in ,

როდის ვკარგავთ და ვიკრებთ ძალებს

ვკარგავთ ძალებს,როდესაც:
– ვამბობთ “კი”–ს, როდესაც “არას” თქმა გვინდა.
– ვიღიმებთ, როდესაც ტირილი გვინდა.
– არ ვისვენებთ.
– ვითანხმებთ საკუთარ თავს,რომ მოვითმინოთ კიდევ ცოტა,იმის მაგივრად,რომ გავიგოთ “რომელი ნათელი მიზნისთვის ვითმენ ეხლა ამას?”.
– გვწყინს იმის მაგივრად, რომ ვთხოვოთ ადამიანს ის, რაც გვინდა.
– დაკავებული ვართ არა ჩვენი საქმით.
– ადამიანი არასაინტერესოა, ჩევნ კი რაღაც გამოგონილი მიზეზებით ვაგრძელებთ მასთან ურთიერთობას.
– ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები უმეტესად ნეგატივზე საუბრობენ.
– ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,გზების საცობებზე, ტარიფებზე და ა.შ.
– ვჭორაობთ.
– ბევრს და ემოციურად ვყვებით როგორ ცხოვრობენ სხვები.
– ვმუშაობთ არასაინტერესო, მოსაბეზრებელ სამსახურში.
– გვეშინია.
– ველოდებით, რომ მოვა ვინმე (თოვლის ბაბუა, უფლისწული, ოლიგარქი) და ცხოვრება შეიცვლება.
– ვკიცხავთ საკუთარ თავს, ვთვლით წარუმატებლად, უიღბლოდ, მოუხერხებლად.

ვიკრებთ ძალებს,როდესაც:
– ვიცნობთ ახალ ადამიანებს.
– ვიღებთ ახალ ცოდნას.
– ვმოგზაურობთ.
– ვძლევთ ჩვენს შიშებს.
– ვსეირნობთ (ნე აურევთ “გავრბივარ სამსახურში” ან მივდივარ მაღაზიაში, არამედ ვსეირნობ ყოველგვარი გარკვეული მიზნის გარეშე).
– ვცდილობთ რაიმე ახალში მოვსინჯოთ ძალები.
– ვკავდებით შემოქმედებით.
– ვურთიერთობთ სასიამოვნო ადამიანებთან.
– დაკავებული ვართ ჩვენი საქმით.
– ვათავისუფლებთ ემოციურ სივრცეს (გაიხსენეთ, როგორ სხვანაირად გრძნობთ თავს, როდესაც ახერხებთ აპატიოთ და დაემშვიდობოთ ადამიანს).
– ვამბობთ “არას, როდესაც გვინდა “არას” თქმა და ვამბობთ “კის”, როდესაც გვინდა “კის” თქმა.
– ვიწყებთ იმის კეთებას,რაც ჩვენ გვინდა.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

იგავი: დროის ფასი

15 საუკეთესო ციტატა მოტივაციისთვის