რჩევა მამაკაცებს: თუ ქალს ეს 12 თვესება აქვს, არასოდეს გაუშვათ ის

რჩევა მამაკაცებს: თუ ქალს ეს 12 თვესება აქვს, არასოდეს გაუშვათ ის

ყველა ჩვენგანი გონივრულად ვერ იქცევა, როცა ცხოვრების სიყვარულს ხვდება და შემდეგ ამის გამო ნანობს. თუ ქალს ქვემოთ მოცემული 12 თვისება აქვს – არასოდეს მისცეთ წასვლის საშუალება.

1. ის თქვენზე ჭკვიანია
ყველა მამაკაცს სჭირდება ჭკვიანი ქალი, რომელიც დაეხმარება ცხოვრების გავლაში. ამბობენ, რომ ყველა ძლიერი და წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი დგასო. ეს სიმართლეა. ქალის გარეშე მამაკაცი ჩვეულებრივი ეგოისტია და მეტი არავინ.

2. ის ლამაზია
ქალის სილამაზე თვალებში იმალება: სანამ თქვენ იქ სილამაზეს ხედავთ, ხელი არ გაუშვათ მას.
სილამაზე – ეს არის ის, რისი შეფასებაც უნდა ვისწავლოთ სწორად.

3. ის კეთილი და მზრუნველია
კარგი ადამიანები — კეთილებიც არიან. ქალის თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მზრუნველობა. ზოგს უბრალოდ არ უნდათ შვილები. ზოგ ურთიერთობაში მამაკაცი უფრო მზრუნველია, ვიდრე ქალი. მიუხედავად ამისა, ყველა ქალში დევს დედის და ზრუნვის ინსტინქტი. თუ თქვენ ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ აუცილებლად დარწმუნდით, რომ შეხვდით ქალს, რომელსაც ნამდვილად სურს დედობა.

4. ის ენერგიულია
ცხოვრება დროდადრო რთულია. ზოგჯერ მოსაწყენი და მონოტონურიც.

ქალები შექმნილნი არიან მამაკაცების გასართობად – სინამდვილეში პირიქით არის. მაგრამ ქალთან, რომელიც ენერგიულია, მოძრავია და მზად არის თავგადასავლებისთვის, ნებისმიერი მამაკაცი თავს ბედნიერად იგრძნობს.

5. მას გულის სიღრმემდე უყვარხართ
ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი თვისებაა. როცა ქალს უყვარხართ – ეს მთელი გულით ხდება. ეს არ ჰგავს მამაკაცების მხრიდან გამოხატულ სიყვარულს – ისინი გაცილებით ეგოცენტრულები არიან.

ქალს აქვს თვისება სრულად მიუძღვნას თავი იმ ადამიანს, ვინც უყვარს. თუ იპოვეთ ქალი, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ – ჩათვალეთ, რომ სამყაროში ყველაზე დიდი საჩუქარი მიიღეთ.

6. მას შეუძლია კომპრომისებზე წასვლა
ორივე სქესის წარმომადგენლები ჯიუტები არიან. ჩვენ გვიყვარს საგნები ისეთი, როგორიც არის და იშვიათად გვინდა რაიმე ცვლილების განხორციელება, რადგან ვთვლით, რომ საჭირო არ არის. ასეა თუ ისე, ურთიერთობები იგება კომპრომისებზე.

თუ საერთოდ გინდათ რაიმე ურთიერთობა, მაშინ გაითვალისწინეთ ეს. ისეთი ქალის პოვნა, რომელიც კომპრომისზე არის წამსვლელი, ბრძოლის მხოლოდ ნახევარია, რადგან კომპრომისებზე წასვლა თქვენც მოგიწევთ.

7. ის სახლის გარემოს ქმნის
ღრმა სიყვარულის განცდა გვეხმარება სამყაროში ვიპოვოთ საკუთარი ადგილი, საკუთარი სახლი. თუ თქვენ ამას გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ. ნურასოდეს დატოვებთ ამ ადგილს.

8. მას მოსწონს, როცა გეუბნებათ, რომ არასწორი ხართ
ყველა მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც დაეხმარებათ ნაკლები შეცდომები დაუშვან. კაცებს სჩვევიათ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება.

ისეთი ქალის პოვნა, რომელიც დაგეხმარებათ არჩეულ, სწორ გზაზე სვლაში და გეტყვით სად ცდებით – ცხოვრებას ან გაგიუმჯობესებთ ან დაგინგრევთ. გაითვალისწინეთ.

9. ის ძლიერია, მაგრამ ქალური
ყველას თავისებური გემოვნება აქვს ქალების მიმართ, მაგრამ ყველა ქალი წარმოადგენს სიძლიერისა და ქლურობის ნაზავს. ძლიერი ქალი – ეს არის პარტნიორი, რომელიც ყველა მამაკაცს სჭირდება.

ნაზი ქალი – ეს არის… ქალი. ეს ორი თვისება ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის, პირიქით, ერთმანეთს მშვენივრად ეწყობა: ქალმა იცის თავის თავის ფასი, მაგრამ ამასთანავე ამაყობს, რომ ქალად დაიბადა.

10. ის ვნებიანია
ცხოვრება, რომელიც ვნებით სავსეა, ღირს იმად, რომ იცხოვრო. მხოლოდ ამას მარტო ვერ გააკეთებთ. ვნება ჩნდება ორ ცოცხალ ორგანიზმს შორის, ორ ინდივიდუალისტს შორისაც კი.

ვნება მშვენიერია იმის გამო, რომ გადამდებია. ეს სამყაროში ყველაზე სასურველი პათოგენია.

11. ის დიასახლისია
ზოგიერთი მამაკაცი სპეციალურად ეძებს ისეთ ქალს, რომელიც სახლში დაჯდება. ასეთი ქალებიც არსებობენ.

თუ თქვენ ეძებთ ისეთ ქალს, რომელიც სახლში დაჯდება, სადილს მოამზადებს, დაალაგებს და იზრუნებს ბავშვებზე, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად ისეთი ტიპის არის, რომელიც საკუთარ რეალიზებას საოჯახო საქმეებში ახდენს.

12. ის თქვეთვის ყველაფერია
ზოგჯერ ჩვენ უაზროდ გვიყვარს ადამიანი და ვერ ვხსნით რატომ. ამისთვის მიზეზი არც არის საჭირო. თუ თქვენ გიყვართ ქალი და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ – ნუ მისცემთ საკუთარ თავს მისი დაკარგვის უფლებას.

თუ ის თქვენთვის ბევრს ნიშნავს, ესეიგი გესმით ეს ყველაფერი. ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან რამდენს ნიშნავს მათთვის საყვარელი ადამიანი, მანამ, სანამ არ დაკარგავენ მას. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ კიდევ იქნება მეორე შანსი – შერიგების ან ვინმე სხვასთან.

შეიძლება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ. ამის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება ვინანოთ. ამიტომ არ ღირს გარისკვა.

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კენ სანდჰეიმი: საუკეთესო ბოსის 5 ნიშანი

კარგი ხელმძღვანელი — წარმატების საწინდარია, თავის მხრივ კი KAS Placement-ის CEO და Forbes-ის, Chicago Tribune-ის, AOL-ის, Business Insider-ის და Huffington Post-ის ავტორი კენ სანდჰეიმი გვიზიარებს თავის ხედვებს იდეალური «გემის კაპიტნის»

გაბედე, იფიქრე, იოცნებე და იმოქმედე მასშტაბურად…!

როცა კომფორტის ზონიდან გადიხარ და მოქმედებ, შენს თავსაც ეხმარები და სხვებსაც. საკუთარ თავს თავად უხსნი გზებს, რომელიც შენი ოცნებებისკენ მიდის. შენს თავს თავად ხდი იღბლიანს, ბედნიერს, რეალიზებულს, თავდაჯერებულს, სავსეს, თავისუფალს,

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“ მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.

კარლოს სლიმ ელუ №1 მილიარდერის საქმიანი რჩევები

კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება შეადგენს 68,5 მლრდ აშშ დოლარს 2012 წლის 4 მარტის მონაცემებით, მიუხედავათ თავისი კოლოსალური ქონებისა, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს. მექსიკელ მაგნატს არ ჰყავს პირადი თვითმფრინავი და ვერტმფრენი

მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

რაც უფრო ადრე გადაყრი ნაგავს, მით უფრო ადრე შემოვა რაღაც ახალი შენში. მაშ ასე, ის რაც ახლავე უნდა მოიშორო: 1. უარყოფითი ფიქრები – ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ ცუდათ ხარ

სიბრძნე ბალანსშია

— თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი უთხრათ საკუთარ თავს რამეზე, მაგალითად ნაყინის ჭამაზე, ეს ნიშნავს, რომ ნაყინი გმართავთ თქვენ. თუ თქვენ ზღუდავთ საკუთარ თავს ნაყინზე – მაშინ მას ორმაგი კონტროლი აქვს