10 რჩევა მომავალ გენერალურ მენეჯერს

1. ერიდეთ დამატებით ფუნქციებს
გენერალური დირექტორის კარიერაში ძირითადი იდეა გახლავთ – ბიზნესთან უშუალოდ დაკავშირებულ სფეროში მუშაობა და ყოველგვარი დამატებითი ფუნქციებისათვის თავის არიდება.

2. იფიქრე მინიმუმ ერთი საათი დღეში.
დაგეგმეთ დრო ფიქრისთვის : ეს არ უნდა მოხდეს საჭესთან ჯდომისას, აბაზანაში და არც სამსახურში – „სხვათაშორის“. ყოველდღიურად საჭიროა მინიმუმ ერთი საათი, რათა დაგეგმოთ თქვენი სამსახური და კარიერა, სხვა შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ მთელი ცხოვრება დარჩებით შემსრულებლად ძალზედ დიდია.

3. შეარჩიე სამსახური , რომელიც უფრო მაღალანაზღაურებადია.
აუცილებელია, იბრძოლოთ თქვენი სამუშაოს მაღალი ანაზღაურებისათვის. მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი უფრო შესამჩნევია ხელმძღვანელობისათვის, რაც მათი წარმატების შანსს ერთიორად ზრდის.

4. გადააქციეთ პარასკევი შეხვედრების დღედ.
აუცილებელია საჭირო ხალხთან შეხვედრა, მოიწვიეთ ისინი ბიზნეს–ლანჩზე. გაარკვიე, ვინ გჭირდება, აგრძნობინე, რომ აფასებ მათ დახმარებას. შეიძინე თვეში მინიმუმ ერთი მოკავშირე.

5. ყოველი წელი –ერთი ახალი დიდი მიღწევა.
კორპორაციის ხელმძღვანელს მხედველობის ფართე არეალი უნდა ჰქონდეს, ბევრს კითხულობდეს და ჰქონდეს ინტერესის მრავალი სფერო. ყოველწლიურად დაამატე თითო წახნაგი შენს ცხოვრებას, ამგვარად მოამზადებ თავს იმისათვის, რომ სათავეში ჩაუდგე კომპანიას და უბრალოდ მიიღო სიამოვნება ცხოვრებისაგან. შეისწავლე უცხო ენა, გახდი ჩინური სამზარეულოს სპეციალისტი, დაკავდი ფოტოგრაფიით, დაწერე წიგნი, შექმენი ვებ–გვერდი.

6. მოეპყარი ოჯახს, როგორც ყველაზე ფასეულ კლიენტს.
ოჯახი უნდა იყოს ერთგული მოკავშირე მიზნის მისაღწევად. ადვილია მისცე კარიერას უფლება მონოპოლიზაცია გაუკეთოს შენს მთელს დროსა და ძალებს, მაგრამ ცოლისა და შვილების მეორე პლანზე გადატანა – უდიდესი შეცდომაა.

7. ყოველთვის ისარგებლე შვებულებით.
როდესაც ხელმძღვანელი ტრაბახობს, რომ არ სარგებლობს შვებულებას, იგი ან ცუდი მენეჯერია, ანდა უბრალოდ სულელი. უნდა შეგეძლოს საქმეების მოწესრიგება ისე, რომ სამუშაო უშენოდაც მიდიოდეს წინ, სხვაგვარად შენს კლიენტთან სხვა ქალაქში შეხვედრასაც ვეღარ შეძლებ.

8. არასოდეს გაუკეთო ბოსს სიურპრიზი.
ხელმძღვანელებს არ უყვართ სიურპრიზები: მათ ყელში აქვთ ამოსული სხვა თანამშრომლები, კონკურენტები, კლიენტები და თავიანთი ბოსები. მათ უბრალოდ უნდათ რომ მოვლენათა განვითარების საქმის ყურში იყვნენ.

9. არცერთი გაბოროტებული სიტყვა.
არ დაამცირო და შეურაცხყოფა არ მიაყენო კოლეგებს, არ წარმოთქვა საწყენი და უკეთური სიტყვები – ასე შეიძლება ადვილად დაკარგო დრო და თანამშრომლების ნაცვლად მიიღო მტრები, რომლებიც შეაფერხებენ შენს კარიერას.

10. ნებისმიერ სამუშაოს შეხედე გამყიდველის თვალებით.
ამ ქვეყანაში ერთი ბანალური ჭეშმარიტებაა: იმისათვის რომ რაიმე მოხდეს, ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უნდა მიჰყიდოს, სხვაგვარად მენეჯერებს სამართავი არაფერი ექნებათ, ხოლო ბუღალტერს – საანგარიშო.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ვინ არიან საქართველოში ბანკების მფლობელები?

თუ დარჩი სამსახურის გარეშე