in ,

რატომ უნდა გამოიყენოთ YouTube-ი თქვენს ბიზნესში

1. YouTube – პოპულარობით მეორე ადგილზეა საძიებო სისტემებში. რატომ არ ხართ ჯერ კიდევ იქ?

2. ყველა არ კითხულობს ბლოგს და YouTube-ში მუშაობისას თქვენ შეძლებთ მიიპყროთ სრულიად ახალი აუდიტორიის ყურაღება.

3. YouTube-ის ვიდეოები ჩანს Google-ში ძიებისას.

4. ვიდეო – საუკეთესო ინსტრუმენტია პიროვნული ურთიერთობისთვის და მისი საშუალებით გაცილებით მარტივია თქვენი ბიზნესის გაადამიანურება, ვიდრე ტექსტური კონტენტით.

5. YouTube-ის საძიებო სისტემით ადამიანები სარგებლობენ იმიტომ, რომ ვიდეო-რგოლით გაცილებით მეტის გაგება შეუძლიათ პროდუქტზე და მომსახურებაზე, ვიდრე სხვა სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციით.

6. ვიდეო გაცილებით რბილად მოქმედებს თქვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებზე და ასე ვთქვათ „განანათლებს“ მათ თქვენი პროდუქციის და მომსახურების შესახებ.

7. ვიდეორგოლის ყურება უფრო ადვილია, ვიდრე ტექსტების კითხვა.

8. YouTube-ზე არ არის თქვენი ბევრი კონკურენტი, თუმცა ისინი აქტიურად მუშაობენ Facebook-სა და Twitter-ში.

9. შესანიშნავი ვიდეო-რგოლის გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი ბიუჯეტისთვის (ამისათვის საკმარისია თქვენი iPhone-იც).

10. ვიდეო-რგოლი, განსაკუთრებით YouTube-ის, თავისუფლად ყურებადია ნებისმიერი ტიპის ეკრანზე (კომპიუტერის, მობილური ტელეფონის, პლანშეტის).

11. YouTube-ის ვიდეო-რგოლი ფანტასტიურად ვრცელდება სხვა ნებისმიერ სოც-ქსელში, საიტებსა და ბლოგებზე.

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

უყურეთ, როგორ აყენებენ მილიონერები ძვირადღირებულ მანქანებს 30-ე სართულზე

სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვებთან