რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად

რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად

1. სამყაროს არ აინტერესებს  ხარ  სუსტი თუ არა.  არ  აღელვებს შენი გაუბედაობა. უბრალოდ ელოდება, რომ მისცე მას რაიმე ღირებული. სურს უბრალოდ დაგიმახსოვროს. ამიტომ იყავი ძლიერი, გაბედული, მიზანდასახული.გახდი განსაკუთრებული პიროვნება.

2. სამყაროში ვერ იპოვით ისეთ ადამიანს, რომელიც საყვარელ საქმეს ემსახურება და დეპრესია აქვს. სამუშაოს კეთება, რომელიც გვიყვარს უსაზღვროდ გვაბედნიერებს.

3. არასდროს შეჩერდე. არ გადადო საქმეები სამომავლოდ,თუ ყოველ დღე თითო ნაბიჯს გადადგამ წარმატებისკენ მომავალში აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

4. “გჯეროდეს საკუთარი თავის” – ეს ფრაზაც უკვე მერამდენედ გესმის და ცოტათი გაცვეთილად გეჩვენება არა? დამიჯერე ამ სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ თუ გავიაზრებთ მათ მნიშნელობას. ჩვენ იმიტომ ვიმეორებთ მათ ასე ხშირად,რომ ადამიანებს ხშირად ეშინიათ ფრთები შეასხან საკუთარ ოცნებებს,რადგან არ იციან ეს როგორ გააკეთონ.ამიტომ უმოქმედობას ირჩევენ.ეშინიათ არ ეყოფათ ძალა და ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს.ეჭვები საკუთარი თავის მიმართ დამღუპველად მოქმედებს ჩვენზე,ამიტომ გჯეროდეს საკუთარი თავის,ეს ძალიან მარტივია,რადგან სინამდვილეში შენ ერთადერთი ხარ, რომელმაც იცი რისი მიღწევა შეგიძლია სინამდვილეში.

5. ცნობილი ადამიანების სამოტივაციო ისტორიები დასახული მიზნებისთვის დაუღალავ ბრძოლაზე ჩვენს გულს მოტივაციით ავსებს და  გვეძლევა ძალა იმისათვის რომ აუცილებლად  ვიბრძოლოთ ოცნებებისთვის. ამიტომ უსმინეთ ხშირად ასეთი ტიპის გამოსვლებს და დაიმუხტეთ მოტივაციით.

6. მებრძოლი ადამიანები ყოველთვის უზიარებენ საკუთარ წარმატების ფორმულას სხვებს. სწორედ ეს თვისება გამოარჩევთ მათ. ისინი საკუთარი შრომის ფასად აღწევენ წარმატებას და მზად არიან თავიანთი გამოცდილება გულწრფელად გაუზიარონ გარშემომყოფებს.

7. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნაბიჯსაც  არ დგამენ წარმატებისკენ და  მთელი ცხოვრება შურთ წარმატებული ადამიანების. ნუ მიჰბაძავთ მათ. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ წარმატებული ცხოვრება  გქონდეთ.

8. ნუ შეგშურდებათ სხვების. შურს დიდი ენერგია მიაქვს თქვენი სხეულიდან. ეცადეთ თქვენი ენერგიის წყარო  პოზიტივად აქციოთ და წარმატებისთვის იბრძოლეთ.

9. წარმატება მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრძოლა წარმატებისთვის ყველაფერზე ღირებული.

10. ჩვენი უმთავრესი დანიშნულებაა საკუთარი თავისგან შევქმნათ ბრენდი – მაგიური სიტყვებია არა? საინტერესოა ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? – ვფიქრობ მიზანდასახულობა, გამბედაობა და ყოველდღიური შრომა დაგვეხმარება გავხდეთ წარმატებული ადამიანები და ადრე თუ გვიან ვიამაყაოთ საკუთარი მიღწევებით

11. ჩვენ ბავშობიდან გვესმის საკუთარი გულის ხმა და ხშირად მცირე ასაკიდანვე ვიცით რას გვინდა მივაღწიოთ ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებელია ბოლომდე ვუერთგულოთ ბავშვობის ოცნებებს და ბოლოს და ბოლოს ავისრულოთ ისინი. საკუთარი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს,როგორც იმის ცოდნა რომ ჩვენი მიზნები არის განსაკუთრებული.ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვჯეროდეს წარმატების და გავხდეთ ის ვიზეც ბავშობიდან ვოცნებობდით.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ყოველდღიური დაგეგმვის 4 წესი

1. განსაზღვრეთ სამი პრიორიტეტი მაშ ასე, პირველი, ყოველ დღე საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: «რომელ სამ პრიორიტეტს ვადგენ დღეისთვის?» – და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აუცილებლად შეასრულეთ ეს საკითხები. პრიორიტეტების დაყენების

მარტივი მექანიზმი, რომელიც დაგეხმარებათ კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრება

ნამდვილი თქვენ — ეს არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ხართ. ნამდვილი თქვენ — ეს არის ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. იმისათვის, რომ ცხოვრებაში ხარისხიან ცვლილებებს მალე მიაღწიოთ, უნდა მოიქცეთ

ღირსეული ადამიანები ამას არასოდეს აკეთებენ!

ბევრმა ჩვენგანმა გააცნობიერა, რომ გარდატეხების ამ უდიდეს პერიოდში ჩვენ კარდინალურად უნდა შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება. ეს მოითხოვს სიმამაცეს, გულახდილობასა და გამჭვირვალობას იმისათვის, რომ შევძლოთ ტრანსფორმირება ჩვენს უმაღლეს „მე“-ში. თუ თქვენ ნამდვილად

შემოქმედებითი აზროვნების 3 პირობა

     ტრადიციული აზროვნება ავტომატურად ასოცირდება ანალიზთან, მსჯელობებსა თუ კამათთან. ყოველივე ეს კი მისაღები გახლდათ მხოლოდ ასე თუ ისე სტაბილური, შედარებით ნელი ტემპებით განვითარებადი სამყაროსთვის, მასში წარმოქმნილი სიტუაციების გასაანალიზებლად და შესაბამისი,

ორატორული ხელოვნება: გადავეჩვიოთ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნერვიულობას

ალბათ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ღელავდით მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა – მოლაპარაკებები, მით უფრო ძლიერია მღელვარება.  მოდით ერთად გავერკვეთ რა არის ”საკუთარ თავში დაურწმუნებლობა” და

როგორ ვისწავლოთ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა

1. არის ერთი კარგი სავარჯიშო. აიღეთ რაიმე საოჯახო ნივთი, მაგალითად ტაფა და შეეცადეთ 5 წუთის მანძილზე მის შესახებ მოყვეთ რამე გამართული ლიტერატურული ენით. თავიდან ეს პროცესი გაგირთულდებათ, მაგრამ ყოველ ჯერზე