ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ

ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ

სერიიდან უფასო წერტილები პარიზში…

ჯონ გალიანოს თქმით ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაული მისი სურნელიაო. მე არ ვიცი ქალის იარაღი სურნელი, გამჭრიახი გონება, ვნებიანი თვალები თუ ცრემლებია, მოდით ეს მამაკაცებო თქვენთვის მოგვინდია, ჩვენ კი მუზეუმში გავისეირნებთ…

გარნიეს ოპერის გვერდით პარფიუმის მუზეუმს “Musée du parfum Fragonard” აღმოაჩენთ, რომლის დათვალიერებას გიდის თანხლებით სრულიად უფასოდ შეძლებთ. შენობაში შესვლისას მაშინვე შეიგრძნობთ თავბრუდამხვევ არომატებს, რითიც მთელი ატმოსფეროა გაჟღენთილი. იქაურობას სულ რაღაც 20 წუთში შემოირბენთ. ნახავთ საიდუმლოებებით მოცულ, გადაპრანჭულ, ანტიკურ ფლაკონებს, გაეცნობით სუნამოს წარმოშობის, დამზადების, დისტილაციისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიებს.

აღმოაჩენთ ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად და დაფასებულ პროფესიას -“ცხვირი”, მე მათ უფრო პარფიუმის კომპოზიტორებს დავარქმევდი. გაიგებთ იმასაც, რომ სუნამოს ფლაკონი სინათლისგან, სიცხისგან და სინესტისგან უნდა დავიცვათ, სწორედ ამიტომ “Fragonard”-ის სუნამოების ძირითადი ხაზი უბრალო ოქროსფერ ალუმინის ბოთლებში ისმხმება. იმასაც გაგიმხელენ, რომ ერთი ლიტრი ყვავილოვანი ესენციის მისაღებად  ერთი ტონა ყვავილია საჭირო, ამიტომ აღარასოდეს გაგიკვირდება სუნამოს მაღალი ფასი.

პარფიუმის მსოფლიო დედაქალაქია გრასი, სადაც ყვავილების პლანტაციებია გაშენებული. თუ ქალაქ ნიცაში მოგზაურობთ მეტად გაგიმართლათ, რადგან გრასი არც თუ ისე შორსაა და სწორედ აქ მდებარეობს “Fragonard”-ის ქარხანა, რომლის მონახულება ორმაგად შთამბეჭდავია! ზოგადად სწორედ აქაური ყვავილებით მარაგდება მაღალი მოდის სახლები პარფიუმერიის დასამზადებლად.

პარიზის მუზეუმი ბუტიკით გვირგვინდება, სადაც შეგიძლიათ დაიკარგოთ და არც თუ ისე ძვირად თან გაიყოლოთ  პარიზის ნამდვილი არომატი, ასე რომ თამამად ასიამოვნეთ თქვენს რეცეპტორებს!

ჰაეროვანი დრო გაგეტარებინოთ ყველაზე სურნელოვან და ყველაზე ლურჯ ქალაქში, დროშის პირველი ზოლიც ხომ პარიზის სიმბოლოა და თითქოს ისიც კი პარფიუმით არის გაჯერებული…

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ორი მოხუცი ქალბატონი და Lamborghini-ს ბოლო მოდელი

Donut Media-მ ორ მოხუც ქალბატონებს მისცა ავტომობილ Lamborghini-ს გასაღები. ვნახოთ რა გამოვიდა აქედან…

ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი

გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე. 1. ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად. ბ) ალბათ

ჩექ-ლისტი: «7 ნაბიჯი ნათელი ცხოვრებისთვის»

1. გიხაროდეთ და ისიმოვნეთ ცხოვრების ყოველი წუთით, უკვე ახლავე. 2. ყველა საქმე, რომელიც გაბრკოლებთ ან გძაბავთ, გადაეცით კარგ შემსრულებელს. 3. შეადგინეთ იმ დავალებების სია, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას განიჭებთ. 4. დაიწყეთ

თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ

თქვენ ხართ საშტამპე პრესი, პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, ამანათის ყუთი, ელექტრო მოტორი. თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ, რომელიც, მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად უწევს კონკურენციას მსგავს პროდუქტს და მიისწრაფის, რომ არ დარჩეს თაროზე შეუმჩნეველი

10 გზა აზროვნების დაუყოვნებლივ შესაცვლელად – მელ რობინსისგან

ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი ტვინი წყვეტდა ზრდას, როგორც კი 20 წლის ასაკს მივაღწევდით. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, კი ვკარგავდით ტვინის უჯრედებს და გონების განვითარებისთვის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაგვევიწყებინა. მკვლევარებმა დაამტკიცეს ამ

€41 ევროიანი Airbnb-ს ფასდაკლება პირველ სამოგზაურო ჯავშანზე

ამ სტატიაში გვინდა გავუზიაროთ ჩვენ მკითხველებს სასარგებლო ინფორმაცია, თუ როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას, Airbnb–ს დახმარებით. უფრო კონკრეტულად კი, €41 ევროიან ფასდაკლების შესახებ პირველ სამოგზაურო ჯავშანზე. როგორ მივიღოთ ეს ფასდაკლება პირველ ჯავშანზე