დილამშვიდობის საუზმევ – ანუ რატომ არის აუცილებელი დილით ჭამა

დილამშვიდობის საუზმევ – ანუ რატომ არის აუცილებელი დილით ჭამა

ჩვენი უმეტესობა დილის სრუფასოვან საუზმედ თვლის ფინჯან ყავას. ეს არასწორია, რადგან დილის ტრაპეზი გვეხმარება მოვიმართოთ სამუშაო დღისთვის, გავამყაროთ ოჯახური ურთიერთობები და თავიდან ავიცილოთ ღამით ზედმეტი ჭამა. როგორ ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ ვისაუზმოთ?

მოტივაცია

როგორც ყველა საქმეში, ჭამის დროსაც საჭიროა მოტივაცია. მაშ ასე, საუზმე აუცილებელია იმიტომ, რომ:

– ის ააქტიურებს ორგანიზმს და დღე ნაყოფიერი ხდება.
– ის გვეხმარება დღის მანძლზე კვება გვქონდეს ნორმის ფარგლებში და არ მივირთვათ ზედმეტი შოკოლადი ან ორცხობილა, ასევე არ განვიცადოთ შიმშილის გრძნობა.
– ის ამცირებს დილის მოთენთილობას იმის წყალობით, რომ სისხშლი შაქრის მარაგს ზრდის.
– ოჯახური საუზმე ამყარებს ურთიერთობებს და გვახსენებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს დღის მანძილზე, ჩვენ ერთად ვართ და ერთმანეთი გვიყვარს.
– საუზმობისას ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი მივირთვათ, კალორიულიც, გემრიელიც, რისი ჭამაც ნამდვილად არ ღირს საღამოს და ღამით გასუქების თავიდან აცილების მიზნით.

ვაღვიძებთ მადას და ვპოულობთ დროს
დილაადრიან თვალები ძლივს გაახილეთ და სამსახურში უკვე გაგვიანდებათ, რა დროს საუზმეა, როცა ყავის დალევასაც ვერ ასწრებთ? იოგის პრაქტიკოსებმა ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტის გზა იციან – დილა ერთი ჭიქა წყლის დალევით დაიწყეთ. წყალი გაასუფთავებს ორგანიზმს და ნაზად «გააღვიძებს» საჭმლის მომნელებელ სისტემას.

მომზადების დრო არ გაქვთ? სამსახურში გაიყოლეთ ხაჭო, ვაშლი და სამუშაო დღე მათთან ერთად დაიწყეთ. თუ მომზადების სურვილი არ გაქვთ, საუზმობა შეიძლება ქალაქში – კაფეში ან რესტორანში, სადაც მსუბუქ საკვებს შემოგთავაზებენ.

პროდუქტები

მართალია დილაობით შეიძლება ტორტის ან სხვა მსუყე ტკბილეულის ჭამა, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი არც დილით ვარგა. სჯობს კვება დაბალანსებული იყოს. დილის სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს:
– ცილები: კვერცხი, უცხიმო ხორცი, სოკო;
– ცხიმები: ცოტაოდენი არაჟანი ან თხილი;
– ნახშირწყლები: ხორბლის პური, ხილი;
– ცელულოზა: ხილი, ბოსტნეული, ფაფები.

ანუ, იდეალური საუზმე გამოიყურება დაახლოებით ასე: მოხარშული წიწიბურა ქათმის ხორცით ან სოკოთი, კომბოსტოს ფოთლებით პომიდვრის სალათი, პურის ნაჭერი, ცოტაოდენი მურაბა და ჩაი. ან ასე: შვრია, ვაშლი, ფუნთუშა არაჟნით, ან: ორი მოხარშული კვერცხი, ორაგულის ნაჭერი, პური, ფორთოხლის წვენი, სენდვიჩი პომიდვრით, ყველით, თინუსით და სალათის ფოთლებით.
ერთი სიტყვით, ბევრი ვარიანტია. მთავარია დაიწყოთ!

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გაჭირვებულ ოჯახს მოულოდნელად David Beckham-ი ესტუმრა

ვიდეოს ყურების დროს თქვენ ატირდებით. ამ ოჯახისთვის ბექჰემის სტუმრობამ ბევრი რამ შეცვალა. Ryan Seacrest-ის ახალი სატელევიზიო შოუს- Knock Knock ფარგლებში დევიდ ბექჰემი კალიფორნიაში ჩავიდა და გონსალესების ოჯახი თავისი საჩუქრით შოკში ჩააგდო. ოჯახის

90 მეთოდი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

1. ყოველი დღე არის ახალი სტარტი. ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც გუშინ, გუშინწინ ან კიდევ უფრო ადრე მოხდა. დღეს ახალი ცხოვრებაა და თუკი წარსულში რამე ისე არ იყო, როგორც გინდოდათ, თქვენ

ბიზნეს იდეის შემოწმების მეთოდები

1. Lean-მეთოდი lean-მეთოდიკის პრინციპი, რომელიც ხსნის როგორ უნდა შეიქმნას პორდუქტი ისე, რომ ამ ყველაფერზე მინიმალური რაოდენობის რესურსი დაიხარჯოს, შეიძლება გავიგოთ ერიკ რეისის კლასიკური მუშაობით The Lean Startup. მასში ის აღწერს

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად

თინა კანდელაკი: წარმატებული კარიერის საიდუმლო

38 წლის ბიზნეს ლედის – თინა კანდელაკისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, პირველ რიგში იმის, თუ როგორ გავხდეთ დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. თინა თავს კომფორტულად გრძნობს არამხოლოდ ტელეკამერების წინ, არამედ

ურთიერთობის 8 მარტივი წესი, როცა თქვენით მანიპულირებენ

მანიპულატორები მოხერხებულად გვინერგავენ დანაშაულის გრძნობას, გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან, გვატყუებენ. ჩვენ ვასრულებთ მათ სურვილებს ან ბრძანებებს საკუთარი თავის ზიანის ფასად. ეს თამაშები წლობით გრძელდება და ცხოვრებას გვიწამლავს. მანიპულატორებისგან თავის დასაცავად B2P.GE და Рsychologies