რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ).

2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე.

3. დააჯილდოვეთ თანამშრომლები დამატებითი დასვენების დღეებით, ნახევარი დღით ან მიეცით ადრე წასვლის უფლება.

4. კორიდორში, ჰოლში, ან სასადილოში გამოაკარით გრაფიკი კომპანიის საქმიანობის შედეგებით და ყოველთვიურად განაახლეთ მონაცემები, რომ დინამიკა გამოჩნდეს.

5. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჟონგლიორობა და სთხოვეთ ასწავლოს თქვენს თანამშრომლებს. დაძაბული სატელეფონო საუბრის ან რთული დავალების შესრულების შემდეგ ბურთებით ჟონგლიორობა ადამიანს ეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.

6. კვირაში ან თვეში ერთხელ თანამშრომლებისთვის მიიტანეთ რაიმე გემრიელი: ტორტი, პიცა, ხილი, კანფეტები, თხილი ან პოპკორნი.

7. წარმოებაში ყოველ დაზგასთან გამოაკარით იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც მასთან მუშაობს. ადამიანებს უყვართ საკუთარი სახელების დანახვა – ამით გრძნობენ, რომ მნიშვნელვანი არიან.

8. დარწმუნდით, რომ გაქვთ თანამშრომლების მოსმენის საშუალება და ნუ მოახდენთ მხოლოდ მათ ინფორმირებას.

9. დააწესეთ რაიმე ჯილდო იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა საქმიანობაც ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩება.

10. კვირაში ან თვეში ერთხელ დააწესეთ შეხვედრები რამოდენიმე თანამშრომელთან, რომლებთანაც ჩვეულებრივ შეხვედრას ვერ ახერხებთ. უპასუხეთ მათ შეკითხვებს და მოისმინეთ მათი პრობლემები.

11. მოუყევით ყველა თანამშრომელს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ და სთხოვეთ გადაწყვეტილების მიღების საკუთარი ვარიანტების წარმოდგენა.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.

ნუღარ დაუწყებთ ძებნას ბედნიერების გასაღებს

საკუთარი ჩრდილიც კი გვტოვებს სიბნელეში, მაგრამ ჩვენ, გზა უნდა განვაგრძოთ მაინც… ადამიანები მოვლენ ან წავლენ, მაგრამ საუკეთესოები რჩებიან მუდამ! არ დაიჯეროთ, რომ შემთხვევით ვართ იქ, სადაც ვართ დღეს, ან მათთან,

ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

კარლ გუსტავ იუნგს თამამად შეიძლება ეწოდოს პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ნებისმიერი ნევროზის ან დეპრესიის ფორმაში ის ხედავდა ცნობიერების გაფართოვების იმპულსს. B2P.GE-მ თავი მოუყარა ფროიდის მოსწავლის 20 ციტატას, რომლებიც დაგეხმარებათ შეიცნოთ

ფსიქოლოგია მარკეტოლოგებისთვის

არჩევანის პარადოქსი: ფართე არჩევანს მივყავართ გაყიდვების დაბალ დონემდე და განუსაზღვრელობამდე. ჯემზე ჩატარებული ექსპერიმენტით, მყიდველები შენაძენს აკეთებდნენ უფრო მაშინ, როცა მათ სთავაზობდნენ ჯემის 6 ნაირსახეობას (40%) და არა მაშინ, როცა 23

დალაი ლამას 18 ცხოვრებისეული პრინციპი

1. ყურადღება მიაქციეთ, რომ დიდი სიყვარული და დიდი წარმტება დაკავშირებულია დიდ რისკთან. 2. როცა მარცხს განიცდით, დაგროვილი გამოცდილება არსად არ გეკარგებათ. 3. იხელმძღვანელეთ სამი მუდმივი წესით: a) პატივი ეცით საკუთარ

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან   IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.