რა ხდება ქვეცნობიერში, როცა სურვილებს და ოცნებებს ვერ ვისრულებთ

რა ხდება ქვეცნობიერში, როცა სურვილებს და ოცნებებს ვერ ვისრულებთ

ყველას გვქონია და გვაქვს სურვილები და ოცნებები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით წარსულში ვერ ავისრულეთ და თითქოს წლების გასვლასთან ერთად მათი არსებობა დავივიწყეთ, შესაძლოა მათ აქტუალურობა დაკარგეს..
მაგრამ საკვანძოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენს ფსიქიკურ სამყაროში მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს.

ცნობიერიდან განდევნილი, არ აღიარებული სურვილები უკვალოდ არსად იკარგებიან. ისინი სამუდამო ბინას ქვეცნობიერის სიღრმეებში პოულობენ და დრო და დროს (გააჩნია დათრგუნული სირვილის სიძლიერეს) სინდისის ქენჯნით გვირთულებენ ცხოვრებას და დამახინჯებული სახით სიზმრებში გვევლინებიან.

გვესიზმრება როგორ ასრულდა ჩვენი ოცნება, როგორ მივაღწიეთ საწადელს და მთელი სიცხადით ვგძნობთ კმაყოფილებას, მიღწეულით ბედნიერებას… და სიზმრად ოცნებების ახდენა გრძელდება იქამდე, სანამ რეალურად არ ვაღიარებთ კონკტრეტული სურვილის და ოცნების არსებობას.

სურვილი, რომელიც საზოგადოებისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გაძევებულ იქნა ჩვენი ცნობიერიდან, გვამძიმებს. სანამ არ ვაღიარებთ და არ ვიმუშავებთ მათ გასანეიტრალებად, რაც უფრო დრო გავა მით უფრო მძიმე და მტკივნეულ შინაგან ბლოკებად გადაიქცევა ჩვენში და არ მოგვცემს წინსვლის საშუალებას.

რასაც ეწინააღმდეგები ის ძლიერდება და უარყოფილი სურვილები მით უფრო დამახინჯებული სახით წარმოაჩენს თავის თავს და ჩვენი სხეული, შემთხვევითი სიტყვების წამოცდენით, კონკრეტულ სიტუაციაში უჩვეულო, ჩვენთვის არადამახასიათებელი ქცევებით და გაგვყიდის. ზიგმუნდ ფროიდმა თქვა, ჩვენი სხეული ეს განსხეულებული ქვეცნობიერია და ვერ დაკმაყოფილებული სურვილების, აუხდენელი ოცნებების ტყვეობიდან ვერ გავთავისუფლდებით, მხოლოდ სურვილის დავიწყებით. აქ ღრმა ფსიქოლოგიური თერაპიაა საჭირო.

რა იმალება და რა გმართვათ თქვენი ქვეცნობიერიდან ამის აღმოსაჩენად აუცილებლად თქვენს ფსიქოლოგს მიმართეთ, მანამდე კი გახსოვდეთ, სანამ დათრგუნულ სურვილს ან ოცნებას არ აისრულებთ ან არ მოახდენთ მათ გაუქმებას, ისინი თქვენ უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევენ და წინსვლის, ბედნიერების, სიმსუბუქის, თავისუფლების და ცხოვრებაში წარმატებების საშუალებას არასოდეს მოგცემთ.

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

2016 წლის ყველაზე სექსუალური ქალები Victoria’s Secret-ის მიხედვით

ამ წელს, კომპანია Victoria’s Secret-მა ყველაზე სექსუალური ქალების უკვე მე-11 სია გამოქვეყნა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ჩამონათვალში თითოეულ ქალბატონს კონკრეტული ნომინაცია აქვს მინიჭებული, დაწყებული ლამაზი ფეხებით და საუკეთესო იუმორის გრძნობით

ამ ბიჭმა იშოვა 1-მლნ დოლარი მსოფლიოს გარშემო თავისი ნოუთბუქით მოგზაურობით

აი ასე შეიძლება ცხოვრება! ბევრი ადამიანი ოცნებობს ეპიკურ მოგზაურობაზე მსოფლიოს გარშემო. მაგრამ ყველას არ აქვს ფინანსური სახსრები და სიმართლე რომ ითქვას, არც იმის თავი, რომ ჩაალაგოს ჩემოდანი და თავისი ადრინდელი

ნაპოლეონ ჰილი: ადამიანების 14 ჩვევა, რომლებიც გარშემომყოფებს მოსწონთ

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ მოსწონთ კონკრეტული ადამიანები გარშემო ყველას ისე, რომ მათი მხრიდან ამისთვის განსაკუთრებული არაფერი კეთდება, ხოლო სხვები, მცდელობის მიუხედავად, ვერანაირად ვერ ახერხებენ ყურადღების მიქცევას? ნაპოლეონ ჰილი –

ოცნებები,რომლებიც ჩვენ გვაქვს

ძალიან დიდხანს ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე. ეს თავიდან მხოლოდ ოცნებას ჰგავდა,რადგან ვერ ვახერხებდი მარტო მოვსულიყავი აქ და სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო ბუნებაში. მაგრამ დღეს ჩემი ოცნება რეალური გახდა, როდესაც სასტუმროს აივანზე გამოვედი

რა მოხდება, თუ ბაყაყს ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩავაგდებთ?

ის უმალ იფიქრებს: «აქ, მეტად არასასიამოვნოა. უნდა დავტოვო აქაურობა .». ამგვარად, ის ამოხტება ქვაბიდან. ▪ რა მოხდება, მაშინ თუ ბაყაყს ცივ წყალში ჩავაგდებთ, წყალს კი ნელ-ნელა გავაცხელებთ? ის მოდუნდება ▪

რეკლამისა და მარკეტინგის სფეროს ყველაზე ეფექტური სიტყვები

წარმოგიდგენთ რეკლამასა და მარკეტინგში ყველაზე ეფექტურ სიტყვებს საიტებისთვის Facebook, Twitter, Вконтакте, Google Adwords, ვიდეოებისთვის, განცხადებებისთვის და e-mail გზავნილებისთვის, რომლებმაც დაამტკიცეს საკუთარი ეფექტურობა. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენმა პოსტმა, ბანერმა, სათაურმა,