ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ათი მცნება წარმოადგენს ღირებულ ბაზისს ბიზნესის ფასეულობებისთვის და გამოდგება, როგორც გამოცდილი სისტემა ჭეშმარიტი შემოსავლიანობისათვის. იმისათვის, რომ ისინი ადვილად მისაწვდომი იყოს ჩვენთვის და მათი გამოყენება შევძლოთ, ჩვენ მათ ბიზნესის ენაზე ვუწოდეთ “ათი მცნება ბიზნესისათვის” ისინი წარმოადგენენ სტრუქტურულ მონახაზს ქცევის კოდექსისა, მრწამსისა თუ ეთიკური კოდექსისა. იმ მიზნით, რომ შევძლოთ მათი პრაქტიკაში დანერგვა, რამოდენიმე კონკრეტული მაგალითია მოყვანილი, რომლებიც შეიძლება კიდევ შეივსოს სხვა მაგალითებით, რათა უფრო ცხადი გახდეს მათი გამოყენების გზები თქვენს კონკრეტულ საქმიანობაში.

ბიზნესის სწორად წარმართვის წესები განსხვავებულია არა მარტო სხვადასხვა ბიზნესისთვის. ისინი დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან უშუალოდ გამოყენებისას, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია საგრძნობლად განსხვავდება უძრავი ქონების რეალიზაციისაგან. გაყიდვის ეთიკური საფუძველი ერთი და იგივეა, მაგრამ, წესდება, ანგარიში, საიდუმლო ინფორმაციის განსაზღვრა, რეკლამა და სხვა აბსოლიტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამა თუ იმ წარმოებაში გარკვეულ კოდექსს ყველაზე უკეთ არკვევს ის ხალხი, რომელიც სათანადოდ იყენებს ამ წარმოების სპეციალურ ტერმინოლოგიას და ასახავს ამ წარმოებისთვის სპეციალურ ტერმინოლოგიას და ასახავს ამ წარმოებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
თავად კონკრეტული კომპანიის შემთხვევაშიც ალბათ უფრო ჭკვიანური იქნება მივცეთ მენეჯერებსა და გუნდის ლიდერებს საშუალება თავად გაუკეთონ სათანადო ფორმულირება კომპანიის ღირებულებათა კოდექსს კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით, თუმცა ეთიკის საუკეთესო კოდექსი იწერება ისეთნაირად, რომ იგი გასაგები იყოს კომპანიის ნებისმიერი წევრისთვის და მათ შეეძლოთ მისი გამოყენება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას.

კოდექსი ბიზნესმენებისთვის
როდესაც ზოგადად ბიზნესზეა ლაპარაკი, შეგვიძლია მოვიყვანოთ აბსოლიტურ ღირებულებებზე დამყარებული “ეთიკის სამაგალითო კოდექსი” როგორც ზოგადი კოდექსი, რომელიც ბიზნესის ნებისმიერ სახეობაში გამოდგება. მართალია, იგი თანაბრად ეხება ყველას, უპირველესად მაინც იმ პიროვნებისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც წამყვანი თანამდებობა უკავია ბიზნესში.

ბიზნესმენთა კოდექსი დაწერილია პიროვნებებისთვის. არ არსებობს ისეთი კოდექსი, რომელიც მხოლოდ ერთი დაწესებულებებისა და ინდივიდისთვის გამოდგებოდა. ეთნიკური ნორმები და ღირებულებები ყველას ერთიანად ეხება, ისინი ვარგისიანი არიან ნებისმიერი ერისა თუ კულტურისათვის. შესაბამისად, კოდექსები იქმნება იმისათვის, რომ ინდივიდებმა იხელმძღვანელონ, ზუსტად გაიგონ, შეათანხმონ და შეასრულონ ისინი, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. სადაც შესაძლებელია, ქცევის ეს ნორმები უნდა აღიქმებოდნენ, როგორც მოსალოდნელ პრობლემებზე წინასწარ ფიქრი, რათა დასახული იქნას მათი გადასაჭრელი გზები. ქცევის კოდექსს არ ძალუძს აიძულოს ყველა ისე მოიქცეს, როგორც საჭიროა, და ის ვერც ადამიანის ბუნებას შეცვლის ძირეულად. მას შეუძლია მხოლოდ მიმართულება მისცეს ადამიანს, რომელსაც ნებაყოფლობით სურს აკეთოს სიმართლე, რაც თავის მხრივ ჭეშმარიტ სარგებლიანობას მოგვიტანს.

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჰენრი ფორდი ბიზნესის შესახებ

1. კარგად ორგანიზებულ საწარმოს, რომელსაც მოაქვს სარგებელი, უნდა მოჰქონდეს შემოსავალიც. თუმცა შემოსავალი უნდა იყოს სასარგებლო საქმის რეზულტატი და არა ბიზნესის მიზანი. 2. თუ მუშაობის ნაცვლად პირველ ადგილზე თქვენ აყენებთ ფულს,

პრობლემები მომსახურების სფეროში

იმის მიუხედავად, რომ აქტიურად ვარ ჩართული მომსახურების სფეროს პრობლემების გამოსწორებაში, (საქართველოში ერთ-ერთი მულტიჰოლდინგური კომპანიის ქოლცენტრს ვხელმძღვანელობ), და ეს პრობლემები (მთლად ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს) ასე თუ ისე, ნაცნობია ჩემთვის, მაინც ძალიან

5 რჩევა სამუშაო ოფისის დასარსებლად

შეარჩიეთ რაც შეიძლება წყნარ ადგილას. რათა არაფერმა არ გადაიტანოს თქვენი ყურადღება. ჩამოწერეთ თუ რა სჭირდება თქვენს ოფისს და წლის განმავლობაში დაგეგმეთ მათი შეძენა. დარწმუნდით რომ გაქვთ ფართის გაზრდის შესაძლებლობა. შეიძლება

ლიდერის დამახასიათებელი ნიშნები

1. გაწონასწორებულობა. ლიდერის უნდა ჰქონდეს თვისებათა ჰარმონიული ნარევი, ყოველგვარი ზედმეტის გარეშე. ზედმეტი აგრესიულობა ან თავისუფლება საზიანოა ლიდერის გუნდისთვის. ნებისმიერი თვისება უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა იყოს ზედმეტად გამოხატული. 2. ამბიციურობა. ლიდერს

ნაბიჯმეთოდი მიზნის მისაღწევად

1. იფიქრე წერილობით. მიზანი, რომელიც არ არის ქაღალდზე, არ არსებობს. 2. მიზანი დაისახე გარკვევით, შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემით: რა, სად და როგორ? 3. შეზღუდე მიზანი დროში: მიზანი დროის გარეშე –

პროდუქტის ანტირეკლამით გაპიარება

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება. და ძალიან კარგს? სჭირდება რა თქმა უნდა! და უფრო კარგს? სჭირდება! უფრო, უფრო კარგს? საუკეთესოს? სჭირდება და როგორ! რა უნდა ქნათ, თუ