რატომ ვერ ამჩნევენ “მეგობრები” ჩვენს წარმატებას?

რატომ ვერ ამჩნევენ “მეგობრები” ჩვენს წარმატებას?

დღევანდელ სტატიას გულისტკივილით წაიკითხავენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ამოიცნობენ მასში და კიდევ ერთხელ გაუსწორებენ რეალობას თვალს.

დამეთანხმებით ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები – ჩვენი მეგობრები და ახლობლები, რომლებთანაც  ერთად ერთფეროვანი ცხოვრების დინებას მივყვებით, მაგრამ რადგან ვაცნობიერებთ, რომ ერთ ადგილზე ყოფნა წარმატებას  ვერ მოგვიტანს, დიდი ბრძოლოს შემდეგ, ვტოვებთ კომფორტის ზონას და ვიწყებთ იმ საქმის კეთებას, რომელიც ყოველთვის გვსურდა გამხდარიყო ჩვენთვის ჩვენი ცხოვრება. შესაბამისად ყოველ დღე ვიზრდებით :  ვდგამთ ახალ ნაბიჯებს წარმატებისკენ, ვითარდებით, შევდივართ ახალ სამყაროში და ბედნიერებით ვივსებით. მზად ვართ საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ გარშემომყოფებს, მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ პატარა ნაბიჯებით მივედით ლურჯ ზღვასთან, სადაც გრძელდება ჩვენი ოცნებები, თუმცა გარშემომყოფების რეაქცია გულს გვკტენს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წარმატებას თუკი მივაღწევდით ჩვენი მეგობრები და ახლობლები აღფრთოვანდებოდნენ, გულთბილად გაგვიღიმებდნენ  და პოზიტივით აგვავსებდნენ, მაგრამ  მათ თვალებში დავინახეთ სიცარიელე! დამეთანხებით ეს ნამდვილად ასეა! ჩვენ მსგავსი ფაქტების გამო ვკარგავთ ადამიანებს, მათ, ვისთან ერთადაც ვიგემეთ ერთფეროვანი დღეების მარცხი და უიმედობა.

რა არის მიზეზი, რომ მეგობრები უბრალოდ თვალებში აღარ გიყურებენ და შენს წარმატებას არ იზიარებენ? პირველი მიზეზი არის, ის რომ თქვენ ერთნაირები იყავით, მაგრამ მოულოდნელად შეიცვალეთ უკეთესობისკენ.  ძნელია ამის ყურება, მაშინ, როდესაც  თავად ერთ ნაბიჯს არ დგამ წარმატებისკენ. შენი მეგობარი კი  ხედავ მწვერვალებისკენ მიემართება. მიბაძე მას! იმოქმედე! ბოლოსდაბოლოს ჩახედე მას თვალებში და რასაც დაინახავ  აქციე ის შენი მოტივაციის წყაროდ.

მეორე მიზეზი არის, ის რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ კომფორტის ზონის დატოვება. ძალიან რთულია ყოველდღიური ერთფეროვნებიდან მოქმედების ზღვაში შეხვიდე. ამ რეალობას კი ისინი თვალს ვერ უსწორებენ და არ სურთ იმის აღიარება, თუ როგორი ძლიერი ადამიანი დგას მათ გვერდით.

მთავარი რჩევა მათ ვისაც სტკივა რომ ვერ მიიღო მხარდაჭერა გარშემომყოფებისგან და  ფიქრობს, რომ მარტო დარჩა.  დროა იამაყო წინ გადადგმული ნაბიჯებით. იყავი იმდენად ძლიერი არ მიაქციო ყურადღება ნეგატიურ განცდებს გარშემო. სცადე დაეხმარო მათ, ვისაც სურს კომფორტის ზონის დატოვება და არ იცის ეს როგორ გააკეთოს. და იარე შენი გზით. ნამდვილ მეგობრებს თავად ცხოვრება შეგძენს –  გამოცდილებას, ბრძოლისუნარიანობას, შემართებას და შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ შენს თვალებში ლურ ზღვას –  წარმატებით და ბედნიერებით სავსეს !

გისურვებ წარმატებას!

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არიან ებრაელები მდიდრები?

სტატისტიკა გვაჩვენებს გასაოცარ «ებრაულ ფენომენს»: ებრაელები ცოტანი არიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მიეკუთვნება მოსახლეობის მდიდარ ფენას. მაგალითად,რუსეთში ებრაელების რაოდენობა ბოლო მონაცემებით შეადგენს მოსახლეობის 0,1 %, აშშ-ში თითქოს ყველაზე მეტი ებრაელი

მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

ამ კითხვაზე უმრავლესობა დაუფიქრებლად გვიპასუხებს- განათლება, კარიერა, ოჯახი და შვილები! კი ბატონო, ვინ გედავებათ…და მაინც, იქნებ ამ მწირე ჩამონათვალს კიდევ რამე შემატოთ? რეალურად სიტყვა „უნდა“ ჩვენივე მოგონილია. სტერეოტიპებს ვეწინააღმდეგები, ამიტომ

ამბავი გაჭირვებულსა და ძალაუფლების წარმოჩენაზე

– რა ღირს კვერცხი? ჰკითხა ქალმა. – 5 ლარი 10 ცალი! უპასუხა მოხუცებულმა გამყიდველმა. – 15 მომეცი 5 ლარად და წავიღებ, თუ არა და არ მინდა! – კარგით, წაიღეთ, დღეს

ურთიერთობის 8 მარტივი წესი, როცა თქვენით მანიპულირებენ

მანიპულატორები მოხერხებულად გვინერგავენ დანაშაულის გრძნობას, გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან, გვატყუებენ. ჩვენ ვასრულებთ მათ სურვილებს ან ბრძანებებს საკუთარი თავის ზიანის ფასად. ეს თამაშები წლობით გრძელდება და ცხოვრებას გვიწამლავს. მანიპულატორებისგან თავის დასაცავად B2P.GE და Рsychologies

გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები: მოდის მსხვერპლი

უჩვეულო ინტერნეტ-სერიალი «გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები» – შექმნილია ამერიკული კომპანია Hewlett-Packard-ის ძალისხმევით და მოიცავს 4 სერიას: «მასობრივი გაუჩინარება», «ციტრუსის ტრაგედია», «ბლითების მაქინაციები» და «მოდის მსხვერპლი». მარტივი სიუჟეტი მოგვიწოდებს გამოვიყენოთ HP-ის ორიგინალური

ფულთან მოქცევის 9 წესი

წესი № 1. დააფასეთ საკუთარი თავი მუდმივად გაზარდეთ თქვენი შემოსავლები. თუ თქვენი მიმდინარე სამსახური აღარ გაკმაყოფილებთ ფინანსურად, განეწყვეთ ახლის საძებნელად ან დამატებითი შემოსავალი მოძებნეთ. წესი № 2. ნუ ჩადებთ ფულს