რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი ეფექტი და მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს, ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგიერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი გვასწავლის მოთმინებას, მიტევებას, ბოდიშის მოხდას, შეუპოვრობას, საკუთარ თავში ღრმად ჩახედვას და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი რაც ხდება, ხდება არა ჩვენს წინააღმდეგ, რომ რამე დაგვაკლოს ან დაგვაზიანოს, არამედ ჩვენს საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ. იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავიზარდოთ და ჩვენში ესა თუ ის უნარი განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ.

მედალს ორი მხარე აქვს და გააჩნია ჩვენ რომელ მხარეს დავაკვირდებით. ანუ სრულიად ჩვენი გადასაწყვეტია სირთულეში დავინახავთ ჩვენი გაუმჯობესების და გაზრდის შესაძლებლობას, თუ ჩავთვლით, რომ ვართ ცხოვრების მსხვერპლი.

მერე რა თუ ადამიანები გპირდებიან რაღაცეებს და მას არ ასრულებენ, მერე რა თუ მოლოდინები არ გამართლდა, მერე რა თუ რაღაც მე-20 ცდაზეც არ გამოვიდა. ამ ყველაფერის გაანალიზება და სწორად აღქმა იმ მომენტში არის ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელი, თუმცა საბოლოო ჯამში, დრო რომ გადის და გასულ ცხოვრებას რომ გადახედავ, აანალიზებ რა და როგორ მოხდა შენ ცხოვრებაში ხვდები, რომ თითოეულ სირთულეს თავის ენა აქვს და ჩვენ სანამ ამ ენას არ ვისწავლით, ყოველთვის გვეგონება, რომ ცხოვრება რთული, უსამართლო და მჩაგვრელია.

მაგრამ… როგორც კი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით იცი, რომ ყველა სირთულე რაღაც მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის და თავის ენაზე გვესაუბრება, როცა აანალიზებ, რომ რეალობა ყველაზე დიდი საჩუქარია და ყველაფერი ხდება, არა ჩვენ წინააღმდეგ არამედ, ჩვენთვის და ჩვენს საკეთილდღეოდ ამის ცოდნა შინაგან საოცარ სიძლიერეს, სიმამაცეს და საკუთარი თავის რწმენას გვმატებს. როდესაც იცი, რომ მთელი სამყარო და ადამიანები სხვადასხვა ფორმით გვეხმარება გავხდეთ უკეთესები, ძლიერები, გამოცდილები და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. თითქოს ყველაფერი, სამყარო და ადამიანები ცდილობს სხვადასხვა გზებით დაგეხმაროს და დაგიდგეს გვერდით, რომ ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სირთულეებთან გამკლავებისთვის.

ეს ყველაფერი გეხმარება ისწავლო, ის რაც ამჯერად არ იცი, ან გაამჯობესო რაღაც. როცა ასე, აზროვნებ  სრულიად თავისუფლდები მომავლის შიშისგან და სრულიად მზად ხარ ცხოვრების გამოწვევების მისაღებად და იცი, რომ ყველაფერს ექნება მტკივნეული მაგრამ წამლის ეფექტი.

ყოველგვარი მომავლის შიში და ფორიაქი ქრება და რჩება სრული მზაობა და მიმღებლობა, რაც უკვე ძლიერ პიროვნებას ახასიათებს. ხარ მინდობილი რეალობაზე, აღარ ეჭიდავები რეალობას და ადამიანებს, აღარ ცდილობ, რომ აირჩიო მსხვერპლის პოზიცია და მოსთხოვო პასუხი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც გადაგაგდეს, სიტყვა არ შეასრულეს, გული გატკინეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ…. უბრალოდ სწავლობ გაკვეთილს მათგან და სამუდამოდ შორდები.

იცი რომ ცხოვრება ასეთია. ყოველთვის იყო, არის და იქნება სირთულეები მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ უიღბლო, წარუმატებელი ან არასწორი გადაწყვეტილებების მიმღები ხარ, არამედ იმიტომ რომ ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოწვევა, არის ის, რაც იმ კონკრეტულ მომენტში წამალივით გჭირდება, რომ რაღაც ისწავლო, რაღაცაზე დაფიქრდე, რაღაც გაანალიზო და შემდეგისთვის იგივე სიტუაციაში ერთი და იგივე შეცდომა არ დაუშვა.

დაფიქრდით, რას გასწავლით სირთულე, რომელიც ახლა გაქვთ და გაანალიზეთ, რის თქმას ცდილობს ცხოვრება თქვენთვის და ბოლოს, გახსოვდეთ მარკუს ავრელიუსის ცნობილი სიტყვები და ხშირად გაუმეორეთ საუთარ თავს: “ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ შეგემთხვევა, შთააგონე შენს თავს:“ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება…” 

წარმატებები!

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რინგელმანის ეფექტი

1927 წელს ჩატარდა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტების სერია, რომელთა შედეგებს ახლა სამწუხაროდ არც ისე ხშირად იხსენებენ. ამ გამოცდილების შედეგები ფსიქოლოგიაში დარჩა «რინგელმანის ეფექტის» სახელწოდებით. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: ირჩევდნენ ყველაზე ჩვეულებრივ ადამიანებს

12 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა დავნებდეთ არასოდეს!

გააკარით კედელზე და გადახედეთ ყოველთვის, როცა მოტივაცია დაგჭირდებათ. 1. სანამ ცოცხალი ხართ ყველაფერი შესაძლებელია ერთად-ერთი გასამართლებელი მიზეზი, რის გამოც თქვენ შეიძლება დანებდეთ, ეს არის სიკვდილი. მანამ, სანმ ცოცხალი, ჯანმრთელი და

წარმატების შვიდი შესანიშნავი გაკვეთილი ჰენრი ფორდისგან

1. ემსახურეთ სხვებს «ბიზნესს, რომელიც აბსოლიტურად მიძღვნილია მომსახურებაზე, უმნიშვნელოდ ინერვიულებს შემოსავალზე, ის წარმოუდგენლად დიდი იქნება». ბიზნესის წარმატება მდგომარეობს სხვა ადამიანების მომსახურებაში. ყველა წარმატებული ადამიანი ემსახურება – რაც უფრო დიდია წარმატება,

როგორ მოქმედებენ სელებრითები მოდაზე

H&M-ის 2016 წლის საგაზაფხულო კოლექციის მთავარი გმირი ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გახლავთ.

მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ საკუთარი შეცდომების გამო სხვების დადანაშაულებას დაიწყებ

მაქსიმი მწვრთნელი ჯონ ვუდენისთვის ცხოვრებისადმი მიდგომის ქვაკუთხედი იყო. ბევრ პრინციპთან ერთად იგი საკუთარი მამისგან – ჯოშუასგან ისწავლა. თავის წიგნში „ჩემი საუკეთესო შედეგი“  სტივ ჯეიმისოსთან ერთად მწვრთნელმა აღწერა თუ როგორი რეაქცია

გიჟური იდეა! ამ ადამიანმა ყველაფერი დატოვა 13000 აშშ დოლარად და საკუთარი სამოთხე შეიძინა

სათავგადასავლო ისტორია თანამედროვე რობიზონ კრუზოს შესახებ. ადამიანი, რომელმაც ბუნებასთან განმარტოვებით ჰარმონია იპოვა შთაგონების წყარო იყო ათეულობით გოგოებისა და ბიჭებისთვის. მაგრამ ბრენდონ გრიმშოუსთვის დანიელ დეფოს უკვდავი ნაწარმოები ცხოვრების კრედო გახდა, რომელიც