რატომ არ უნდა მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება

რატომ არ უნდა მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება

დამეთანხმებით, ნამდვილად იდეალურია, როდესაც სტატიას კომფორტულ ადგილას წერ. სამუშაო ოთახში ფინჯან ყავას მიირთმევ და მშვენიერი ხედებით ტკბები, მაგრამ თუ სტატიის დასაწერად მხოლოდ 20 წუთი გაქვს გამოყოფილი, სამუშაო ბლოკნოტი მუხლებზე გიდევს და გაქცეული ხელით წერ, მატარებელი კი ძალიან სწრაფად მიჰქრის, მაშინ ისეთი სტატია უნდა შესთავაზო კიდეც მკითხველს, რომელიც გახდება დილის ნამდვილი მოტივაცია მისთვის.

მეტრო როგორც ყოველთვის ახლაც მგზავრებით არის სავსე. ჩემი შვილები სკოლაში მიმყავს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და დილით 7 საათზე ვდგებით. ვემზადებით და შემდეგ სახლიდან გამოვრბივართ. მეტრომდე გამრავლების ტაბულას ვიმეორებთ რამდენჯერმე. შემდეგ რადგან ვაგონში შევდივართ, ბავშვები მშვიდად მგზავრობენ, მე კი მაშინვე წერას ვიწყებ. ყოველდილით სამოტივაციო სტატიას ვწერ, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში იბეჭდება და შემდეგ გავრბივარ სამსახურში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჟურნალისტიკასთან. ამის გამო გული მწყდება, მაგრამ მე არ ვაპირებ უკან დახევას. დარწმუნებული ვარ აუცილებლად ავისრულებ ოცნებას, შევძლებ ჩემი მიზნების რეალიზებას და გავხდები შემდგარი ჟურნალისტი.

დღევანდელ ჩემს სტატიაში საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება. გახსოვდეს ცხოვრებას თან ახლავს ყოფითი პრობლემები. იყავი ძლიერი

ქალი და დედა და ამასთანავე სცადე ყოველდღე დაუთმო საკუთარ განვითარებას დრო. ეცადე ყოველი დღე იყოს ნაყოფიერი შენთვის. განვითარდი შენს შვილებთან ერთად და გამოიყენე ყოველი წუთი და წამი. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. არ ვფლანგავ დროს ფუჭად რადგან გაწერილი მაქვს ყოველი დღე ზუსტად. რა თქმა უნდა გეგმები ხშირად იცვლება მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია -არ დავყარო ფარხმალი და ყოველ დღე გადავდგა პატარა ნაბიჯები წარმატებისკენ.

დამეთანხმებით, თუ მიზანი რთულად შესასრულებელი გეჩვენება მასზე უარის თქმა ძალიან ადვილია, მაგრამ მიჰყვე შენს ოცნებებს კვალდაკვალ მხოლოდ ერთეულების პრეროგატივაა. ამიტომ იყავი გამორჩეული! არ დანებდე! მისდიე შენს ოცნებებს და აიხდინე შენი სურვილები. საკუთარ თავს კი არასდროს მისცე დანებების უფლება! ნუ გამოიჩენ სისუსტეს, უნებისყოფობას. შენთვის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია! რადგან თუ დანებდები გაქრება კიდეც შენი მიზნები და აუხდენელი ოცნებები დარჩება შენს გულში მოუშუშებელ ტკივილებად.

ჩვენ თავად ვწერთ ჩვენი ცხოვრების წიგნს, რომელიც აუცილებლად საინტერესო საკითხავი უნდა იყოს! ასე რომ გამოიყენე ყოველი წუთი და გახდი წარმატებული!

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ცხოვრების მოკლე წესები

თუ შეპირდით გადმორეკვას – გადაურეკეთ. იგვიანებთ? გამონახეთ საშუალება შეატყობინოთ ამის შესახებ. არ დასცინოთ სხვის ოცნებებს. არ დაუბრუნდეთ ადამიანებს, რომლებმაც გიღალატეს. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან – მომენტი, როცა ისინი აღარ გეყოლებათ,

ამას სკოლაში არ ასწავლიან – 8 არსებითად მნიშვნელოვანი უნარი

რამდენად არიან ცხოვრებისთვის რეალურად მზად ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების 10 წელი სწავლაზე დახარჯეს? ყოველ წელს, სექტემბერში, მშობლები სწავლის დაწყებისას თავიანთ შვილებს ახალ სამოსში გამოაწყობენ და სასკოლო საგნების შესასწავლად უშვებენ.

სიმართლე მოტივაციის შესახებ

ყველაზე მიზანდასახული ადამიანი არის ის, ვისაც ძალიან უნდა ტუალეტში. ამ დროს ყველა წინაღობა არარსებული ჩანს. დაგვეთანხმეთ, რომ სასაცილოა მსგავსი ფრაზების მოსმენა, როგორიცაა: მე ჩავიფსი იმიტომ, რომ: ტუალეტში შესვლის დრო არ

ოცნებები,რომლებიც ჩვენ გვაქვს

ძალიან დიდხანს ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე. ეს თავიდან მხოლოდ ოცნებას ჰგავდა,რადგან ვერ ვახერხებდი მარტო მოვსულიყავი აქ და სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო ბუნებაში. მაგრამ დღეს ჩემი ოცნება რეალური გახდა, როდესაც სასტუმროს აივანზე გამოვედი

კოტეჯი ცაში, 22 წლის მესტიელი ნიკოლოზ ფალიანის ბიზნესი

მესტიაში ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე დგას კოტეჯი,რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტს. ხის ორსართულიანი კოტეჯი „ქლაუდბეის“ განსაკუთრებული სახელწოდების გამო, მაშინათვე იპყრობს ტურისტების ყურადღებას, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ეძებენ

2016 წლის ყველაზე სექსუალური ქალები Victoria’s Secret-ის მიხედვით

ამ წელს, კომპანია Victoria’s Secret-მა ყველაზე სექსუალური ქალების უკვე მე-11 სია გამოქვეყნა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ჩამონათვალში თითოეულ ქალბატონს კონკრეტული ნომინაცია აქვს მინიჭებული, დაწყებული ლამაზი ფეხებით და საუკეთესო იუმორის გრძნობით