რა განსხვავებაა სამსახურს და კარიერას შორის?

რა განსხვავებაა სამსახურს და კარიერას შორის?

რა საინტერესოა წარმატებულ და კარიერულად შემდგარ ადამიანებთან ურთიერთობა და კითხვების დასმა თუ როგორ, რა გზებით მივიდნენ დღევანდელ დღემდე და გაცილებით საინტერესო იმ საოცრებების აღმოჩენა-გაზიარება, რომლებიც მხოლოდ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე თუ შეგვხვდება ადამიანებს.

ვკითხე, რატომ და რისთვის არჩიეს კოლოსალური შრომა და ძალისხმევის ჩადება საკუთარ გზაზე სიარულისთვის – ძალიან დიდ და მსუყე ხელფასებს… და პასუხი მათგან არც გამკვირვებია მაგრამ… : ))) მინდა, რომ ყველას გაგიზიაროთ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც მოსახლეობის ტოპ 20%-შედიან თავიანთი წარმატებული შედეგებით და ბედნიერების მაღალი ინდექსით და რადგან ჩემი, როგორც სამოტივაციო ბლოგერის მისაა  შთავაგონო ადამიანები იმოქმედონ, გაჰყვნენ ოცნებებს და ირწმუნონ საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ამის საჩვენებლად დაჭირდეს, მე ამად ნამდვილად მიღირს.

კითხვაზე რა განსხვავებაა კარიერასა და სამსახურს შორის…პასუხები ამომწურავია…

სამსახურის შემთხვევაში – გვეზარება ყოველი ორშაბათი და ყველა დღე, შაბათ-კვირის გარდა.. რთულია დილით ადრე ადგომა და მოტივაციია რომ გადავდგათ მთები, რა თქმა უნდა ჩვენგან შორსაა.

როცა საკუთარი ბიზნესის მართვის, საკუთარი მისიისა და საკუთარი დანიშნულებით სიარულის დროს, ყოველი დილა არის დღე-სასწაული და შანსებით სავსე წუთები, შეცვალო სამყარო ცოტა მაინც უკეთესობისკენ. გინდა რომ მალე გათენდეს რომ შეუდგე საქმეს და ზოგჯერ გათენებასაც არ ელოდები ოღონდ კი გამოადგე ადამიანებსაც და შენს ქვეყენასაც შენი მონდომებით. იდეები, გაუმჯობესდე და გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არის იმდენი, რამდენჯერაც გადაწყვეტ მოუსმინო საკუთარ გულს, ჩუმად რომ ამოგძახის ყოველ დღეს და ყოველთვის….

სამსახური განისაზღვრება საათებით, დღეებითა და კვირებით როცა….საყვარელი საქმიანობა, კარიერა ამ მიმართულებით და საკუთარი ბიზნესის მართვის შემთხვევაში, დროს არ აქვს მნიშვნელობა, შენთვის არ არსებებს ‘’დღეს შაბათია’’ ‘’ახლა ზაფხული’’ ‘’უკვე გვიანია’’ და დახურავ წიგნს…. ამ დროს განვითარდე შენი მოწოდების მიმართულებით არის ახალი წელი, ბედნიერებით, ენერგიით, შთაგონებით, მოტივაციით, ენთუზიაზმით და უშრეტი პოზიტივით სავსე. არ აქვს მნიშვნელობა დაგაღამდა თუ დაგათენდა როცა ქმნი შედევრს, საუკუნეებსაც რომ იცი გაუძლებს.

იხარჯები ბოლომდე, ‘’წურავ საკუთარ თავს’’ და დაღლის მაგიერ საოცარ ენერგიით და სიხარულით იმუხტები. არ იცი ზუსტად რატომ, მაგრამ ხარ ბედნიერი, საოცრად მიმღებლური, კეთილი, სიყვარულით და ჰარმონიით დამტკბარი. ვერ ხსნი ზოგჯერ სიტყვებით მაგრამ, თითქოს ხარ ‘’ნაკადში’’ და სწორ დროს სწორ ადგილზე გამოჩენილი.

სულაც აღარ გაქვს ერთი სული დასრულდეს საქმე და წახვიდე შორს სადმე და ..გათავისუფლდე.

გქონდეს საყვარელი საქმე ნაპოვნი, მიჰყვებოდე შენს მისიას და ცხოვრობდე შენ შენი დანიშნულებით – ამ დროს გასაქცევად არ გაქვს საქმე და არც მსგავსი ფიქრები. გიყვარს, მოგწონს, გაბედნიერებს შენი ცხოვრება და შენი საქმე. გაქვს კარიერა ამ გზით აწყობილი და ხვდები, რომ დასვენება და საერთოდ ‘’უკაცრიელ კუნძულზე’’ სამუდამოდ დარჩენა არის უბრალოდ ხელის შემშლელი ფაქტორი. ადამიანებს რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე, მისგან არასოდეს გარბიან.

სამსახურში ხარ და მიჰყვები მოვლენებს – გაქვს კარიერა და თავად ქმნი მოვლენებს.

შენ ქმნი ამინდსაც და სხვებსაც ეხმარები დასაქმებაში. თუმცა… უნდა ავღნიშნოთ, ისიც რომ კარგი სამსახურიც და წარმატებული კარიერაც მოითხოვს შრომისმოყვარეობას, დისციპლინას, მოთმინებას, სხარტი აზროვნების და ადამიანებთან ხელსაყრელი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარს-ჩვევებს და მხოლოდ ამის შემდეგ და ამის მერე უნდა ვიფიქროდ რაიმე დიადის და ბრწყინვალეს შექმნაზე….))))

და რადგან ყოველი ბიზნესმენი არის, ‘’ადამიანის გაგრძელებული ჩრდილი’’ როგორ ამობდა ემერსონი, მაშინ პირველ რიგში, ადამიანმა უნდა აირეკლოს, დამაჯერებლობის, კარგი განწყობის, ოპტიმიზმის და წარმოუდგენელი შეუპოვრობის ჩრდილი, რათა ეს თვისებები უკვე თავის მხრივ აისახოს მათში, ვისთანაც ეს ადამიანი იქნება დაკავშრებული თავის ბიზნესში.

არასოდეს არის გვიან დასვათ შეკითხვა: კარიერა თუ სამსახური. არასოდესაა გვიანი გარისკოთ, იპოვოთ საკუთარი გზა და უჩვენოთ სამყაროს თქვენი გაბედულების მაგალითი.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

18 რჩევა ხალხური სიბრძნიდან

1. სჯობს მიიღო შემოსავალი, ვიდრე ხელფასი. 2. თუ იმის ქონა გსურთ, რაც არ გაქვთ, დაიწყეთ იმის კეთება, რაც არასოდეს გიკეთებიათ. 3. ღმერთო, მომეცი ძალა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, მომეცი

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა,

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“ მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.

რატომ არის CV არადამაჯერებელი ?

ერთ ახალგაზრდა ადმინსიტრატორთან საუბრისას ფირმის პრეზიდენტმა აღნიშნა- თქვენი რეზუმე ახდენს დიდ შტაბეჭდილებას. ახალგაზრდა ადმინსიტრატორმა უპასუხა ”რათქმაუნდა შთამბეჭდავია, ის ხომ ჩემი დაწერილია” ალბათ სასაცილო პასუხია. შეიძლება თავდაჯერებულიც. მაგრამ მთავარია რომ ეს

მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

ამ კითხვაზე უმრავლესობა დაუფიქრებლად გვიპასუხებს- განათლება, კარიერა, ოჯახი და შვილები! კი ბატონო, ვინ გედავებათ…და მაინც, იქნებ ამ მწირე ჩამონათვალს კიდევ რამე შემატოთ? რეალურად სიტყვა „უნდა“ ჩვენივე მოგონილია. სტერეოტიპებს ვეწინააღმდეგები, ამიტომ

5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც მრავალი ადამიანი უშვებს

დეპრესიის მიზეზი ძალიან ხშირად მარტივია: საკუთარი ცხოვრების დანგრევით ადამიანი უბედური ხდება. თან ამას ისე აკეთებს, რომ მისთვისაც კი შეუმჩნეველია. ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით საკუთარი არჩევანის სისწორეს – ნაჩქარევად ვირჩევთ. ამ