რა არის აუტიზმი – ნიჭი თუ ნაკლი?

აუტიზმი – რა არის იგი? ნაკლი თუ ნიჭი? ფაქტია, რომ აუტიზმი ავადმყოფობაა. იგი ქრონიკული გონებრივი აშლილობაა, რომელიც როგორც წესი ადრეულ ბავშვობაში ვლინდება. აუტიზმით დაავადებულთათვის ძნელია მათ ირგვლივ მყოფი სამყაროს აღქმა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ტიპის კონტაქტის დამყარება გარშემომყოფებთან.

დაავადების თითქმის ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგს საერთოდ არა აქვს მეტყველების და ათვისების უნარი, ზოგიერთის IQ კი საშუალო დონისაა, მათ შაუძლიათ იმუშაონ, ოჯახი შექმნან და თითქმის სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ზოგს განსაკუთრებული ნიჭიც აქვს ამათუიმ ჭრილში.

ასპერგერის სინდრომი არის აუტიზმის კერძო შემთხვევა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ნორმალური IQ დონე და მეტყველების უნარი. თუმცა მისი საზოგადოებრივი აქტივობა შეზღუდულია დეპრესიისა და ფსიქიური აშლილობის გამო. აუტიზმით დაავადებულთა უმეტესობას ესაჭიროება სპეციალური მზრუნველობა, თუნდაც იმიტომ, რომ მათ იპოვონ და განავითარონ მათში დამალული საოცარი ნიჭი.

აუტიზმი პირველად დაახლოებით 50 წლის წინათ დადგინდა. მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანია დაავადებული აუტიზმით. იგი განვითარებასთან დაკავშირებული აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა. ბიჭებში 4ჯერ უფრო ხშირია ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევები ვიდრე გოგონებში. აუტიზმით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ადამიანი.

არავინ იცის მიზეზი, თუ რატომ, მაგრამ აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ტვინი განსხვავებულად უვითარდებათ. აუტიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა თანამედროვე მედიცინის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. დაავადების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის გამო მისი თერაპიაც რთულია. მსოფლიოში საშუალოდ 100 ადამიანიდან 1 აუტიზმითაა დაავადებული. არც ბიოლოგიური ტესტი არსებობს აუტიზმის დიაგნოზირებისთვის. მისი დადგენა მხოლოდ ქცევაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. რამდენიმე ასეული მეცნიერი მუშაობს აუტისტიკის განხრით. აუტისტიკის შემსწავლელი და აუტიზმით დაავადებულ ადამიანებზე მზრუნველი სპეციალური ორგანიზაციები ფულს ძირითადად კერძო სექტორიდან და ქველმოქმედებიდან ღებულობენ.

რას განიცდიან აუტიზმით დაავადებული ადამიანის ოჯახისწევრები? როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება ავადმყოფისადმი? აუტიზმით დაავადებულს პირველ რიგში მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება. მათი უცნაური ქცევის გამო ოჯახები ერიდებიან სტუმრების მიღებას, ხალხთან ურთიერთობას და მთლიანად იზოლირებაში ექცევიან საზოგადოებისგან. ისადგურებს სტრესი, ოჯახური კამათი. ხშირია განქორწინება და სასოწარკვეთილი მშობლების მიერ თვითმკვლელობის ფაქტებიც კი. თუმცა, ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც ახერხებს აუტიზმით დაავადებული აღიქვას როგორც განსხვავებული ინდივიდი და არა როგორც ავადმყოფი, დადებით შედეგს იძლევა.

მათ თითქმის არ სძინავთ. წუხან რომ არ ესმით საზოგადოების ქცევის ნორმები, წესები, ემოციის გამოხატვის გზები.

ბიჭუნა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ რამდენიმე მოსმენით ფორტეპიანოზე ზუსტად გაიმეოროს რთული აკორდებით დატვირთული მელოდია, უემოციო სახით, არაბუნებრივად ირწევა სკამზე. ის აუტისტიკია.

5 წლის გოგონას ხატვის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ სამხატვრო ასოციაციამ იგი “თვის მხატვარად” გამოაცხადა და პერსონალური გამოფენა მოუწყო. ის აუტისტიკია.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ფილოსოფია – ცინიზმი

არ მაქვს საჭირო თვისებები