გაი კავასაკი: იდეიდან პირველ მილიონამდე

ფასდაკლება!

გაი კავასაკი: იდეიდან პირველ მილიონამდე

10.00  1.00 

გაი კავასაკი: იდეიდან პირველ მილიონამდე

აღწერა

გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „იდეიდან პირველ მილიოდამდე“ – პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესსაქმიანობას ან უკვე დაწყებულის განვითარება სურს. ნოვატორი და ბიზნესში რევოლუციური წესების ავტორი გაი კავასაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ბიზნესსამყაროში; როგორ უნდა გახდეთ ქარიზმატული ლიდერი; როგორ იმუშაოთ გუნდთან ერთად; როგორ შეარჩიოთ ბიზნესპარტნიორი; როგორ მოიზიდოთ ინვესტორი; როგორ მართოთ კომპანია. გაეცანით ბიზნესის ამ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და აქციეთ იდეა წარმატებულ ბიზნესად ‒ გახსოვდეთ, რომ სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია.