გადაწყვიტე იყო უკეთესი?! აირჩიე PR აკადემია

ცხოვრება ურთიერთობებისგან შედგება და ის გაცილებით უფრო საინტერესოა, როცა იცი საკუთარი თუ გარშემო მყოფთა შესაძლებლობები, შეგიძლია ემოციების მართვა და გაქვს სიტუაციური ანალიზის უნარი. უმთავრესი, რაც წარმატების მომტანია, მიზნის განსაზღვრა და მისკენ შემართებით სიარულია. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი?! სწორი არჩევანის დროული გაკეთება! პრაქტიკამ დაასაბუთა, რომ წინასწარ დასახული მიზნით დროში გაწერილი ქმედება ყოველთვის შედეგიანია. ოღონდ უნდა იცოდე, ვინ ხარ, რა შეგიძლია და რისთვის აკეთებ.

საკუთარი თავის შეცნობასა და გარემოსთან ადაპტაციის გამომუშავებაში ბევრი საშუალება არსებობს. მათ შორის დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მეთოდია სწავლების ახლებური ფორმა, სადაც ერთად არის თავმოყრილი პრაქტიკა და თეორია, უნარ-ჩვევებზე ფოკუსირება და ინტერაქტივი. საქართველოში ცოდნის შეძენის ასეთი მიდგომები ჯერ კიდევ სიახლეა.

PR აკადემია ერთ-ერთი ნოვატორია, რადგან დაარსებიდან დღემდე სწორედ ამ უნიკალური მეთოდოლოგიით სწავლებას სთავაზობს თვითგანვითრებასა და წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანებს.

გაინტერესებთ როგორ?! გაიცანით PR აკადემიის გუნდის წევრები და თავად გამოიტანეთ დასკვნა. 

ზაზა ქოიავა – სერტიფიცირებული ტრენერი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი, „ ცხოვრებაში ყველანი ვდგებით არჩევანის წინაშე: იყო იმაზე სუსტი, ვიდრე შეგეძლო ყოფილიყავი თუ ისეთი, როგორიც შესაძლებელია იყო. წაიკითხო ყველა წიგნი, რის წაკითხვასაც შეძლებ, გამოიმუშაო იმდენი, რაც გინდა, გასცე, რამდენიც შეგიძლია, იბრძოლო, სცადო და მიიღო, რაზეც ოცნებობდი – იყო წარმატებული და ბედნიერი. ყველას გვაქვს ასეთი არჩევანი. ცხოვრების მისია პოტენციალისა და სურვილების შეთანხმებით განისაზღვრება. დაისახე მაღალი მიზანი უკეთესი შედეგის მისაღწევად – ჩვენ გაჩვენებთ გზას ამ მიზნისაკენ. “

ნათია ქოიავა – სერტიფიცირებული ტრენერი ლიდერობაში, „ ლიდერად ჩამოყალიბება იწყება საკუთარ თავში ჩაღრმავებით, ძლიერი მხარეების აღმოჩენით, ემოციების მართვის უნარით. გაიგე ვინ ხარ, საით მიდიხარ, რა შედეგებს ელი და რატომ… გათავისუფლდი კომპლექსებისაგან, ჩარჩოებისაგან, შეიყვარე საქმე, ორგანიზაცია, იაზროვნე პოზიტიურად, დაინახე შესაძლებლობები, მიიღე გამოწვევა, დაცემის შემდეგ უფრო ძლიერი წამოდექი. გახდი ბოლომდე თვით-რეალიზებული და სხვებსაც დაეხმარე განვითარებაში. შეივსე ემოციური საბანკო ანგარიში. PR აკადემიაში ეს მიღწევადია, რადგან აქ ხვდები რა გინდა და რა გჭირდება, როგორია შენი შესაძლებლობები და როგორ უნდა გამოიყენო ისინი. “

ოთარ ბაღათურია – სერტიფიცირებული ტრენერი ლიდერობასა და ქოუჩინგში, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი „ როცა სიტუაციას ბოლომდე ისწავლი, გუნდის ფსიქოლოგიური ანალიზსაც აკეთებ, იგებ, რა უხარიათ გუნდის წევრებს, რა სწყინთ, რა არის მთავარი მოტივატორი, შეადგენ სტრატეგიულ გეგმას, როგორი უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები და რის მიღწევა გინდა, გუნდსაც დამუხტავ, რა შედეგები მოჰყვება თქვენს ერთობლივ ნაბიჯებს, მაშინ სიტუაციის მართვა იოლია და გუნდიც ბოლომდე მოგყვება – ჩვენ ვასწავლით გუნდურობას და მართვის თანამედროვე მეთოდებს, რაც წარმატებული საქმიანობს გარანტიაა „

ანუნა ბუკია – “ონლაინ “ კომუნიკაციების სტრატეგიათა სპეციასლისტი – „დღეს უკვე ყველა აღიარებს, პირადი კონტაქტები გადამწყვეტია საქმის წინ წასაწევად. ერთია იცნობდე ბევრს, მაგრამ გაცილებით მეტია გიცნობდნენ სოციალურ ქსელებში. როგორ ხარ წარმოდგენილი ონლაინ სივრცეში, როგორ დაამახსოვრე თავი, როგორ გაფასებენ. მართე ონლაინ კომუნიკაციები, მოძებნე შესაფერისი ადგილი გლობალურად თუ ლოკალურად – თანამედროვეობის გამოწვევაა და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ავუბათ მას ფეხი. „

ოთარ ქირია – ბიზნეს-ტრენერი, Mothercare-ს ფრენჩაიზერიკომპანიის „საბაჰგრუპჯორჯიას“ გენერალური დირექტორი „გქონდეს სწორი მარკეტინგული ხედვა, ეს მნიშვნელოვანია საქმეში წარმატებისთვის. რა არის მარკეტინგი?! ეს ბაზრის შესწავლის შედეგად თავისუფალი პოზიციის პოვნას ნიშნავს. პროცესი თავისთავად რთულია, მაგრამ საინტერესო. იწყება იდეების გენერირება, იდეის გარდასახვა რეალურ პროდუქტში, მერე ბრენდინგი, კომერციალიზაცია, დინამიკა სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ყველაზე მთავარი განვითარების ტაქტიკის პოვნაა. ამაშია მთელი პროცესის ხიბლი და მისი შექმნით მიღებული კმაყოფილება…

ტაპი ზაქარიაძე – ბიზნეს-ტრენერი, კომპანია Bluebird-ის დამფუძნებელი, თიბისი ბანკის ივენთმენეჯერი – „მოაწყო დაუვიწყარი ივენთი,შექმნა მოვლენა, აღაფრთოვანო ადამიანები, დაამახსოვრებინო ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელსაც შენი ფანტაზიის, მონდომების, ფიქრის შედეგად ქმნი. საოცარი შეგრძნებაა, როცა ივენთზე ბედნიერი ადამიანების სახეებს ხედავ და ხვდები, რომ ეს დაუვიწყარი დღე შენი შემოქმედებაა. PR აკადემიაში ჩვენ ადამიანებს ამ გამოცდილებას და ემოციას ვუზიარებთ. ამიტომაც მათ თავად შეუძლიათ შექმნან ნებისმიერი მოვლენა.“

მაკო ჯაოშვილი – ბიზნეს-ტრენერი, კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი,საჯარო გამოსვლის ხელოვნების კურსის ხელმძღვანელი – წარდგე ეფექტურად – ერთგვარი ნიჭია, თუმცა გავარჯიშებადი უნარი. ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც გვიწევს პრეზენტაციის გაკეთება ან საჯაროდ აზრის გამოხატვა. ვისწავლოთ, რით ვართ გამორჩეული, გავიგოთ, რა სურთ იცოდნენ ჩვენს შესახებ და წარვადგინოთსაკუთარი თავი, კომპანია ან/და პროდუქტი საუკეთესოდ. შევმატოთ ჩვენს ხმას ენერგია, ნათქვამს – დამაჯერებლობა, ქმედებას პოზიტიური ელფერი. ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს მიაღწიონ საკუთარი თავის რწმენას და წარმატებას ბუნებრივად და მარტივად – ეს არის ჩვენი მისია PR აკადემიაში! „

ირინა ჭოჭუა – კომუნიკაციების სპეციალისტი, NLP პრაქტიკოსი, ერიქსონის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი. „იყო წარმატებული ნიშნავს იპოვო საკუთარი სურვილები, აკეთო ის რაც გინდა და ამ ქმედებას მოჰქონდეს სარგებელი სხვებისთვისაც. დიასახლისობიდან დაწყებული, მსხვილი კომპანიის ან ქვეყნის პრეზიდენტობით დამთავრებული, ჩვენ ვირჩევთ საკუთარ გზას. მთავარია შევძლოთ მიზნის სწორად დასახვა. ხშირად მეკითხებიან, რა არის ქოუჩინგი და როგორ გვეხმარება NLP ანუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება საკუთარი ბრენდის შექმნაში, კომუნიკაციაში, ქმედებებში. ჩათვალეთ, რომ გაქვთ ჯადოსნური ყუთი, საიდანაც მუდმივად შეგიძლიათ ამოაძვრინოთ სასარგებლო ტექნოლოგიები და წარმატებით დანერგოთ ცხოვრებისეულ თუ კარიერულ პრაქტიკაში. საკუთარ თავზე ნაცად ხერხებს სიამოვნებით ვუზიარებ PR აკადემიის მსმენელებს და ვარ ბედნიერი, რომ თითოეული მათგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ჩვენთან იწყება.“

ნათია გოცაძეPR აკადემიის დირექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის და ეფექტური კომუნიკაციის კურსის ხელმძღვანელი, – „ საზოგადოებასთან ურთიერთობა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სპეციალობაა. ჩვენ მიზნად დავისახეთ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას და ამ მისიის შესრულებისათვის უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას ვაძლევთ PR აკადემიელებს. ჩვენ ვასწავლით ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, რადგან ეს არის ჯადოსნური გასაღები, რომელიც ყველა კარს ერგება და აღებს. ეს არის შესაძლებლობა, ყველგან და ყოველთვის მიიღო სასურველი შედეგი. ამ პროცესში მხოლოდ სიტყვები უძლურია – აქ გადამწყვეტი როლი ადამიანის გონებას, სულს, სხეულსა და განცდებს ენიჭება. აქ ბუმერანგის პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ მოქმედებს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასწავლით პოზიტიურ აზროვნებას, რადგან ეს გვეხმარება მუდმივად გავცეთ და მივიღოთ დადებითი ენერგია. ეს ურთიერთობის ხელოვნებაა და სწორედ ამ ხელოვნებას ეზიარებით PR აკადემიაში.“

უფრო დაწვრილებით თუ გინდათ გაიგოთ, რა ხდება PR აკადემიის კარს მიღმა, ერთხელ მაინც უნდა მოხვიდეთ, გაესაუბროთ PR აკადემიელებს და მოისმინოთ, როგორ აღმოაჩინეს საკუთარ თავში ყველა ის თვისება, რაც იწვევს თვით-მოტივაციას, წარმატებისთვის ამოქმედებას და წინსვლას.

მთავარია, სწორი ნაბიჯი დროულად გადადგა, დანარჩენი თანამდევი პროცესებია. მიიღეთ გადაწყვეტილება იყო უკეთესი?! გზამკვლევად PR აკადემია აირჩიეთ!!!

სპეციალურად „ბიზნესფსიქოლოგიისთვის“ 
ავტორი: მაკო ჯაოშვილი

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რაშია წარუმატებლობის სარგებელი

30 რჩევა როგორ შევინახოთ და გავზარდოთ ფინანსები