რატომ არის საჭირო ნელი და არა ბევრი მუშაობა

რატომ არის საჭირო ნელი და არა ბევრი მუშაობა

დიზაინერული ბიუროს ხელმძღვანელმა მეთ სტილმა, დაწერა ესე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინოთ საკუთარი საქმის ორგანიზება ისე, რომ არ გახდეთ მისი მონა, შეინარჩუნოთ საღი აზრი და მეტი სიამოვნება მიიღოთ ცხოვრებისგან:

1. შეჩერდით
ერთხელ ვიღაცამ თქვა: «ვირთხების შეჯიბრიც რომ მოიგო, მაინც ვირთხად დარჯები». როცა ჩვენ ვჩერდებით, პრიორიტეტებს უკეთესად ვხედავთ. თუ იმაზე მეტად დაკავებული ხართ, ვიდრე გინდათ, ნუ ეცდებით თქვენი განრიგის გადაწყობას. ჯერ დაწყნარდით და კონცენტრირდით მოცემულ მომენტზე. კარგად გააცნობიერეთ რა ხდება მოცემულ მომენტში თქვენს გარშემო. დააკვირდით და გააანალიზეთ როგორ იხარჯება თქვენი ენერგია — ნეგატიურიც და პოზიტიურიც. ჯანსაღი პრიორიტეტები თავისით გამოჩნდებიან და ცხოვრებაც თავად დაიწყებს გამოსწორებას.

2. უარი თქვით გმირობაზე
ნუ მოინდომებთ ყველაფრის ერთროულად და ერთპიროვნულად შესრულებას. საქმის კეთება გმირობას არ მოითხოვს. შეადგინეთ განრიგი, რომლის მიყოლასაც შეძლებთ, ჩასვით მასში ისეთი დავალებები, რომელთა შესრულებაც შესაძლებელი იქნება. ასე გაცილებით მარტივად გაართმევთ თავს საქმის კეთებას.

3. დაბრუნდით სახლში
ოფისი დატოვეთ მაშინ, როცა თქვენი სამუშაო დრო დასრულდება, რა თქმა უნდა თუ დარჩენის რაიმე სხვა გადაუდებელი მიზეზი ან აუცილებლობა არ არსებობს. ივახშმეთ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, განიტვირთეთ შეძლებისდაგვარად და კარგად გამოიძინეთ. ამის შემდეგ დილით მხნედ გაიღვიძებთ და იგრძნობთ ახალი ენერგიით შევსებას.


4. ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ თათბირებზე

ზოგჯერ თათბირი, შეხვედრები, კრებები ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ზედმეტი დროის ხარჯვაა. დროის დაზოგვის მიზნით შეხვედრაზე თავაზიანად იკითხეთ არის თუ არა გადაწყვეტილების მიღების რაიმე სხვა, უფრო ეფექტური ვარიანტი, თუ სხვებს ეს ვარიანტი არ აქვთ, შესთავაზეთ თქვენი ვარიანტები.

5. ჩართეთ რეჟიმი «თვითმფრინავში»
დაივიწყეთ სატელეფონო ზარები (გაააქტიურეთ ავტომოპასუხე) და ინტერნეტი. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ჩვენი საკომუნიკაციო ჩვევები არ გვაბედნიერებს და არ გვხდის უფრო პროდუქტიულს. საკუთარი თავის გარშემო შექმენით ნაკლებად მოსაცდენი ატმოსფერო. უმჯობესი იქნება ელ-ფოსტასაც ბოლოს თუ გადაამოწმებთ. იყავით აქტიური და არა რეაქტიული. თუ ვერ ძლებთ, მაშინ ონლაინში და სოც-ქსელებში შედით მას შემდეგ, რაც მოითავებთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას.

6. ისადილეთ ოფისის გარეთ
გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რომ სამუშაო ადგილს ცოტა ხნით მოწყდეთ – წაიკითხეთ წიგნი, გაისეირნეთ, შეიარეთ სადმე საინტერესო ადგილას, სადაც მოასწრებთ, უბრალოდ მოწყდით საქმიან გარემოს. სიტუაციის ასეთი ცვლილება დაგმუხტავთ ახალი ენერგიით და ენთუზიაზმით, რაც დაგეხმარებათ უკან დაბრუნების შემდეგ დღის ბოლომდე საქმე აკეთოთ პროდუქტიულად.

7. უარი თქვით ბევრი საქმის შესრულებაზე
ეს არაეფექტურია. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ წარმატებით ართმევენ თავს რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებას – უბრალოდ ცრუობენ. კონცენტრირდით ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. აცნობეთ კოლეგებს, რომ დაკავებული ხართ და არ შეგაწუხონ. არავის ეწყინება ეს, როცა გაკეთებული საქმის შედეგს დაინახავენ.

8. თქვით «არა»
მანამ, სანამ თხოვნას უპასუხებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გაიძულებთ, რომ თქვათ «კი» — თანხმობა თუ შიში? მეორე ვარიანტის შემთხვევაში თავაზიანად თქვით «არა» და შესთავაზეთ ალტერნატივა.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 მეთოდი იმისათვის, რომ დღე მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს

წაიკითხეთ Red Hat-ის პრეზიდენტისა და CEO-ს რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი სამუშაო დროისგან და აიმაღლოთ პერსონალური პროდუქტიულობა. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ, არსებობს სამუშაო დღის ერთი გამორჩეული ნიშანი, რაც

სტუდენტის სხარტი პასუხი პროფესორს

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა: — ბატი ღორთან არ მეგობრობს. — მაშინ, ნახვამდის პროფესორო, სხვაგან გადავფრინდები. პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ● პირველი

მარკეტინგი, როგორც სექსი – შვიდი ჭეშმარიტება, რომლებიც ყველა ბიზნეს-ლიდერმა უნდა გაითავისოს

20 ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, რა არის მარკეტინგი, მიიღებთ 20 სხვადასხვა პასუხს. რატომ არის რთული ამ გაგებისთვის ერთიანი განმარტების მიცემა? შესაძლოა იმიტომ, რომ თავად მარკეტოლოგებსაც კი არ შეუძლიათ ამის გაკეთბა. ისინი

შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა. დაუთმეთ ამ საქმეს დღეში ნახევარი საათი მაინც. 2. გაიხადეთ ჩვევად სამუშაო ადგილის/სახლის ყოველ მეორე დღეს დალაგება და ზედმეტი, უსარგებლო ნივთების გადაყრა. 3. უარი თქვით კომპიუტერულ

დილის 5 ჩვეულება, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მხნეობა გრძელ სამუშაო დღეებში

1. კითხვა 20 წუთით პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ, ვკითხულობ კარგ წიგნს 20 წუთი. მე არ ვამოწმებ ჩემს იმეილს. არც თქვენ გაცდუნოთ კომპიუტერმა და არ ჩართოთ ის დილით. დაიწყოთ დილა რამე