც ვერანაირი ირიბი შეხედულებები ან საწყენი სიტყვები ვერ დაარღვევენ თქვენს სულიერ წონასწორობას.

12. არავინ არავის მოვალე არ არის
ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ ბრაზობთ საკუთარ ახლობლებზე და ნათესავებზე იმის გამო, რომ ისინი არ იქცევიან თქვენი სურვილის შესაბამისად. ყველას, მათ შორის თქვენც გაქვთ სუსტი მხარეები და ნაკლი. ამიტომ მიიღეთ სხვები მთელი თავიანთი არასრულყოფილებით. გახსოვდეთ: ზრდასრული ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, თუ თავად არ მოინდომებს ამას.

13. გაათანაბრეთ შრომა და დასვენება
თუ თქვენ მიმართული ხართ მხოლოდ დასვენებისა და გართობისკენ, მაშინ სამუშაოს აღიქვამთ როგორც უდარდელი და ბედნიერი ცხოვრების უსიამოვნო ნაწილს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ღრმად გაიაზროთ შრომის და ფულის გამომუშავების სრული საჭიროება, რადგან თუ ის არ გექნებათ, ვერ შეძლებთ სრულყოფილად არსებობას. ამიტომ, საჭიროა მუშაობის პროცესიდანაც იღებდეთ სიამოვნებას. არ გამოგდით? მაშინ სხვა სამსახური მოძებნეთ. დაიმახსოვრეთ, რომ სამსახური, რომელიც არ გიყვართ, გართმევთ თქვენი დღის მესამედს.

14. მშვიდად იარე შორს წახვალ
არსებობს ადამიანების ისეთი კატერგორია, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი სწრაფად გააკეთონ. მათ ზუსტად აქვთ დაგეგმილი ყველაფერი და არანაირი გადახრები ამ გეგმიდან არ დაიშვება. მაგრამ ასეთი რეჟიმი სტრესის მუდმივი წყაროა! ნებისმიერ უმნიშვნელო საკითხს შეუძლია იმდენად ამოაგდოს რელსებიდან, რომ ადამიანი ფაქტიურად დასაყრდენს კარგავს და ზედმეტად ღიზიანდება მცირედი მიზეზის გამოც. მუდმივი სიჩქარე გვართმევს სრულყოფილი ცხოვრების ქონის და ყოველი წუთით ტკბობის შესაძლებლობას.

საჭიროა გადახედოთ საკუთარ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს. ეს დაგეხმარებათ აქცენტების სწორად დასმაში და შესაბამისად უფრო გაწონასწორებული, ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი იქნებით. საჭიროა დაიწყოთ იმის გარკვევა, რა არ გაძლევთ მოსვენებას. ასეთ შმთხვევაში საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: რატომ ხდება ასე? დროთა განმავლობაში ასეთი მიდგომა მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენ ჰარმონიული პროვნება გახდებით.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

20 სასარგებლო უნარჩვევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

როგორ განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების მიზანი