in ,

რისთვის გჭირდებათ სიმდიდრე?

დავსვათ შეკთხვა: რა საჭიროა სიმდიდრე? ღირს თუ არა სიმდიდრით მოტანილი დივიდენდები იმად, რასაც მათ მისაღებად ადამიანი ხარჯავს? ამ საკითხს შესაძლოა სხვა კუთხით მივუდგეთ. რა იმალება სიმდიდრის სურვილის უკან? ნამდვილად სიმდიდრე გვინდა, თუ რაიმე მისი მსგავსი? არის თუ არა შესაძლებელი სასურველი სიმდიდრის მარტივად მიღწევა?

სიმდიდრე – საკმაოდ აბსტრაქტული გაგებაა. ხოლო სურვილი, გაუცნობიერებელიც კი, ყოველთვის კონკრეტულია და შესაძლოა სრულიად მოულოდნელიც აღმოჩნდეს. რაც მთავარია სიმდიდრესთნ კავშირში შესაძლოა არც კი იყოს, და საერთოდ, ღირს კი დავიხარჯოთ იმაზე, რაც თავიდან მხოლოდ სურვლიებისა და ოცნებების დონეზეა ჩვენში? დიახ! ნამდვილად ღირს, რადგან სიმდიდრის მიღწევა, თუ ის მემკვიდრეობით არ გერგოთ, მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, მონდომებას და მიზანდასახულობას, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოტანა ყოველთვის არ შეუძლია. თან ამ ყველაფერს ადამიანი როცა მიხვდება, შეიძლება გვიანი იყოს. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ სიმდიდრე ბედნიერებას არ ნიშნავს, თითქმის შეუძლებელია რაიმეს შეცვლა ცხოვრებაში. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. თავად პროცესი, რასაც გამდიდრება ჰქვია, ადამიანს ითრევს, ამიტომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხვდება თუ რამდენი პრობლემა მოაქვს ამ ყველაფერს, გაჩერებას უბრალოდ ვეღარ ახერხებს.

ამ ცხოვრებაში მატერიალური სიმდიდრის გარდა სულიერი სიმდიდრეც არსებობს და როგორც გვეუბნება ბიბლია: “თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. მათეს სახარება 6:33”

სიმდიდრე რამდენადაც მეტ შესაძლებლობებს გაძლევთ, იმდენად მეტად გავალდებულებთ. ამასთან ბედნიერების მიღწევის საშუალება შეიძლება საერთოდ არ მოგეცეთ. თუ რა თქმა უნდა ადამიანების იმ კატეგორიას არ ეკუთვნით, ვისთვისაც ბედნიერება ბიზნესში ყოფნაა. დანარჩენი ბედნიერების მაძიებლებისთვის, რომელბიც სიმდიდრეში მხოლოდ სასურველის მიღების შესაძლებლობას ხედავს, ყველაფერი ასე მარტვიად არ არის. სწორედ ამიტომ ღირს იმის გაგება ზუსტად რა გვინდა.

რას იძლევა სიმდიდრე? ფულს, სახლს, ლამაზ ცხოვრებას, თუმცა ყველას ესმის რაზეა საუბარი. საერთო ფრაზებში ხშირად მალავენ რეალური მიზნის გაცნობიერების სურვილის არქონას, რომლსაც შეიძლება არაფერი საერთო არ ჰქონდეს იმასთან, რისი სურვილიც რეალურად აქვს ადამიანს.

ფული თავისთავად მიზანი არ არის!
ნუ მოიტყუებთ თავს! ფულით შეიძლება ნივთები იყიდოთ, მაგრამ ბედნიერებას ნამდვილად ვერ იყიდით, შესაბამისად ბედნიერებასთან ასოცირდება რაიმე კონკრეტული, გააჩნია ვისთვის რა არის ბედნიერება.

ვიღაცას შეიძლება მხოლოდ ის ხდიდეს ბედნიერს, რომ ჯანმრთელია, ზოგს მოგზაურობა აბედნიერებს, ასე კონკრეტულად ვერ ჩამოვაყალიბებთ, რადგან ეს ადამიანზეა დამოკიდებული და ძალიან ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეთ და საკუთარ თავთან გაარკვიოთ რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში, რატომ ისწრაფვით სიმდიდრისკენ, რას გეგმავთ გამდიდრების შემთხვევაში, როგორ აპირებთ გამოიყენოთ მიღწეული სიმდიდრე ისე, რომ ბედნიერება სადმე გზაში არ დაკარგოთ? ოღონდ საკუთარ თავს გულახდილად უპასუხეთ. კონკრეტული შეკითხვები დაუსვით საკუთარ თავს და რაც მთავარია იყავით გულწრფელი, თავს მაინც ნუ მოიტყუებთ, რადგან არ არსებობს ისეთი ფსიქოლოგი, რომელიც სიცრუიდან ამოგიყვანთ. ცხოვრება კი თქვენ გეკუთვნით და გულახდილობა თქვენ გჭირდებათ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

ნეგატივისგან გათავისუფლება – ოპტიმისტების სავარჯიშო

5 მიზეზი რატომ არ მოსწონთ ქალებს პასიური მამაკაცები, ანუ როგორ მოხიბლოთ სასურველი ქალი