30 რამ, რაც საკუთარ თავს არ უნდა გაუკეთოთ

30 რამ, რაც საკუთარ თავს არ უნდა გაუკეთოთ

როგორც მარია რობინსონმა თქვა – „არავის უნდა წარსულში დაბრუნება იმისათვის, რომ ის შეცვალოს. სამაგიეროდ ყველას შეუძლია ახლიდან დაიწყოს, რომ ახალი ფინალი შექმნას“. არაფერია ამაზე სწორი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც თქვენი შეფერხება შეუძლია.

აი რით შეგიძლიათ დაიწყოთ:

1. შეწყვიტეთ არასწორ ადამიანებთან ურთიერთობა. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისათვის, რომ დრო დაუთმოთ ისეთ ადამიანებს, ვინც ბოლომდე გწურავთ. ვინმეს თუ უნდა, რომ მის ცხოვრებაში იყოთ, ის თქვენს პირობებზეც იზრუნებს. თქვენ არ დაგჭირდებათ ადგილისთვის ბრძოლა. ნურასოდეს ჩაეჭიდებით მათ, ვინც მუდმივად ახდენს თქვენი ფასეულობების ნიველირებას. გახსოვდეთ, რომ თქვენი ნამდვილი მეგობრები არიან არა ისინი, ვინც მხარს გიჭერთ როცა ისედაც „ცხენზე ზიხართ“, არამედ ისინი, ვინც თქვენს გვერდით რჩება მაშინაც კი, როცა ცუდად მიგდით საქმე.

2. გადაეჩვიეთ პრობელემებისთვის თავის არიდებას. პირისპირ შეხვდით მათ. ეს არ იქნება ადვილი, რადგან მსოფლიოში არ არსებობს არანაირი სულიერი არსება, რომელიც იდეალურად აიტანს დარტყმას. ჩვენგან არ მოითხოვება პრობლემების მომენტალურად გადაჭრა. უბრალოდ სხვაგვარად ვართ მოწყობილი. ჩვენ შექმნილები ვართ იმისათვის, რომ გული დაგვწყდეს, ვინერვიულოთ, ტკივილი განვიცადოთ, დავეცეთ. სწორედ ამაშია ცხოვრების აზრი – პრობლემებთან შეჯახება, სწავლა, ბოლოს და ბოლოს ადაპტაცია იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ. სწორედ ეს გვაქცევს ადამიანებად.

3. შეეშვით საკუთარი თავის მოტყუებას. შეგიძლიათ ნებისმიერს მოექცეთ ასე, საკუთარი თავის გარდა. ჩვენი ცხოვრება უკეთესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, როცა საკუთარ თავს გარისკვის უფლებას ვაძლევთ და პირველი, ყველაზე რთული შესაძლებლობა ეს არის ის, რომ ვიყოთ გულახდილები საკუთარ თავთან.

4. შეწყვიტეთ საკუთარი მოთხოვნების უკანა პლანზე გადაწევა. ყველაზე საშიში არის საკუთარი თავის დაკარგვა, სხვის სიყვარულში უფრო მეტის ჩადება და იმის დავიწყება, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ ჯერ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვები მიატოვოთ, მაგრამ დაეხმარეთ საკუთარ თავს. თუ არსებობს შესაფერისი მომენტი იმისათვის, რომ მოუსმინოთ საკუთარ თავს და გააკეთოთ ის, რაც თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს მომენტი უკვე დადგა.

5. ნუ შეეცდებით იყოთ ვინმე სხვა. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა იყო ის, ვინც ხარ, ნუ ცდილობთ სხვების მსგავსი გაგხდეთ. ვინმე ყოველთვის იქნება უფრო ლამაზი, უფრო ახალგაზრდა, მაგრამ ისნი ვერასოდეს იქნებიან თქვენნაირი. ნუ შეეცდებით სხვების გასახარად საკუთარი თავის შეცვლას. იყავით ის, ვინც ხართ და ვინც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ, მიგიღებენ და შეგიყვარებენ ისეთს, როგორიც ხართ.

6. შეეშვით წარსულს. თქვენ ვერ შეძლებთ დაიწყოთ ახალი ფურცლიდან ცხოვრება, სანამ წარსულს არ დაივიწყებთ.

7. ნუ გეშინიათ შეცდომის დაშვების. რაიმე აკეთო და შეცდე, როგორც მინიმუმ ათჯერ ეფექტურია, ვიდრე არაფერი აკეთო. ყოველ წარმატებას თან ახლავს წინა წარუმატებლობის კვალი და ყოველ წარუმატებლობას მივყავართ წარმატებამდე. საბოლოოდ თქვენ გაცილებით მეტს ინანებთ იმაზე, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმაზე, რაც გააკეთეთ.

8. ნუ გაუბრაზდებით საკუთარ თავს წარსული შეცდომების გამო. შეცდომები გვეხმარება ვიპოვოთ სწორი ადამიანი და სწორი საგნები. ჩვენ ყველა ვცდებით, ვიბრძვით და მივტირით წარსულ შეცდომებს. მაგრამ თქვენ არ ხართ თქვენი შეცდომები, თქვენ არ ხართ თქვენი ბრძოლა, თქვენ აქ და ახლა, გაქვთ შესაძლებლობა ააშენოთ თქვენი დღევანდელი დღე და მომავალი. რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ეს გამზადებთ ცხოვრებაში მომავალი ნაბიჯის გადასადგმელად.

9. გადაეჩვიეთ ბედნიერების ყიდვას. ბევრი რამ იქედან, რაც ჩვენ გვინდა ძალიან ძვირი ღირს. თუმცა სიმართლე იმაშია, რომ საგნები, რომელბიც რეალურად გვაბედნიერებს – სიყვარული, სიცილი და სამუშაო ნამდვილად უფასოა.

10. შეეშვით ვიღაცის ძებნას იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ. თუ საკუთარი თავით, პიროვნებით, უკმაყოფილო ხართ, მაშინ ვინმესთან გრძელვადიანი ურთიერთობაც ვერ გაგაბედნიერებთ. საჭიროა საკუთარ ცხოვრებაში სტაბილურობის შექმნა მანამ, სანამ მას სხვასთან საზიაროს გახდით.

11. გადაეჩვიეთ უსაქმურობას. ნუ იფიქრებთ ზედმეტად ბევრს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ პრობლემებს გააჩენთ იქ, სადაც ისინი არ იყო. შეაფასეთ სიტუაცია და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები. თქვენ ვერ შეცვლით იმას, რასაც არ უწევთ წინააღმდეგობას. ნებისმიერი პროგრესი დაკავშირებულია რისკთან და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა. თქვენ ვერ წაიკითხავთ, თუ განათლებას არ მიიღებთ.

12. შეეშვით იმაზე ფიქრს, რომ მზად არ ხართ. არავინ და არსოდროს არ გრძნობს თავს 100%-ით მზად რაიმეს გასაკეთებლად. სერიოზული შესაძლებლობების უმეტესობა გვაიძულებს გავცდეთ ჩვენი კომფორტის ზონას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვექმნება დისკომფორტი.

13. გადაეჩვიეთ არასწორი ურთიერთობების გაბმას. სჯობს მარტო იყოთ, ვიდრე ცუდ კამპანიაში. არჩევანში არ უნდა აჩქარდეთ. რაღაც თუ უნდა მოხდეს, ის მოხდება საჭირო დროს, საჭირო ადამიანთან და საუკეთესო საფუძვლით. აივსეთ სიყვარულით მაშინ, როცა მზად იქნებით და არა მაშინ, როცა თავს მარტოსულად იგრძნობთ.

14. უარი თქვით ახალი ურთიერთობებისგან თავის შეკავებაზე იმ მიზეზით, რომ წინა ურთიერთობები არ ვარგოდა. ყველას, ვისაც არ უნდა შეხვდეთ, აქვს თავისი მიზანი. ზოგი ადამიანი შეგამოწმებთ, გამოგიყენებთ, ზოგი გასწავლით. მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთი მათგანი თქვენი საუკეთესო თვისებებს გამოვლენაში დაგეხმარებათ.

15. შეწყვიტეთ ყველასთან კონკურენცია. ნუ ნერვიულობთ იმაზე, რომ სხვები რაიმე ნიშნით გჯობიან. კონცენტრაცია გააკეთეთ საკუთარ, ყოველდღიურ რეკორდებზე. იქონიეთ წარმატებისკენ მისწრაფება საკუთარ თავთან ბრძოლისას.

16. შეწყვიტეთ შურიანობა. შური – ეს არის საკუთარის ნაცვლად სხვების წარმატებების დათვლის ხელოვნება. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მაქვს იქედან, რაც ყველა ადამიანს უნდა?“

17. გადაეჩვიეთ წუწუნს და საკუთარი თავის შეცოდებას. ცხოვრებაში „სათამაშო კოჭები“ გორდება იმისათვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით გადაგაადგილოთ. თქვენ შეიძლება ვერ ხედავდეთ ან არ გესმოდეთ მიმდინარე მოვლენები, ან ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს თქვენთვის. მაგრამ გადახედეთ იმ ცუდ ხვედრს, რაც ადრე გერგოთ. თქვენ დაინახავთ, რომ ხშირად იმ ყველაფერს წარმატებასთან, შესაფერის ადამიანთან, ჯანსაღ სულიერ ან სიტუაციურ მდგომარეობასთან მიყავდით.

18. არასოდეს ჩაიდოთ გულში წყენა. ნუ გაატარებთ ცხოვრებას სიძულვილით. ამის შედეგად თქვენ საკუთარ თავს უფრო ავნებთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც ვერ იტანთ. პატიება არ გულისხმობს, რომ თქვენ ყველაფერი გაკმაყოფილებთ და მისაღებია როგორც გექცევიან. ის გულისხმობს, რომ თქვენ თქვათ: „მე არ მოგცემთ უფლებას თქვენი მოქცევით ჩემი ბედნიერბა დაანგრიოთ სამუდამოდ “. პატიება ხელს უწყობს დავიწყებას, სიმშვიდის მოპოვებას და საკუთარი თავის გათავისუფლებას. გახსოვდეთ, რომ უნდა აპატიეოთ არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. აპატიეთ და გააგრძელეთ წინსვლა, რომ მომავალში კიდევ უფრო კარგად გაუმკლავდეთ პრობელემებს.

19. ნუ მისცემთ უფლებას სხვებს დაგიყვანონ თავიანთ დონეზე. საჭირო არ არის თქვენი დონე დაწიოთ იმათ გამო, ვინც არ აპირებს საკუთარი დონე აამაღლოს.

20. ნუ დახარჯავთ დროს რაიმეს ახსნაში. თქვენს მეგობრებს ეგ არ სჭირდებათ. მტრები კი არასოდეს დაგიჯერებენ. უბრალოდ მოიქეცით ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად.

21. თავი დაანებეთ წრეზე სირბილს. ღრმად სწორედ მაშინ უნდა ჩაისუნთქოთ, როცა ამის დრო გაქვთ. სანამ აგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აკეთებთ, თქვენ აგრძელებთ იმის მიღებას, რასაც იღებთ. ზოგჯერ საჭიროა დისტანციის დაცვა იმისათვის, რომ სამყაროში ყველაფერი დაინახოთ.

22. შეეშვით წვრილმანებით თავის დატვირთვას. ისიამოვნეთ უბრალოებით, რამდენადაც ერთ მშვენიერ დღეს, უკან მოხედვისას, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს დიადი საქმეები იყო. თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი შედგება უმნიშვნელო და უსახელო მომენტებისგან, რაც დაიხარჯა იმაზე, რომ თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი ადამიანისთვის გეჩუქებინათ ღიმილი.

23. შეწყვიტეთ ყველაფრის იდეალურად კეთების მცდელობა. რეალური სამყარო აჯილდოვებს არა პერფექციონისტებს, არამედ მათ, ვინც საკუთარი მიზნის მისაღწევად მიიწევს.

24. შეწყვიტეთ მცირედი წინააღმდეგობის გაწევის გზით სიარული. ცხოვრება არ არის ასეთი მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ რაიმე ფასეულის მიღწევას გეგმავთ. ნუ აირჩევთ მარტივ გზას. გააკეთეთ რაიმე ექსტრაორდინალური.

25. შეწყვიტეთ თავის მოჩვენება, თითქოს კარგად ხართ, თუ ეს ნამდვილად ასე არ არის. არაფერია საგანგაშო იმაში, თუ გადაწყვეტთ ცოტა ხნით დაისვენოთ. არაა საჭირო სულ ძლიერი იყოთ და არც იმის აუცილებლობაა, რომ მუდმივად ამტკიცოთ, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რას იფიქრებენ სხვები – იტირეთ, თუ ეს გჭირდებათ: ცრემლებს აღმდგენი ფუქცია აქვს. რაც უფრო სწრაფად გააკეთბთ ამას, მით უფრო მალე შეძლებთ გაღიმებას.

26. შეწყვიტეთ სხვების დადანაშაულება პირად პრობლემებში. თქვენი მიზნების მიღწევა პირდაპირ დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენად გაქვთ აღებული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. როცა თქვენ სხვებს ამტყუნებთ იმაში, რაც თქვენს თავს ხდება, ამით უარს აცხადებთ პასუხისმგებლობაზე და სხვებს აძლევთ უფლებას გავლენა იქონიონ თქვენი ცხოვრების ამ კონკრეტულ მხარეზე.

27. შეწყვიტეთ ყველასთვის „ყველაფერი“ იყოთ. ამით თავს გადაიწვავთ. მაგრამ თუ ერთ ადამიანს აჩუქებთ ბედნიერებას, ამან შეიძლება სამყაროც კი შეცვალოს. შესაძლოა მთელი სამყარო ვერა, მაგრამ მის სამყაროს ნამდვილად შეცვლის. ამიტომ გააკეთეთ ფოკუსირება.

28. შეწყვიტეთ ზედმეტი ნერვიულობა. ის ხვალინდელი პრობლემებისგან ვერ დაგვიხსნის, უბრალოდ დღევანდელ ბედნიერებას წაგვართმევს. იმისათვის, რომ გაიგოთ ღირს კი რაიმე საკითხი დაფიქრებად, საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: „იქნება თუ არა ეს საკითხი მნიშვნელოვანი ერთი წლის შემდეგ? სამი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ?“ – თუ არ იქნება, მაშინ ნევიულობაც არ ღირს.

29. შეწყვიტეთ ისეთ საგნებზე ფოკუსირება, რომელბიც არ გსურთ. მობილიზდით იმაზე, რაც ნამდვილად გინდათ. პოზიტიური აზროვნება ერთ-ერთი ამოსავალი იმომენტია წარმატებების მიღწევისთვის. თუ თქვენ ყოველ დილით იმ აზრით იღვიძებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დღეს რაიმე კარგი მოხდება, ადრე თუ გვიან შეამჩნევთ, რომ ასეც იქნება.

30. ნუ იქნებით უმადური. მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ან ცუდად არის თქვენი საქმე, ყოველ დილით გაღვიძებისას მადლობა მოიხადეთ საკუთარი ცხოვრებისთვის. საკუთარ დანაკარგებზე ფიქრის ნაცვლად იფიქრეთ იმაზე, რაც სხვებმა დაკარგეს.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

იცით როგორ უნდა გაარკვიოთ თქვენი გზით მიდიხართ თუ არა? ეს ძალიან მარტივია. თუ ყოველ დილით ენერგიით და შემოქმედებითი იდეებით სავსე იღივიძებთ — თქვენ თქვენს გზაზე ხართ. თუ მაღვიძარას ხმას ვერ

14 საშუალება ავტორიტეტის გასაძლიერებლად

1. გაცნობიერების აუცილებლობა უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მიიღოთ ის ფაქტი, რომ მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც გაქვთ, თქვენ გავლენას ახდენთ იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვინც თქვენი გარემოცვაა. ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ როგორ ვახდენთ

ადამიანებზე ზემოქმედების 20 ხერხი

1. დააინტერესეთ ყოველი ადამიანი ეძებს პირად სარგებელს. ამიტომ თქვენი პოზიციის ახსნისას არ დაგავიწყდეთ მოუთხროთ ადამიანს, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მან ამ საქმიდან. 2. ეძიეთ კომპრომისი არ შეიძლება ადამიანის უბრალოდ ზომბირება.

დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა

1. თუ გსურთ ბედნიერების პოვნა, შეეშვით მადლიერებასა და უმადურობაზე ფიქრს და ისიამოვნეთ შინაგანი ბედნიერებით, რომელიც საკუთარი თავის ერთგულებას მოაქვს. 2. არასოდეს არ შეეცადოთ ანგარიშების გასწორებას მტრებთან, რადგან ამით საკუთარ თავს

ბავშების აღზრდაში მამების როლის დამადასტურებელი 7 ფაქტი

ითვლება, რომ ბავშვის აღზრდაში მამამ უნდა ჰქონდეს «მეორე მფრინავის» პოზიცია. ზოგი მამაკაცი შეიძლება ფიქრობს, რომ მისი როლი უმნიშვნელოა, თუმცა ეს ასე არ არის. სტერეოტიპი მამის როლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია,

რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ დედასთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის.

მეცნიერები ხშირად გვახარებენ გასაოცარი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს თუ როგორ შეიძლება გავუხანგრძლივოთ და გავუუმჯობესოთ სიცოცხლე ჩვენს მშობლებს. რეცეპტი ძალიან მარტივია. B2P.GE –