რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

მივლინებით როდესაც გერმანიაში მომიხდა გამგზავრება,საბუთების მოსაწესრიგებლად ერთ- ერთ კომპანიაში ოპერატორს  დავუსვი მორიგი შეკითხვა,მან კი მიპასუხა,რომ ამ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა თავად აღნიშნა,  რომ მსგავსი შეკითხვით არაერთხელ მიუმართავთ მისთვის. როდესაც აღნიშნულ პრობლემაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, გამახსენდა ფილმი “ბედნიერების კვალდაკვალ” როდესაც კრისტ გარდენი გასაუბრებას გადის, ის გულწრელად ამბობს,რომ მას შეიძლება არ ჰქონდეს კითხვაზე პასუხი,მაგრამ ისეთი ადამიანია,რომ წავა და აუცილებლად იპოვის სწორ პასუხს და გახდება კომპეტენტური იმ საკითხში,რომლის ცოდნასაც მოითხოვენ მისგან. ამ სიტყვებით მან დაიმსახურა ნდობა და ის სამსახურში აიყვანეს კიდეც. ფილმში კი ჩანს როგორ მიჰყვება ეს ადამიანი ბედნიერებას კვალდაკვალ,სწავლობს ყველაფერს რისი ცოდნაც საჭიროა და არის კიდევაც შეუცვლელი თანამშრომელი.
დღეს კონკურენციის სამყაროში,როდესაც ინფორმაციის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ უნდა ვიყოთ სავსე მოტივაციით და მუდმივად ვსწავლობდეთ და ვითარდებოდეთ, ვეუფლებოდეთ ახალ უნარ- ჩვევებს, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ შეუცვლელები ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ თავად უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი ჩვენი საქმიანობის შესახებ,ჩავინიშნოთ შეკითხვები,რომელზეც არ გვაქვს პასუხი და მოვიძიოთ ზუსტი ინფორმაცია მასზე. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლობით სავსე მონდომებული პიროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ წარმატებას და ვერ გავხდებით შეუცვლელები.
დარწმუნებული ვარ მსგავსი ტიპის სტატია რომ ჰქონოდა მას წაკითხული, აუცილებლად ჩაინიშნავდა ჩემს შეკითხვას და მომდევნო კლიენტს გასცემდა კიდევაც ზუსტ პასუხს.შესაბამისად ვიკითხოთ სამოტივაციო სტატიები, გავხდეთ შეუცვლელები ჩვენს საქმიანობაში და შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობები სიყვარულით და ინტერესით. ამ გზით ჩვენი საქმე უფრო მეტად შეგვიყვარდება. ავივსებით პოზიტივით და გავხდებით ნამდვილი პროფესიონალები.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ერიხ ფრომი: ადამიანების უბედობა – მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია

წარმოგიდგენთ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის, ერიხ ფრომის 30 ციტატას, რომლებიც ჩუქნიან ცხოვრებას, პასუხობენ ადამიანისთვის ყველაზე რთულ კითხვებს. მისი აზრები არავის დატოვებს გულგრილს: 
1. ადამიანის მთავარი ცხოვრებისეული ამოცანა – ეს არის

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ბიზნეს-ლიტერატურის კითხვისას

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, ბიზნეს-ლიტერატურის ცნობილი მკითხველის – ალექსადრე მელნიკისგან. დიდი ხანი არ არის, რაც მან ბიზნეს-ლიტერატურის აქტიური კითხვა დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მიიღო შედეგი. თუ ადრე თვეში 1 წიგნს კითხულობდა,

ადამიანი განისაზღვრება საქმით

სანამ შენ გძინავს – დრო მიდის. სანამ ჭამ – დრო მიდის. სანამ ეწევე – დრო მიდის. სანამ სოციალურ ქსელში ხარ – დრო მიდის. სანამ ფიქრობ, როგორ გამოიმუშაო ფული – დრო

წარუმატებლობიდან მსოფლიო აღიარებამდე! 9 შთამაგონებელი ისტორია

23 წლის ასაკში ოპრა უინფრი გამოუშვეს სამსახურიდან, სადაც რეპორტიორად მუშაობდა. 24 წლის ასაკში სტივენ კინგი ცხოვრობდა ტრაილერში. 28 წლის ასაკში ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი იყო მარტოხელა დედა, რომელმაც თვითმკვლელობა

10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

N1:. რომი თუ თქვენ პირველად მოგზაურობთ იტალიაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ რომი. საუცხოო ტაძრებს, ულამაზეს შადრევნებს და რენესანსს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. რომი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ისურვებდა დაკარგვას.

რატომ არ უნდა შევასრულოთ მყიდველების ახირება?

• რა უნდათ მყიდველებს? რაც შეეხება ინტერნეტ-მაღაზიებს, შეუსრულებელი პირობების დიაპოზინთან ერთად დიდია პირადი უფლებების დარღვევის ფაქტები: მაგალითად კურიერის მოსვლის ზუსტი დროიდან დაწყებული, ამანათის უსწრაფესად მიწოდებით დასრულებული. ზოგიერთი მყიდველი გულახდილად ელის,