რატომ უმართლებთ ცხოვრებაში და ბიზნესში ოროსნებს უფრო მეტად, ვიდრე ხუთოსნებს?

რატომ უმართლებთ ცხოვრებაში და ბიზნესში ოროსნებს უფრო მეტად, ვიდრე ხუთოსნებს?

ყოფილი ხუთოსნები (წითელდიპლომიანები) ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებულ შედეგებს აღწევენ და შემდეგ ამას აბრალებენ ცხოვრების „უსამართლობას“. მათი აზრით უსამართლობა მდგომარეობს იმაში, რომ მათმა კლასელებმა ან ჯგუფელებმა, რომლებიც საშუალოდ სწავლობდნენ მიაღწიეს დიდ შედეგებს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ბიზნესზე და მის წარმატებაზე , ასევე იმაზე, თუ რით განსხვავდებიან ოროსნები და სამოსნები სწავლაში წარმატებული ხუთოსნებისგან.

ოროსნები ორ კატეგორიად იყოფიან: პირველ კატეგორიას ეკუთვნიან ისინი, ვინც „ვერ ქაჩავს“ თავისი გონებრივი განვითარებიდან გამომდინარე და მეორე – ისინი, ვისაც სკოლაში სწავლა უბრალოდ არ აინტერესებს. ასეთები ყოველთვის აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აინტერესებთ და უყვართ და სწავლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაეთვალოთ. სწორედ ასეთბს უმართლებთ ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც. საქმის დაწყებისას ასეთი „ოროსნები“ იქცევიან არა „როგორც წესია“, არამედ „როგორც საინტერესოა“. პორბლემებს უდგებიან შემოქმედებითად უბრალოდ იმიტომ, რომ არ იციან როგორ უნდა გააკეთონ „სწორად“. ყველაფერს ამოწმებენ პრაქტიკაში და არ ამყარებენ იმედებს „ავტორიტეტებზე“. ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:

1. ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით უკეთაა, ვიდრე „საზოგადოებრივი აზრი“ ამტკიცებს ამას. რას ლაპარაკობენ მეზობლები, ავტორიტეტები, ტლევიზორი სულ არ აინტერესებთ, მთავარია თავად ფიქრობენ ამაზე.

2. ნებისმიერი სამუშაო სტრესია, ამიტომ ის ან სწრაფად უნდა გააკეთოთ, ან ვინმეს უნდა გადააბაროთ შესასრულებლად.

3. არ ღირს საქმის „ყოჩაღ“-შეფასებისთვის გაკეთება, საკმარისია მისი „დამაკმაყოფილებელ“ დონეზე შესრულება.

4. „გადაწერა“ გაცილებით ადვილია, ვიდრე ამის თავად გაკეთება. ესეიგი ვეძებთ რას აკეთებენ სხვები უკეთ და გადმოგვაქვს მათი გამოცდილება.

5. არაა საჭირო „არსებული ინფორმაციის მთლიანად მოკრება“, საკმარისია გონივრული მინიმუმი.

6. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს არ აკეთებს, შესაბამისად – შეცდომები სამუშაო პროცესის ნაწილია.

7. და მთავარი! თუ თქვენ სულელად ჩაგთვლიან – ეს სასიკვდილო ნამდვილად არ არის. მთავარია, რომ თქვენი საქმე გაკეთდეს.

აი ასეთია მუდმივი ცხოვრებისეული ოპტიმიზმი. საოცარია, მაგრამ ასეთ ადამიანებს ყოველთვის ყველაფერი გამოსდით. მაგალითების მოსაყვანად შორს წასვლა არაა საჭირო და შეიძლება მოვიყვანოთ ბილ გეითსი, სტივ ჯობსი და ა.შ.

კარგი იქნება თუ ჩვენი დროის გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს გადაიკითხავთ. „ოროსნები“, რომლებმაც სწავლა საერთოდ მიატოვეს მათ შორის ძალიან ბევრია.

ასეთია ჩვენი „c’est la vie“ – ცხოვრებას ნუ დავაბრალებთ ნურაფერს, ვეცადოთ და გამოგვივა ყველაფერი!

წარმატებებს გისურვებთ!

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

4 რჩევა კომპანიებს ვირტუალური კომუნიკაციისთვის

ხშირად გაუგზავნეთ საკუთარ მომხმარებლებს პატარა შეტყობინებები. ურთიერთობისათვის გამოიყენეთ დაცული და მარტივად გამოსაყენებელი საშუალებები ნუ დააყოვნებთ ავტომატურ პასუხს მომხმარებელთა შეკითხვებსა თუ თხოვნებზე, ყოველდღიურად შეამოწმეთ საფოსტო ყუთიც. თითოეულ მომხმარებელთან იყავით მაქსიმალურად ინდივიდუალური,

ჰენრი ფორდი: შემსწავლელი შემთხვევა მილიარდერის ცხოვრებიდან

ერთხელ უკვე მილიარდერი ჰენრი ფორდი ინგლისში გაემგზავრა საქმეებზე. აეროპორტის საინფორმაციო ბიუროში მან იკითხა ქალაქში ყველაზე იაფფასიანი სასტუმროს შესახებ. ბიუროს თანამშრომელმა ფორდი იცნო, მსოფლიოს გაზეთები ხშირად წერდნენ მასზე. და აი, სწორედ

თანამედროვე ეტიკეტის 18 წესი

თავაზიანობის გამოვლენა რთული სულაც არ არის — ეს პირველ რიგში პატივისცემის გამოხატვაა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ არსებობს რამოდენიმე ნიუანსი, რომელთა შესახებ ყველამ არ იცის. B2P.GE შეეცადა თავი მოეყარა იმ

როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან

ყველა ადამიანი ბუნებით უნიკალურია, მაგრამ ის, რაც ერთს გამოუვიდა, სრულიად მიღწევადია სხვისთვისაც. კიმ კიიოსაკი ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანია, ის გახდა ინვესტორი. ეს რჩევები, რომლებიც კიმს მოჰყავს, არის მათთვის, ვინც მზადაა

5 რჩევა სამუშაო ოფისის დასარსებლად

შეარჩიეთ რაც შეიძლება წყნარ ადგილას. რათა არაფერმა არ გადაიტანოს თქვენი ყურადღება. ჩამოწერეთ თუ რა სჭირდება თქვენს ოფისს და წლის განმავლობაში დაგეგმეთ მათი შეძენა. დარწმუნდით რომ გაქვთ ფართის გაზრდის შესაძლებლობა. შეიძლება

გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რის დახმარებითაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილების მიმღები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი გააკეთეთ! 1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც უფრო მეტს