in ,

რა შეიძლება იყიდო 1 დოლარად?

რა შეიძლება იყიდო 1 დოლარად? ერთი შეხედვით არც არაფერი: შოკოლადის ფილა, საღეჭი რეზინი? მაგრამ თურმე სხვადასხვა ქვეყანაში ამ თანხით სხვადასხვა სასარგებლო ნივთის შეძენა შეიძლება. მაგალითად:

კომბოჯა: 2 ბოკალი ჩამოსასხმელი ლუდი ე.წ. ,,ბედნიერ საათებში“ (Happy Hour), 1 მადისაღმძვრელი შემწვარი ბაყაყი, სამი ხრაშუნა შემწვარი ობობა, ბამბის შარფი კრამა (ტრადიციული თავსაბურავი) 4 ლიტრი სასმელი წყალი, 2 ქილა ,,კოკა კოლა“, 50 გრამი ცისფერი ყველი. ამის გარდა 1 $-ად შეგიძლიათ გარეცხოთ 1 კილოგრამი სარეცხი სამრეცხაოში.

ავსტრია, ვენა: ფუნთუშა Kornspitz.

ფილიპინები: ნახევარსაათიანი ფეხის მასაჟის პროცედურა, ერთი პორცია პატარა შემწვარი თევზები, მამაკაცისათვის თმის შეჭრა, 28 ღერი სიგარეტი ,,მალბორო“, ყავა 7Eleven-ში, 2 საათი ინტერნეტი, 4 ღვეზელი  Mr. Donut-ში, ტაქსით 2 კმ. მგზავრობა, 3 ბატარეა AA ტიპის , 4 ლიტრი სასმელი წყალი და ძალიან ბევრი ბრინჯი.

ესპანეთი: კანარებზე 1 დოლარად იყიდით მხოლოდ 1 ფინჯან ყავას და ისიც მხოლოდ არა პოპულარულ კურორტებზე, არამედ დედაქალაქში.

ვიეტნამი: ველოსიპედის არენდა 1 დღით, 2 ფინჯანი რძიანი ყავა, 15 წუთი მობილურზე საუბარი სიმბარათით Mobifone, 1 თეფში ვიეტნამური სუპი ,,ფო“, 1-2 გაზეთი, 1 DVD  დისკი, 7 ლიტრი სასმელი წყალი, 1 ტრადიციული ვიეტნამური ქუდი, 2 შესასვლელი ბილეთი ლიტერატურის ტაძარში, 2 ბოკალი ცივი ლუდი Halida, 1,25 ლიტრი ბენზინი.

დიდი ბრიტანეთი: ნახევარი ლიტრი ბენზინი, 2 ცალი სიგარეტი, 3 ვაშლი, გაზეთი.

ხორვატია: ნაყინის დიდი პორცია.

დანია: 1 ლიტრი რძე, საფოსტო მარკა, ჩიაბატა Godthaabsvej Bakery-ში.

უნგრეთი: ბუდაპეშტში 1 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ 1 პორცია ნაყინი ან 4 საშუალო ზომის ვაშლი, ასევე მისალოცი ბარათი, 1 გაზეთი ან ნახევარ საათიანი პარკირების უფლება ძველ ქალაქში.

თურქეთი: ავტობუსის ბილეთი, 1 ქილა ,,კოკა-კოლა“, სენდვიჩი, 1 ფინჯანი ჩაი, 2-3 გაზეთი, 1 კილოგრამი ფორთოხალი ან ვაშლი, ნახევარი კილო ბანანი, 2 ბოთლი წყალი, 2 ბატონი პური.

იტალია: ქვეყნის სიღრმეში – 1 ბოთლი იაფფასიანი ღვინო ან 1 კილოგრამი სპაგეტი, ასევე 6 ბოთლი მინერალური წყალი ან 1 ტაბლეტი იბუპროფენი, რომელიც დაგეხმარებათ თავის ტკივილის მოხსნაში.
კოლუმბია: ბოგოტაში 1 ფინჯანი ყავა და 2 ახალი ფუნთუშა.
სამხრეთ კორეა: სეულში 1 დოლარად შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსით ან მეტროთი.

ტაილანდი: 4 ლიტრი მინერალური წყალი, 1,5 გაზიანი მინერალური სასმელი, 1 საათი სასაუბრო დრო მობილურზე, ინგლისური გაზეთი Bangkok Post, საშვი რვა სადგურზე Skytrain ბანგკოკში, 3 პორცია რბილი ნაყინი Dairy Queen-ში, 1 ლიტრი ბენზინი, 2კმ. ტაქსით მგზავრობა, 2 ლიტრი ,,კოკა-კოლა“, საჭმელი ჩიანგ-მაიას ქუჩებში.

ეგვიპტე: პორცია koshary plate, რომელიც შეიცავს ბრინჯს, მაკარონს, შემწვარ ხახვს, ოსპს, აგრეთვე ღვეზელი ან ფილაფელი.

ინდოეთი: კოლკატში 1 დოლარად შეიძლება ძალიან კარგად დანაყრდეთ.

კოსტა-რიკა: პაპაია, ანანასი ან საზამთრო.
არაბეთის გაერთიანებული ემირატები: დუბაიში 1 დოლარად შეიძლება მიირთვათ შაურმა Jabal Al Noor-ში.

პორტუგალია: 1 ესპრესო (მაგრამ არა აეროპორტში)

ლაოსი: ერთი ცივი ლუდი Lao, ერთი სენდვიჩი ბეკონით და ყველით, 4 რულონი ტუალეტის ქაღალდი, 2 ფინჯანი ყავა ან 2 ფუნთუშა Scandinavian Bakery-ში, 16 საშუალო ბანანი, 1 საათი ინტერნეტი (ტურისტულ ადგილებში მხოლოდ ნახევარი საათი), 3 ლიტრი სასმელი წყალი, ორი კრუასანი.

ავსტრალია: 1 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ლატარიის ბილეთი და მიიღოთ შანსი მოიგოთ იმდენი ფული, რამდენიც გეყოფათ ორკვირიანი ტურის მოსაწყობად.
იორდანია: ჩიფსების პაკეტი ან 2 ყავა ყავის აპარატიდან.

აშშ: ლოს-ანჟელესში 1 დოლარად შეგიძლიათ იმგზავროთ Blue Bus-ით, ან დატოვოთ ავტომობილი გაჩერებაზე 1 საათით.

ნიკარაგუა: 1 ბოთლი ლუდი.

არგენტინა: ბუენოს-აირესში 1 დოლარად შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსით ან მეტროთი, აგრეთვე იყიდოთ ბევრნაირი ხილი, ლამაზი დაწნილი სამაჯური, აგრეთვე შეგიძლიათ მიირთვათ ფუნთუშა.

ინდონეზია: მანადოში 1 დოლარად შეგიძლიათ მიიღოთ სრულფასოვანი სადილი შემწვარი ქათმის ნაჭრით, ბრინჯით, ბოსტნეულით, მინერალური წყლით და ხილით.

Report

What do you think?

ჯუნა სანიკიძე

ავტორი: ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

რეგინა ბრეტტი: ცხოვრებისეული გაკვეთილების სია

კავშირი საკვებსა და ადამიანის ორგანოებს შორის