რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის?

როგორც აღმოჩნდა პასუხი მარტივია. 30 მლნ აშშ დოლარი. თუ ამ თანხას ბანკში ჩადებთ, შესაძლებელია 1 წლის მანძილზე “გადაარჩინოთ” 2,5 მლნ აშშ დოლარი (ინფლაციის დაფარვის გათვალისწინებით – 1,8 მლნ აშშ დოლარი).

ეს თანხა იხარჯება შემდეგნაირად:

– საცხოვრებელი: $0,2 მლნ 1 წლის მანძილზე – საკმაოდ კარგი ბინის კრედიტის დაფარვა. ნორმანდიული ციხესიმაგრე არ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაოდ კარგი სახლის.

– ავტომობილი: $0,1 მლნ 1 წლის მანძილზე – Porsche Cayman-ის დონის 2 მანქანის კერდიტის დაფარვა. ოჯახისთვის საკმარისია.

– კვება: $50 000 1 წლის მანძილზე – დაახლოებით $4000 თვეში საკმარისია სახლში კვებისთვის და შიგადაშიგ კარგ რესტორნებშიც.

– ტანსაცმელი: $25 000 1 წლის მანძილზე – თუ შეიძენთ ყველა ცნობილი მოდელიერის კოლექციას, ეს თანხა გეყოფათ თქვენც და ოჯახის სხვა წევრებსაც.

– დასვენება და მოგზაურობა: $0,3 მლნ 1 წლის მანძილზე – საკმარისია ეგზოტიკურ ქვეყნებში 4 კვირიანი დასვენებისთვის, რა თქმა უნდა პირველი კლასის კატეგორიით.

– გართობა: $50 000 1 წლის მანძილზე – საკმარისია პრაქტიკულად ნებისმიერი ჰობისთვის.

– იახტა: $0,3 მლნ 1 წლის მანძილზე – კრედიტისა და ექსპლუატაციის ხარჯების დასაფარად სრულიად საკმარისია. მის გარეშე რა არის დიდი კაცის ცხოვრება.

– ცხოვრებისეული წვრილმანები: $0,2 მლნ 1 წლის მანძილზე – აკუსტიკური სისტემები, ნოუთბუქები და სხვა წვრილმანები, რომელბიც გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– მომსახურება: $0,2 მლნ 1 წლის მანძილზე – მწვრთნელები, რეპეტიტორები, დამლაგებელი და მძღოლი. ისინი ცხოვრებას ამარტივებენ 🙂

– ოჯახი: $0,2 მლნ 1 წლის მანძილზე – კარგი განათლება შვილებს, დახმარება მშობლებს.

– ჯიბის ფული: 175 000 დოლარი 1 წლის მანძილზე – ეს თანხა შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი სურვილისამებრ. მაგალითად, მოახმაროთ ჯანმრთელობას ან განახორციელოთ ინვესტირება.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

3 სისუსტე, რომელიც მენეჯერში ლიდერის თვისებებს აბრკოლებს (აღმოფხვრის გზები)

ხმაური მეტროში – ბაკურიანი