in ,

რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება და როგორ მოვიპოვოთ ის

ზოგჯერ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მოვლენაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დასვათ კითხვა : ,,რა არის საჭირო წარმატებული ცხოვრებისთვის?

ერთი შეხედვით ეს მარტივი კითხვაა, მაგრამ რაც უფრო ვუღრმავდებით მას მით უფრო კომპლექსური ხდება. მაგალითად, წარატება არ არის ისეთივე მარტივი, როგორც გამარჯვება. ის შეიძლება ნიშნავდეს ერთს ერთი პიროვნებისთვის და სხვას მეორისთვის.

როგორც ამბობენ, ყველას ვინც წარმატებული გახდა, ჰქონდა კონკრეტული მიზანი ცხოვრებაში. ზოგიერთ მათგანს სჭირდებოდა მენტორი ან მნიშვნელოვანი ფიგურა მის ცხოვრებაში, სხვებს კი განსაკუთრებული აზროვნება ჰქონდათ.

ამის გათვალისწინებით, მოდით გავეცნოთ რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება და როგორ შეგიძლიათ მისი მიღება.

რა ნიშნავს იყო წამატებული

მოდით განვიხილოთ მასლოუს ,,მოთხოვნილებათა იერარქია’’. ეს არის თეორია ფსიქოლოგიაში ადამიანის მოტივაციის შესახებ, რომელიც შედგება ხუთი საფეხურისგან. პირველი ოთხი საფეხური მარტივია: ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, უსაფრთხოება, სოციალური მოთხოვნილება და დაფასების მოთხოვნილება.

ბოლო საფეხური არის ის რაზეც უნდა მოახდინოთ ფოკუსირება : თვითრეალიზაციის მოთხოვნილება
თვითრეალიზაცია არის იდეა, რომ ცხოვრება რაღაც უფრო მეტია და რომ ჩვენ მივისწრაფვით მიზნისკენ.

როგორიც არ უნდა იყოს ეს მიზანი, ჩვენ გვინდა მისი მიღწევა რათა თავი ვიგრძნოთ სრულყოფილად. როცა საქმე წარმატებულ ცხოვრებას ეხება, მარტივია იმის თქმა, რომ თვითრეალიზება ცხოვრების ოთხი ასპექტის დაკმაყოფილებაა.
ეს არის ოთხი საყრდენი, რომელიც ქმნის ჩვენს წარმატებას:

  1. პირადი ჯანმრთელობა
  2. ძლიერი ურთიერთობები
  3. Ფინანსური უსაფრთხოება
  4. შენი საქმიანობის სიყვარული

პირადი ჯანმრთელობა

პირადი ჯანმრთელობა ერთ-ერთი საყრდენია რადგან, როდესაც ჩვენ ასაკში შევდივართ, რაღაცეები აღარ ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა. ჩვენ ვიწყებთ ძალების დაკარგვას, როგორც კი ვიძენთ არაჯანსაღ ჩვევებს. ჯანმრთელობის უაყროფითი მხარეები გავლენას ახდეს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. გარდა ამისა თუ გინდათ სხვების დახმარება ( მათ შორის საკუთარი თავის) ამისათის გჭირდებად ძლიერი გონება და ფიზიკური ჯანმრთელობა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ დაუჯერებლად ძლიერი, მაგრამ უნდა შეძლოთ იმდენი რომ გააკეთოთ ის რაც გინდათ.

ძლიერი ურთიერთობები

დაწყებული მგეობრული კავშირებით დამთვრებული რომანტიკული ურთიერთობებით, ყველას გვაქვს სოციალური მოთხივნილელები. როდესაც საქმე რომანტიკულ პარტნიორებს ეხება, მნიშვნელოვანია რომ ისინი იზიარებდნენ თქვენს მიზნებს, ცხოვრების სტილს. თქვენ გინდათ, რომ ისინი მხარს გიჭერდნენ წარმატებული ცხოვრების ძიებაში.

ეს ეხება სხვა კავშირებსაც. ძლიერი ურთიერთობები ყალიბდება მაშინ, როდესაც ორივე ადამიანი იღებს რამეს ამ ურთიერთობიდან.

ფინანსური სტაბილურობა

ფინანსური სტაბილურობა არ ნიშნავს სიმდიდრეს. ფინანსური სტაბილურობის ქონა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თავს კომფორტულად გრძნობდე იმ ცხოვრებით რომლითაც ცხოვრობ. მთელი იდეა არის აქცენტის გაკეთბა იმაზე, რაც გაქვს ცხოვრებაში და არა იმაზე რაც არ გაქვს. ეს ცვლის თქვენს პერსპექტივას, რადგან თქვენ არ იქნებით ორიენტირებული ისეთ რამეზე, რაც ცუდად გხდით.

შენი საქმის სიყვარული

როდესაც დაიწყებთ ფიქრს თუ რა არის თქვენი მოწოდება, ალბათ აღმოაჩენთ რამდენიმე თემას ან იდეას რომელიც მიგიზიდავთ.

რას გადაწყვეთ ეს თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა დაწრმუნდეთ, რომ ეს საქმიანობა დროულად მოგიტანთ ფინანსურ სტაბილურობას. მთლიანობაში შენი საქმე:

  • უნდა განდომებდეს დილით ადრე ადგომას
  • უნდა იყოს ისეთი რაც აგაღელვებთ და მოგანიჭებთ სიამოვნებას
  • უნდა იყოს ისეთი რამ, რის კეთებაც მოგანიჭებთ სიამოვნებას წლების განმავლობაში

როგორ გვქონდეს წარმატებული ცხოვრება

ოთხივე საყრდენის გათვალისწინებით, თქვენ გექმნებათ საერთო წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება. მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ასე ნათელია, ამ ასპექტების მიღწევა ყოველთვის მარტივი არ არის.

ზოგიერთი მათგანის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს წლები, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად ხარ ცხოვრებაში. თუმცა არსებობს რამდენიმე სპეციფიკური თვისება, რომლებიც დაგეხმარებათ გზაზე.
როდესაც განავითარებთ ამ კონკრეტულ თვისებებს, თქვენი წარმატებული ცხოვრების მოპოვება ბევრად უფრო ადვილი გახდება. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს არის ჩვევები და თვისებები, რომლებსაც ადამიანები გამოხატავენ ისევ და ისევ, წარმატებული ცხოვრების მისაღწევად.

1. საკუთარი თავის რწმენა

პირველი აშკარაა, მაგრამ ის შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა, როდესაც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებით. ასეთ დროს მარტივია უარი ვთქვათ და შეწყვიტოთ ის, რასაც ვაკეთებთ.
როდესაც ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის რწმენა, იმის რწმენა, რომ წარმატებული ცხოვრება გვექნება, ეს ძლიერად მოქმედებს ჩვენზე. საბოლოოდ, ის თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს, დიდი წვლილი შეაქვს იმაში, მივაღწევთ თუ არა წარმატებას.

2.მიზნების დასახვა

კიდევ ერთი ჩვევა არის მიზნების დასახვა. ყველას ესაჭიროება მიზნები, რადგანაც ის განიხილება როგორც კომპასი, რომელიც გიჩვენებთ მიმართულებას თქვენს საქმეში.

შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ სისტემებზე. ჯეიმს ქლეარი, ,,ატომური ჩვევების” ავტორი, დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მიზნები რომლებსაც ის ისახავდა, არ იყო მისი წარმატების წყარო. ამის ნაცვლად, ეს იყო ის სისტემები, რაც მან შექმნა.

მაგალითად, თუ თქვენ მუსიკოსი ხართ, დაისახავთ მიზანს, რომ კვირაში ერთხელ ისწავლოთ ახალი კომპოზიცია. ამ მიზნის რეალობად გადასაქცევად, თქვენ შეიმუშავებთ სისტემას. ყოველდღიურად ივარჯიშებთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
ამ სისტემების შექმნა უზრუნველყოფს თქვენი მიზნების მიღწევას, მანამ სანამ ჩვევად არ გექცევათ. სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილზე.

3.დროის მენეჯმენტი

წარმატებული ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი არის დროის მენეჯმენტი. ყველას აქვს 24 საათი დღეში და ამ დროში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენს ცხოვრებაში და არ უნდა გაიფლანგოს.
თქვენი დროის მართვის უამრავი გზა არსებობს, რა თქმა უნდა ერთ-ერთი ნაცადი და ჭეშმარიტი მეთოდია გრაფიკის ან სისტემის შედგენა.

როგორც ყოველდღიურ სამუშაოებში, აქაც არსებობს სტრუქტურა, როდესაც ხალხი მიდის სამსახურში მათ იციან რა უნდა გააკეთონ. დროის მენეჯმენტის ხრიკი იგივე გზით მუშაობს. თუ იცით, რა არის გასაკეთებელი ან რაზე გსურთ მუშაობა, უფრო ადვილია ამის გაკეთება, ვიდრე იმაზე ფიქრი თუ რა არის შემდეგი.

დროის მენეჯმენტი ასევე გულისხმობს იმის ცოდნას, თუ რა ღირს თქვენი დრო.ეს არის უნარი, რომელსაც დროთა განმავლობაში გამოიმუშავებთ და მოვა გამოცდილებასთან ერთად.

ეს არის ღირებული უნარი და მისი განვითარების ერთ-ერთი გზაა სამუშაოს ოდენობის და რესურების შეფასება, რაც დაგჭირდება ამ თუ იმ დავალების შესასრულებლად და მისი შედარება შესაძლო ჯილდოსთან, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ.

4.ფულის მენეჯმენტი

მეორე ყველაზე ღირებული რესურსი არის ფული. მოგწონთ თუ არა, ფული ხშირად არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებული ცხოვრებით იცხოვროთ.ფული არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება გადარჩენისთვის. მთავარია იმის ცოდნა, თუ რამდენი გჭირდებათ ცხოვრებისთვის. ეს იდეა ჰგავს პენსიაზე გასვლას, როდესაც ცხოვრობთ ისეთი ცხოვრებით როგორიც გინდათ, თან ისე რომ არ მუშაობთ.

ფულის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად,თქვენ უნდა შეისწავლოთ ფინანსური ენა და შექმნათ ბიუჯეტი. საქმე კონსერვატიულობაში არ არის, მთავარია შეგეძლოთ იცხოვროთ თქვენი ცხოვრების წესის შესაბამისად.
როდესაც არ განიცდით ფულის ნაკლებობას, ადვილია ფულის დახარჯვა დაუფიქრებლად და ისეთი ფინანსური გარიგებების დადება რომლის არსიც სრულად არ გესმით. უამრავი ადამიანი ეფლობა დიდ დავალიანებებში ფინანსური ალტერნატივის გათვალისწინების გარეშე და იმის გათვალისწინების გარეშე ღირს თუ არა ინვესტირება. ამ სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, შეადგინეთ ბიუჯეტი და აკონტროლეთ თქვენი ხარჯვის ჩვევები და სხვა ქცევები.

წარმატება თავისი სრული არსით მარტო ის არ არის რასაც წიგნებში ვკითხულობთ. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი განმარტება და შეხედულება წარმატების შესახებ. მჯერა რომ ყველანი ვთანხმადებით იმაზე, რომ ამ ძირითადი პრინციპების დაკმაყოფილება ყველასთვის მნიშვნელოვანია.

თუ ჯანმრთელები ვართ, ჩვენი წარმატებებით შეგვიძლია ვისიამოვნოთ. თუ ჩვენ გარემოცულნი ვართ საყვარელი ადამიანებით, ეს წარმატებისკენ მიმავალ გზას აადვილებს. როცა ჩვენ ვართ ფინანსურად სტაბილურები, შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა. და ბოლოს, როდესაც გვიყვარს ჩვენი საქმე, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

როგორ გვაჩვენებენ ადოლფ ჰიტლერი, ბერნი მედიოფი და ამანდა ნოქსი 4 ძალიან ადამიანურ შეცდომას, რომელსაც ხალხთან შეხვედრისას ვუშვებთ

The Washington post: საქართველო შავ ზღვაზე პანდემიისგან დასასვენებელ თავშესაფრად დასახელდა