რატომ არ უნდა დავნებდეთ ნებისმიერ სიტუაციაში?

მორიგ სტატიას ჩემთვის უცნაურ მდგომარეობაში ვწერ. რამდენიმე კვირაა ავად ვარ და ვმკურნალობ. თავიდან რა თქმა უნდა მაღალი სიცხეების ფონზე არ შემეძლო წერა,მაგრამ შემდეგ ძალა მოვიკრიბე, ლეპტოპი მოვითხოვე და შევეცადე ახალი სტატია დამეწერა თქვენთვის.

ჩვენ ვოცნებობთ,  ვისახავთ მიზნებს, ვაწყობთ გეგმებს,თუმცა ჩვენს ცხოვრებაში დგება გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რის გამოც შეიძლება დროებით ჩამოვშორდეთ ჩვენს საქმიანობას. ასეთ დროს გვახსენდება  გავრცელებული მოსაზება:   რომ გეგმების დაწყობას არასდროს აქვს აზრისა, რადგან,  როდესაც ვადგენთ გეგმებს, ღმერთს ეცინება მათზე, რადგან ყოველი დღე ცვილებებით არის სავსე.

ღმერთი არ დასცინის ჩვენს გეგმებს  და ჩვენი განუხორციელებელი მიზნები,რომლებიც ჯამრთელობის მდგომარეობის შეცვლის ან სხვა მიზეზების გამო ვერ განვახორციელეთ, სრულებითაც არ არის სასაცილო. ღმერთს არ ეცინება იმის გამო,რომ ჩვენ თავს ცუდად ვგრძნობთ. დიახ, მესმის, რომ ეს სიტყვები  გადატანითი მნიშვნელობით  უნდა გავიგოთ, რომ გეგმების დაწყობას არასდროს აქვს მნიშვნელობა,რადგან ყველაფერი ცვალებადია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სწორედ რომ საკუთარი გეგმების არსებობაა. შესაბამისად, ღმერთი გვაძლევს ძალას გამოსაჯამრთელებლად და გვეხმარება გავაგრძელოთ გეგმების განხორციელება და ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით.

ამიტომ,როდესაც მოულოდნელი განსაცდელი გვეწვევა, გვახსოვდეს რომ არ უნდა დავყაროთ ფარ -ხმალი, არ დავივიწყოთ ჩვენი მიზნები და გამოჯამრთელებისთანავე გავაგრძელოთ გზა და მივყვეთ ჩვენს მიზნებს კვალდაკვალ. არ შეგვეშინდეს მოულოდნელი ცვლილებების.

დღევანდელი ჩემი სტატიაც არის მაგალითი იმისა, რომ საყვარელი საქმის შესრულება ნებისმიერ მდგომარეობაშია შესაძლებელი.

გისურვებთ არასდროს ჩამორჩეთ თქვენს გეგმებს და დარჩით მიზნების ერთგული.

დადუნა ნადარაია

ავტორი: დადუნა ნადარაია

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

რატომ არ უნდა ეძებოთ გარანტიები ცხოვრებაში?

თუ გამუდმებით ფიქრობთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე