როგორ დავუბრუნდეთ  შვებულების  შემდეგ   სამუშაო გარემოს მარტივად

როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად

დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა, ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შვებულების შემდეგ კომფორტულად იგრძნოთ თავი სამსახურში და დაიწყოთ ენერგიულად ახალი სამუშაო კვირა.
1.პირველ რიგში სამსახურში წასასვლელად დილით ადრე ადგომა რომ არ გაგიჭირდეთ წინა საღამოს დაიძინეთ 10 საათზე. დილით კი, გაღვიძებისთანავე, მიირთვით ფინჯანი ყავა. მოემზადეთ განსაკუთრებით რომ გამოიყურებოდეთ კარგად. კომპლიმენტები, რომელსაც სამსახურში თანამშრომლებისგან მიიღებთ გაგილამაზებთ დღეს.
2.როგორც კი გააცნობიერებ, რომ ზაფხულის დღეები დასრულდა, მაშინათვე უცნაური სევდა შემოგაწვება გულზე. გაიხსენე, სამსახური ის ადგილია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენ. სადაც იზრდები პროფესიული თვალსაზრისით. იღებ მატერიალურ ანაზღაურებას, რაც საშუალებას გაძლევს აიხდინო უამრავი ოცნება. ასე რომ შეუდექი საქმიანობას ენთუზიაზმით და ნუ შეგაშინებს გასაკეთებელი საქმეების უზარმაზარი სია. დასვენებული და მოტივაციით სავსე ხარ, ასე რომ ყველაფერს დროულად გაართმევ თავს.
3.შეგიძლიათ შვებულების პერიოდში მოგზაურობისას იყიდოთ სხვადასხვა სუვენირი, რომელიც ზაფხულის ლამაზ დღეებს მოგაგონებთ და თქვენს სამუშაო მაგიდაზე განათავსოთ ისინი. ან მოგზაურობისას ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოს დახედოთ რამდენჯერმე. ეს დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში,ხშირად გაიღიმებთ და სამსახურშიც თბილი გარემოს შექმნით.
4.ეცადე მოახდინო კონცეტრაცია საქმეზე. გახსოვდეს, ნამდვილი პროფესიონალები ადვილად უბრუნდებიან სამუშაო გარემოს და სიყვარულით აგრძელებენ საქმის კეთებას.
5.შეგიძლია დაისახო ამოცანები და მოიფიქრო მათი განხოცრიელებისთვის ახალი გზები. ეცადე, ყველაფერს ინტერესით მოეკიდო. ეს დაგეხმარება მთელი გულისყურით გადაერთო სამუშაოზე და ახალი იდეები განახორციელო.
5.საღამოს, შეგიძლია მონატრებულ მეგობრებს შეხვდე. გაუზიარო მათ შენი შთაბეჭდილებები. ქალაქში, თუკი, ფეხით გავლასაც მოახერხებ, მიხვდები, როგორ მოგნატრებია ყველაფერი მშობლიური.
რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე აღარ გაგიჭირდება მუშაობა და ახალი ენერგიით სავსე ადვილად დაუბრუნდები ყოველდღიურობას. ეცადე, ყველაფერი აკეთო სიყვარულით. იმუშაო ნაყოფიერად, დაისახო ახალი მიზნები, ამოცანები და შეინარჩუნო პროდუქტიულობა მთელი წლის მანძილზე.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ შევამსუბუქოთ ოფისის სამუშაო

თუ დროის დიდი ნაწილის ოფისში გატარება გიწევთ, მაშინ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიმსუბუქოთ საქმე. ამაში დაგეხმარებათ ე.წ. თაიმ-მენეჯმენტი და ქვემოთ მოცემული 14 რჩევა. 1. გადაიტანეთ ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში –

დაიმუხტეთ მოტივაციით

ადამიანების 99% უბრალოდ თავს ანებებს მცდელობებს და ფიქრობს, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, სწორედ მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. უმოქმედობის და მარცხის შეგუების ერთ-ერთ მნიშვენლოვან მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ მოტივაციის

ბარბარა შერი: ფულის სწრაფად შოვნის 17 იდეა წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო»

არის სიტუაციები, როცა საჭიროა ფულის სწრაფად გამომუშავება. ჩნდება შეკითხვა, როგორ ვიშოვოთ ფული? პანიკის გარეშე! გამოსავალი ყოველთვის არსებობს! წარმოგიდგენთ 17 იდეას ბარბარა შერის წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო», რომლებიც უპასუხებენ შეკითხვას —

27 რჩევა მაღალანაზღაურებად სამსახურში მოსაწყობად რეზუმეს დასაწერად

1. რეზუმეს ფორმატი – А4 ქაღალდის ფურცელი. 2. გამოცდიელბა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება, ხოლო ამბიციები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოცდილება. 3. ნუ დაიმორცხვებთ, როცა რეზუმეს წერთ. 4. რეზუმეს გადაგზავნის დროს გაითვალისწინეთ

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

პრიორიტეტი (priority) ინგლისურ ენაში XV საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნდა და ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პირველ საქმეს ნიშნავდა. ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი თავის წიგნში წერს: ზამთრის საღამო

ფინეთში მომავლის სკოლა გაიხსნა

ბავშვთა ფსიქოლოგები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საკმარისია მიდგომა შეიცვალოს და ბავშვები შიყვარებენ სკოლას. სკოლამდელი ასაკის თითქმის ყველა ბავშვი აღფრთოვანებით საუბრობს, რომ ერთი სული აქვს როდის მიუჯდება სკოლის მერხს