რატომ არ უნდა დარჩნენ დედები კარიერის გარეშე

სამყაროში ძალიან ხშირად შეხვდებით დედებს,  რომლებმაც   შვილების აღზრდას  მიუძღვნეს ცხოვრება  და ნაცვლად იმისა რომ  ბედნიერები იყვნენ,  სევდიანი გამომეტყველება აქვთ. მათ აუცილებლად შენიშნავთ, მოგინდებათ ახლოს მისვლა,  და  განსაკუთრებული  სიტყვების თქმა,  მაგრამ ზოგჯერ ამ სიტყვებს ძალა აღარ აქვთ, რადგან ისინი ფიქრობენ,რომ  უკვე  დაგვიანებულია კარიერის გაკეთება მათთვის, მაგრამ მე    მხარზე ხელს დაგადებ და გეტყვი –  იმოქმედე!    უიმედოდ  ცხოვრების უფლებას ნუ მისცემ  საკუთარ  თავს.

თქვენ   შეიძლება შემედაოთ და მითხრათ, რომ შვილების აღზრდა დიდი ბედნეირებაა და  თუ დედას კარიერია არა აქვს, ეს სრულებითაც არ არის სამწუხარო , მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის, ეს ასე არ არის!  ყველას სურს საკუთარი ლამაზი ოცნებების ასრულება. ყველას სურს წარმატება და საყვარელი საქმის კეთება. ადამიანში არის ზღვა მაგარი წარმატებისთვის და თუ ადამიანი ამ მარაგის  რეალიზაციას ვერ ახერხებს  ითრგუნება და  ნაყოფიერად ცხოვრებას ვეღარ ახერხებს.

გვხვდებიან ხშირად ნაცნობები და  ერთსა და იმავე კითხვით მოგმართავენ,   მუშაობ თუ არა და როდესაც დადებით პასუხს ისმენენ,  მაშინათვე იცვლები მათ თვალში,  თითქოს რეგალიები გემატება და ისინი გაფასებენ,  რადგან იციან,  როგორი რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება სამყაროში.

საინტერესოა, როდის უშვებენ შეცდომებს დედები, რომლებიც დაქორწინების შემდეგ მუშაობას ვეღარ ახერხებენ და შვილების ცხოვრებით აგრძელებენ გზას. ძალიან სასიამოვნოა პატარებზე ზრუნვა, მათი აღზრდა, მაგრამ ჩვენ ყველანი  ბავშობიდან მოვდივართ. ჯერ კიდევ გვაქვს ოცნებები და ვიმსახურებთ მათ ასრულებას.

ქალბატონები, მას შემდეგ, რაც  დედები ხდებიან  და  მუშაობის გაგრძელება, თითქმის შეუძებელია მათთვის,  განსაკუთრებით, თუ დამხმარე არ ყავთ,  მაგრამ პატარები მალე იზრდებიან, ისინი მიდიან სასწავლებელში  და დედებმა  სწორედ ეს დრო უნდა გამოიყენონ დროულად და დაუბრუნდნენ საკუთარ ოცნებებს.  ზოგჯერ სამსახურში დაბრუნება  უამრავი მიზეზის გამო შეუძლებელი ხდება, თუმცა  შეგიძლია  წამოიწყო ახალი საქმე შენი ბედნიერებისთვის, შენი რეალიზებისთვის, ხოლო ის, თუ რას  უნდა მოჰკიდო ხელი,  მიხვდები, თუ  საკუთარ გულს ჩაუღრმავდები და სწორად შეაფასებ შენს შესაძლებლობებს.

თუმცა დედები ბავშვების განვითარების სწორედ ამ ეტაპზე უშვებენ შეცდომებს. ნაცვლად იმისა საკუთარ წარმატებისთვის გადადგან ნაბიჯები,  სხვადასხვა შემეცნებით  წრეებზე დაჰყავთ  შვილები.  ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ არის აუცილებელი  გადატვირთოთ პატარები, მიეცი მას და საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება. იპოვე საყვარელი საქმე და ამ გზით მიეცი შვილებს მაგალითი  იმისა, თუ როგორ გამოიყენოს დაგროვილი ცოდნა ცხოვრებაში პრაქტიკულად. იპოვე ზღვარი ამ ყველაფერს შორის.  ნუ მოახვევ საკუთარ აუხდენელ ოცნებებს  შვილებს. ნუ შეეცდები მათ ხარჯზე მოახდინო საკუთარი ოცნებების რეალიზება, ეს შეუძლებელია,რადგან თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი განუმეორებელი სამყარო აქვს.

ჩემი დიდი სურვილია რეალიზებულ ქალბატონებს ვხვდებოდე გარშემო, მინდა ისინი ამაყობდნენ საკუთარი თავით და     შინაგან ჰარმონიას უზიარებდნენ შვილებს.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

პროფესიონალი ადამიანის განმასხვავებელი 7 ნიშანი

1. მუდმივი განათლება შეცდომა, რომელსაც ადამიანების 99% უშვებს არის, ის, რომ თვლიან თითქოს ყველაფერი იციან. როგორც კი აღიარებთ, რომ დასრულებული განათლება გაქვთ ამა თუ იმ სფეროში, ზუსტად იმ მომენტიდან იწყებთ

ფრანჩაიზინგი – ბიზნესის წარმოების მეთოდი

ფრანჩაიზინგი ორ მხარეს – ფრანჩაიზერსა და ფრანჩაიზას შორის საქმიანი ურთიერთბის ერთ-ერთი სახეობაა. ფრანჩაიზერად გვევლინება მსხვილი ბრენდის მფლობელი, რომელიც ნებას რთავს ფრანჩაიზას , თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ წარმართოს საკუთარი ბიზნესი, ოღონდ

პროდუქტიულობის 10 ნიშანი

1. შეწყვიტეთ მერყეობა როგორც კი იწყებთ მოქმედებას, თუნდაც გაჩენილი იდეების გაზიარებას გარემოცვისთვის, თქვენ იღებთ ფასეულ გამოხმაურებას, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ორიგინალურ იდეას, დაგანახებთ როგორ გააგრძელოთ გზა და საით წახვიდეთ. 2. დაიწყეთ

5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვფრების კრიტიკულად შეფასება! ისტორიები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება გვიან არასოდეს არ არის. ბევრი ადამიანი 30 წლის ასაკში იწყებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულად შეფასებას და ნანობენ,

12 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დანებდეთ არასდროს

1. სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, ყველაფერი შესაძლებელია ერთადერთი საპატიო მიზეზი თქვენი დანებებისა ეს სიკვდილია. სანამ თქვენ ცოცხალი ხართ (ჯანმრთელი და თავისუფალი), თქვენ გაქვთ არჩევანი, რათა ეცადოთ, სანამ არ მიაღწევთ საბოლოო

იაპონური მეთოდიკა სიზარმაცის წინააღმდეგ – 1 წუთის პრინციპი

«ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ვივლი სატრენაჟორო დარბაზში, იოგაზე, გავიკეთებ მასაჟს, დავიყენებ მუცლის პრესს…» — ყოველი ჩვენგანი პერიოდულად რაღაც მიზანს ისახავს და არ ცდილობს მიაღწიოს მას. მუდმივად გადააქვთ შემდეგ თვეზე ან წელზე.