in ,

პოზიციონირება — როგორ გავხდეთ პირველი?

თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია შეიყვარონ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა შეაღწიოთ ადამიანის გონებაში პირველმა. თუ ადგილი უკვე დაკავებულია, მაშინ შრომა მოგიწევთ იმისათვის, რომ კონკურენტი გვერდით გაწიოთ.

ადამიანის ცნობიერების მართვა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ადამიანს თქვენი კომპანიის მიმართ აქვს ნდობა. ცნობიერება გამოდის დაცვის მექანიზმის როლში, რომელიც ჭარბი თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში უარყოფს ყველა ინფორმაციას, რომლის გადამუშავებაც უჭირს. ის ღებულობს მხოლოდ იმ ახალ ინფორმაციას, რაც ცნობიერების მიმდინარე მდგომარეობას შეესაბამება.

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი დროის გარკვეული საათები. ჩვეულებრივ ეს დრო იწყება საღამოს 7:00 სთ-დან და გრძელდება 23:00 სთ-მდე. დღე-ღამის სწორედ ამ პერიოდში ადამიანი ისვენებს. ამ ოქორს საათებში ადამიანის ცნობიერება ღიაა ნებისმიერი ინფორმაციისთვის. ეს არის ფანჯარა. იმისათვის, რომ მასში შეაღწიოთ, აუცილებლად უნდა გამოიწვიოთ ადამიანში ემოციები, ნებისმიერი მეთოდით. მაგრამ გახსოვდეთ, ამ პერიოდში არ უნდა აიძულოთ ადამიანი რაიმე გადაწყვეტიელბა მიიღოს. არ დაუსვათ რთული შეკითხვები. მხოლოდ შეასწავლეთ, მიაწოდეთ ინფორმაცია ან გაართეთ. ადამიანში ემოციების გამოწვევით თქვენ მოიპოვებთ მის ნდობას.

თუ ფიქრობთ, რომ მიმდინარე სამოღვაწეო სფეროში ვერ შეძლებთ გახდეთ პირველი, მაშინ მოიფიქრეთ რამე ახალი, განავითარეთ ის, მიაწოდეთ ზუსტ დროს და ადგილას მომხმარებელს, გამოიწვიეთ მათში ემოციები და ეს იქნება №1! ასეთ სიტუაციაში თქვენ იქნებით პირველი, ვისაც ყურადღებას მიაქცევენ.

წარმატებულმა კომპანიებმა აღმოაჩინეს, რომ გაყიდვების გაზრდისა და პოზიციონირებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ საქონლის განმასხვავებელი ნიშნები იმდენად, რამდენადაც მისი რეპუტაცია და იმიჯი.

იმიჯის შექმნა არც ისე რთულია იმ პირობებში, რასაც დღეს ინტერნეტი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვთავაზობენ. საინფორმაციო საშუალებებში თქვენი არსებობის შესახებ რეკლამის განთავსებით მომხმარებელს სწრაფად მიაწვდით ინფორმაციას. კარგი იქნება, თუ პირველი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მოისმენენ, მიმართული იქნება თქვენი იმიჯის ამაღლებისკენ.

რეკლამის აღიარებულმა სპეციალისტმა დევიდ ოჰილვიმ თავის ცნობილ სიტყვაში თქვა: „ნებისმიერი რეკლამა გრძელვადიანი ინვესტიციაა ჩადებული სავაჭრო ნიშნის იმიჯში.

მაგალითად, კომპიუტერი შექმნეს არა კომპანია IBM-ის თანამშრომლებმა, არამედ Sperry-Rand-ის, მაგრამ IBM-მა პირველი პოზიცია დაიკავა აუდიტორიის ცნობიერებაში.

ადამიანის ცნობიერების მუშაობის პროცესი ძალიან ჰგავს კომპიუტერისას. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა. კომპიუტერს, ცნობიერებისგან განსხვავებით, უფლება არ აქვს უარყოს მასში შეყვანილი მონაცემები.

ცნობიერებაში ახალი სავაჭრო ნიშნის შეყვანისთვის საჭიროა მოხდეს მოცემულ კატეგორიაში არსებულის წაშლა ან რეპოზიციონირება. ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერში. ადამანი შეიგრძნობს იმას, რაც უნდა რომ ჰქონდეს ან ესმოდეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯორჯ მილერის აზრით, საშუალო განვითარების ადამიანის ტვინი ვერ იტევს შვიდზე მეტ ინფორმაციას ერთდროულად. სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა ჩამონათვალი, რომლის დამახსოვრებაც საჭიროა, შედგება შვიდი პუნქტისგან.

ზოგიერთი კომპანია ისეთ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ირჩევს, სადაც ჩანს, რომ თითქოს ისინი კონკრეტულ სფეროში უკონკურენტონი არიან. ისინი არეკლამებენ საკუთარ პროდუქტს ისე, თითქოს კოსმოსში არიან და შემდეგ უკვირთ და ბრაზობენ, რომ მათი გზავნილი არ მივიდა მომხმარებლამდე…

პოზიციონირება — ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია – როგორც ბიზნესში, ისე ცხოვრებაში!

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ტესტი სახალისოდ: რომელი კარით შეხვიდოდით?

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების 10 წესი ქალბატონებისთვის