რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის

რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის

1. ახალი გარემოცვა
შეიარეთ იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ ან იშვიათად დადიხართ. ეს შეიძლება იყოს ახალი დიდი პარკი ან საიუველირო მაღაზია მეზობელ რაიონში.

2. ახალი სურნელი
იყიდეთ ეთერზეთები და ნებისმიერი არომატიზირებული საგნები. ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებთ შეისუნთქეთ ახალი სურნელი – ეს დაგეხმარებათ „გააღვიძოთ“ ტვინი.

3. დახუჭული თვალები
საღამოს არ ჩართოთ სახლში შუქი – ოთახებში იარეთ მეხსიერების დახმარებით. ეს სავარჯიშო აგიმაღლებთ ყურადღებას და კონცენტრაციას. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი დახუჭული თვალებით, ამ დროს ვერაფერს ხედავთ და იშვიათად აქტიურდება გრძნობათა სხვა ორგანოები.

4. მუშა ხელის შეცვლა
კბილები გაიხეხეთ არააქტიური ხელით. მაგალითად თუ თქვენ მემარჯვენე ხართ, კბილები მარცხენა ხელით გაიხეხეთ ან პირიქით.

5. ახალი გარდერობი
ატარეთ სხვადასხვა სამოსი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანს სამოსიდან გამომდინარე ეცვლება არამარტო გრძნობები, არამედ აზრებიც.

6. ბრაილის შრიფტი (უსინათლოთათვის განკუთვნილი წერა-კითხვის სისტემა) და ჟესტების ენა
ბრაილის შრიფტის და ჟესტების ენის სწავლა რთულია, მაგრამ ასეთი ფორმით წერა-კითხვა ძალიან ანვითარებს გრძნობებს. ჟესტების ენაში საკმარისია სტანდარტული ფრაზების სწავლა: მისალმება, მარტივი შეკითხვები, პასუხები.

7. ახალი გზა
იარეთ სამსახურში, მაღაზიაში ან სხვა ჩვეულ ადგილას ახალი, უცნობი გზით. მაშინაც კი, თუ ახალი გზა უფრო გრძელი იქნება საშიში არაფერია. ეს არამარტო თქვენი ტვინის კარგად მუშაობაზე აისახება, არამედ ხელს შეგიწყობთ კარგ ფორმაში იყოთ.

8. თვითდაჯერებულობა
იყავით საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული. მაშინაც კი, როცა ისეთ სამსახურს გთავაზობენ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით, დათანხმდით. ტვინი სწრაფად აქტიურდება მაშინ, როცა თქვენ არ იცით რა უნდა გააკეთოთ.

9. არასტანდარტული პასუხები
სტანდარტულ შეკითხვებს უპასუხეთ არასტანდარტულად. შეკითხვაზე „როგორ არის საქმე?“ შეიძლება სხვადასხვაგვარი ფრაზებით უპასუხოთ – უარი თქვით სტერეოტიპებზე.

10. მონეტები
ისწავლეთ სხვადასხვა ხარისხის მონეტების თითების შეხებით გარჩევა. სავარჯიშოს გაკეთბა სასარგებლოა როცა ვინმეს ან რამე ელოდებით. დრო სწრაფად მიდის და მოლოდინიც ისეთი მტანჯველი აღარ არის.

11. ახალი ჟურნალები
აირჩიეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ აქცევთ. მაგალითად, თუ თქვენ გატაცებული ხართ მოდით, იყიდეთ ჟურნალი ეკონომიკაზე. გიყვართ მოგზაურობისა და უცხო ქვეყნების შესახებ კითხვა? – უპირატესობა მიანიჭეთ ცხოველების შესახებ ჟურნალს. აუცილებელი არ არის რაიმე ახლით გატაცება, საკმარისია დროდადრო კითხვადი თემა შეცვალოთ.

12. ტელევიზორი უხმოდ
გამოურთეთ ხმა ტელევიზორს და გამოსახულებაზე ყურებისას შეეცადეთ აღიქვათ დიალოგი ან მონოლოგი. თუ ამ სავარჯიშოს მეგობრებთან ერთად შეასრულებთ, საკმაოდ საინტერესო და კომიკური გამოვა.

13. მრავალფეროვანი დასვენება
თუ თქვენ დასვენების დღეებს ჩვეულებრივ ქალაქში ატარებთ, აუცილებლად გადით ბუნებაში. არ გიყვართ მუსიკის მოსმენა? წადით მუსიკალურ კონცერტზე – თქვენ ახალი შეგრძნებების დიდი რაოდენობას მიიღებთ. თუ ძალიან არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დატოვოთ და წამოხვიდეთ.

14. ახალი ტემპი
ამ სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ დასვენების დღეებში. თუ თქვენ ყველაფერს ნელა აკეთებთ, შეეცადეთ ტემპი გაზარდოთ 2-ჯერ. თუ თქვენ ერთი წუთითაც არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, მაშინ თავს ძალა დაატანეთ ყველაფერი აუჩქარებლად აკეთოთ. ამ ყველაფერს დიდი კონცენტრაცია სჭირდება.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვებთან

უთხარით თქვენს შვილს: 1. მე შენ მიყვარხარ. 2. მიყვარხარ მიუხედავად ყველაფრისა. 3. მიყვარხარ მაშინაც კი, როცა ჩემზე ბრაზობ. 4. მიყვარხარ, მაშინაც კი, როცა შენზე ვბრაზობ. 5. მიყვარხარ, როცა ჩემგან შორს

იცით როგორ აღზარდოთ თქვენი შვილი? – დაუმატეთ თქვენს ცოდნას სიახლე…

პრაქტიკა… მიეცით ბავშვს საშუალება თავად გააკეთოს ის, რისი გაკეთების უნარიც აქვს. მაგალითად, თუ ის არის 2 წლის და წაქცევის შემდეგ შეუძლია თავად ადგეს, ნუ მივარდებით მას წამოსაყენებლად. თუ ის არის

ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარების 9 მარტივი მეთოდი

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ამიტომ, სირთულეებთან გამკლავების შესაძლებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შეჩერების ცოდნა. რა თქმა უნდა ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამომუშავების მეთოდები ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა იქნება, მაგრამ არსებობს 9 უნივერსალური

ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

ეს ძალიან სასარგებლო უნარებია, რომელიც დაგეხმარებათ აღზარდოთ სრულყოფილი და განვითარებული პიროვნება, რომელიც აფასებს საკუთარ მშობლებს. ამ სტატიის წაკითხვით შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ერის ტრადიცია. ტიბეტური აღზრდის ძირითადი წესები: – უმთავრესია —

შვილთან კონფლიქტის ფსიქოლოგია

შვილთან ურთიერთობა ბედნიერებაა. თუმცა, ბედნიერი ურთიერთობაც არ არსებობს სირთულეების გარეშე, სირთულეები კი – გამოსავლის. კონფლიქტის თავიდან აცილების მთავარ პრინციპად, ბავშვის ყურადღებით მოსმენა მიმაჩნია. თუ გულით უსმენ და მასთან ერთად განიცდი

ადიქცია, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი

პიროვნების პოსტმოდერნისტული თეორია. როგორ ტრანსფორმირდება ჩვენს დროში სხვადასხვა პიროვნული სტრუქტურები (აზრები, მოტივები, წესები, მიზნები და ა.შ.), რა გვაიძულებს ახალ პირობებში, როცა სამყარო გლობალურად დატვირთულია სხვადასხვა ადიქციით (დამოკიდებულებით), როგორიცაა: ნარკო, ალკო,