რჩევები მშობლებს

  1. ყელაზე მთავარი რჩევა – ვაქებთ საჯაროდ, ვეჩხუბებით ცალკე!
  2. ასევე მნიშვნელოვანია – ვაძაგებთ არა ბავშვს, არამედ მის ქცევას!
  3. არ «ვესხმით» თავს ბავშვს მთელი ოჯახი!
  4. არ ვიცოდებთ ეგრევე, თუ მამამ უსაყვედურა, ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს… რაღაც დროის მანძილზე მაინც.
  5. ჰკითხეთ ბავშვს რჩევა ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე: რა მოამზადოთ სადილად, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები უკეთესად, როგორი ავეჯი შეიძინოთ და ა.შ.
  6. შექმენით ოჯახში წარმატებული მოლაპარაკებების ტრადიცია. ჰკითხეთ ბავშვს რას გრძნობს, როცა მშობლებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებაში უფროსებთან ერთად თანასწორუფლებიანი მონაწილეა.
  7. მოდით ვუთხრათ შვილებს თუ როგორ გვიყვარს ისინი!
  8. დაყავით, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, თქვენი დამოკიდებულება შვილისა და მისი ქცევებისადმი.
  9. ესაუბრეთ რეალურ მიღწევებზე და გრძნობებზე, რომლებიც მას პროცესის და შედეგის მიღების დროს უჩნდებოდა.
  10. ხშირად შეაქეთ თქვენი შვილი, თუნდაც უმნიშვნელო რამეზე, გააგებინეთ, რომ თქვენ მას აქებთ. მიეცით მას სასიამოვნო განსაზღვრებები, რაც ამყარებს კარგ ქცევას: «მონდომებული მოსწავლე», «შემოქმედებითი ბიჭი», «აკურატული გოგო», «პრინციპული ადამიანი» და ა.შ.
  11. თუ თქვენი შვილი გაგიბრაზდათ, სთხოვეთ პატიება და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. მშობელი, რომელსაც შეუძლია შვილის წინაშე ბოდიში მოიხადოს, მასში პატივისცემას იწვევს და ურთიერთობა უფრო ახლო და გულახდილი ხდება.
  12. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს ფულის დათვლა, ხარჯვა, ეკონომიის გაკეთება, შენაძენისგან სიამოვნების მიღება, პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს ოჯახის ფულს, აფასებდეს შორმას და მათ, ვინც შრომობს. როცა გაიზრდება, ის ისწავლის მუშაობას და საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფას.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

Geocell-ის და Huawei-ს საახალწლო რეკლამა 2015

კრისტალი ,,გაიზიარე საახალწლო განწყობა” – Crystal New Year 2015