რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

1. შეწყვიტე ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა ნარკოტიკული პროდუქტის შეძენა და გამოყენება.

2. იმკურნალე სახალხო მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომელთა მიღებასაც აზრი არ აქვს.

3. იარე ფეხით რაც შეიძლება მეტი და დაკავდი ფიზიკური ვარჯიშით.

4. სულიერად და ხორციელად დაისვენე ბუნების წიაღში და არა ღამის კლუბსა თუ ბარში.

5. არ აიღო კრედიტი და არ ისესხო ფული, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება, სჯობს დააგროვო ფული იმაზე, რაც მართლაც აუცილებელი და საჭიროა.

6. ჭამე ის, რაც ბუნებრივად მოდის და არა ის, რაც ქიმიური დანამატების წყალობით ლაბორატორიებში თუ სათბურებში მოჰყავთ.

7. იცხოვრე ქალაქგარეთ, იქ სუფთა ჰაერია, სიმშვიდეა, სილამაზეა, არავინ არ შეგიშლის ხელს და აბეზარა მეზობლებიც არ იქნებიან.

8. საპირისპირო სქესთან იქონიე ნორმალური ურთიერთობა და არ უღალატო შენ მეორე ნახევარს.

9. არ უყურო უაზრო ფილმებს, სატელევიზო პროგრამებს და ფოტოებს ინტერნეტში. ამის ნაცვლად შეისწავლე სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში სასიკეთოდ გამოგადგეს.

10. გაუზიარე აზრები, აღმოჩენები და ინფორმაცია მათ, ვინც შენს გარშემოა და ვისაც აფასებ. სხვების განვითარებით შენ თავად ვითარდები.

11. დაეხმარე სხვებს, თუ ამის საშუალება გაქვს. სულ რაღაც ერთმა მოქმედებამ შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს.

12. გახსოვდეს შენი ფესვების შესახებ და შენი ერის ისტორია, გამოიყენე წინაპრების გამოცდილება და ნუ გაიმეორებ მათ შეცდომებს.

13. შეისწავლე ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო. გამოიყენე ისინი პირადი და ზოგადი კეთილდღეობის მისაღწევად.

14. განავითარე სულიერება და იფიქრე იმაზე, თუ რას დაუტოვებ შვილებს და შვილიშვილებს.

15. გაუფრთხილდი ბუნებას და გაზარდე მისი სიმდიდრე – ნუ იქნები პარაზიტი დედამიწაზე.

16. მოძებნე თანამოაზრეები, არ თქვა უარი ახალ ურთიერთობებზე. კარგი მეგობრები – უდიდესი სიმდიდრეა.

17. მხარი დაუჭირე ადგილობრივ მეწარმეს, გახსენი სასარგებლო საქონლის საწარმოები.

18. შეისწავლე ის ადგილი, სადაც ცხოვრობ.

19. დაეხმარე მთელი გულით და უანგაროდ. გაცემული ენერგია ყოველთვის ბრუნდება.

20. იცხოვრე მზის ენერგიით და იყავი მუდმივად პოზიტიური : )

მთელი შენი ცხოვრება 90%-ით დამოკიდებულია თავად შენზე და მხოლოდ 10% გარემოებებზე, რომლებიც თავის მხრივ 99%-ით შენზეა დამოკიდებული.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

21 ციტატა ლუიზა ჰეის წიგნიდან, ცხოვრების გასამთელებლად

ადამიანები, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, იყვნენ ისეთივე შეშინებულები, როგორც ახლა თქვენ ხართ. ამ სტატიაში მოყვანილი ციტატები დაგეხმარებათ გააგრძელოთ ცხოვრება, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი. სწორედ ამ პრინციპებზე არის აგებული ბევრი კურსი და

9 რჩევა, რომელთა გამოყენების დაწყება ღირს დღესვე

1. დაიწყე საკუთარი გონების, სხეულის და სულის სრულყოფა. „თუ თქვენ ავითარებთ საკუთარ გონებას, სხეულს და სულს, თქვენი დრო მაგიური გზით მუშაობს თქვენზე. თქვენ ღებულობთ ახალ პერსპექტივებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გაცილებით

უსმინე შინაგან ხმას – გახდი წარმატებული !

მორიგ სტატიას  ჩემთვის უჩვეულო ადგილას  ვწერ, ახდენილი ოცნება და გარემო,რომელიც  შთაგონებად იქცა  ჩემთვის მაძლევს მოტივაციას გავხდე კიდევ უფრო მოტივირებული და გავუზიარო ჩემი აზრები  მკითხველს, რომელიც  ელოდება ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ  ახალ

გაბრიელ გარსია მარკესის 15 რჩევა მძიმე წუთებისთვის

როცა მარკესი საკულტო რომანის «მარტოობის ასი წელიწადი»-ს წერას იწყებდა, ის იძულებული გახდა უარი ეთქვა სამსახურზე, დაეგირავებინა მანქანა და აეღო დამატებით ვალები. ბოლოს თავისი მეუღლის თმის საშრობი და მიქსერიც კი დააგირავა.

რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სინანულმა?!

დღევანდელ სტატიაში მინდა შემდეგი კითხვით მივიქციო თქვენი ყურადღება. საინტერესოა შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ სინანული და მსგავსი ნეგატიური განცდები ჩვენს სასარგებლოდ? პასუხი ერთმნიშნელოვანია! რა თქმა უნდა კი! სინანული განუხორციელებელი მიზნების გამო,

ჰარვ ეკერის 17 ღირებული საიდუმლო მილიონერების გონებიდან

ჰარვ ეკერის წიგნი “მილიონერი გონების საიდუმლო” არის ერთერთი საუკეთესო , რაც კი დაწერილა ამ მიმართულებთ, აქ განხილულია როგორ ავაშენოთ ფინანსური კეთილდღეობა. ამ წიგნში ვისწავლით განსხვავებას მდიდარ ადამიანებისა და ღარიბ ადამიანების