R.I.P Whitney Elizabeth Houston

უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი (ინგლ. Whitney Elizabeth Houston, დ. 9 აგვისტო, 1963, ნიუარკი, ნიუ ჯერსი — გ. 11 თებერვალი, 2012, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია, აშშ) იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი.

მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილია თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპი იყო.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

საქმიანი სატელეფონო ეტიკეტის ოქროს წესები

ზარმაცი კაცის 10 მცნება