პლანეტის 20 ულამაზესი ადგილი, სადაც ბუნება დაცულია

პლანეტის 20 ულამაზესი ადგილი, სადაც ბუნება დაცულია

აშშ სატელევიზო არხმა CNN შეადგინა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეროვნული პარკების რეიტინგი. შეფასების კრიტერიუმები იყო ბუნების სილამაზე და ადგილების მხატვრულობა, უსაფრთხოება და ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის დონე. ტელეარხმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ აშშ-ს პარკები რეიტინგში არ მონაწილეობდნენ.

GoodTravel-ი დაინტერესდა ამ ფაქტით და გადაწყვიტა B2P.GE-ს მკითხველისთვისაც გაეცნო ჩვენი პლანეტის ის ადგილები, რომლებიც ამ ჩამონათვალში მოხვდნენ. ყველაზე დიდი ყურადღება სიის ოცეულს მივაქციეთ და გვინდა გაგაცნოთ თქვენც.

ლოს-გლასიარესი, არგენტინა

პარკის ტერიტორიის 30 % დაფარულია ყინულით, ამიტომ მას სხვანაირად ეძახიან პატაგონიის ყინულების პარკს.

განდოკა-მანსანილია, კოსტა-რიკა

წარმოადგენს შერეულ ეროვნულ ნაკრძალს, სადაც შეხვდებით ფლორისა და ფაუნის წარმოუდგენლად ლამაზ შერწყმას, ოკეანის პლაჟებს, ასევე ადგილობრივი კულტურა ამ ადგილს ხდის უნიკალურს.

ტიკალი, გვატემალა

აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი – მაიას ცივილიზაციის ცენტრი.

ტორეს-დელ-პაინე, ჩილე

ეს ეროვნული პარკი მდებარეობს პატაგონიის ჩილეს ნაწილში. მეცნიერების აზრით ის 11 მლნ. წლისაა.

კანაიმა, ვენესუელა

კანაიმას ეროვნული პარკი მდებარეობს ვენესუელას სამხრეთ-აღმოსავლეთში. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი — ანხელი.

ჰალაპაგოსის კუნძულები, ეკვადორი

ჰალაპაგოსის ცნობილი კუები, რომელთა სახელიც დაერქვა კუნძულებს, ისინი რეკორდსმენები არიან ცხოველებში ყველაზე ხანგრძლივი არსებობის გამო — მათი სიცოცხლის ხანვრძლივობა 200 წელზე მეტია.

კაირნჰორმსი, შოტლანდია

პარკში არის ფართე და ცარიელი სივრცეები, რომლებზეც ფრინველები ბუდეებს იწყობენ.

ჰერემე, თურქეთი

წარმოადგენს მუზეუმს ღია ცის ქვეშ — აქ არის კლდეში ნაკვეთი 350 ბიზანტიური ეკლესია.

ტატრის ეროვნული პარკი, პოლონეთი

პოლონეთის ერთადერთი მაღალმთიანი პარკი, რომელიც შექმნილია უნიკალური მთის ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად.

პლიტვიცის ტბები, ხორვატია

ეს ადგილი მოიცავს 16 ულამაზეს კარსტულ ტბას, რომლებიც ერთმანეთს ჩანჩქერებით უერთდება.

ჩანჩქერი ვიქტორია, ზამბია

ჩანჩქერი მდებარეობს მდინარე ზამბეზზე ზამბიაში და ღირსეულად ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად.

კრიუგერის ეროვნული პარკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ეს ერთ-ერთი უძველესი პარკია სარ-ში, რომელიც წარმოადგენს ბიოსფერული რეზერვანტის კრიუგერ-ტუ-კენიონსის ნაწილს.

ნამიბ-ნაუკლუფტი, ნამიბია

ამ პარკის ფართობი თითქმის 50 000 კმ2-ია, ძირითადად უდაბნოა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიას მსოფლიოში.

ეინ-ავდატი, ისრაელი

ეინ-ავდატის ეროვნული პარკი ძირითადად უდაბნოსგან შედეგბა, თუმცა მის შემადგენლობაში ულამაზესი კანიონებიც შედის. ეს ადგილები დასახლებული იყო პირველი ქრისტიანი ბერებით.

ჩჟანცზიაცზე, ჩინეთი

ეროვნული პარკი გადაშლილია ულინიუანის მთებში, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, ხუნანის პროვინციაში. ეს ადგილი ყველას აოცებს თავისი სილამაზით. ის პარალელურად წარმოადგენს ზოოპარკს, ბოტანიკურ და გეოლოგიურ ნაკრძალს.

ნეჯანგსანი, სამხრეთ კორეა

პარკი ჩამალულია ნეჯანგსანის მთებში, სეულის სამხრეთით. განსაკუთრებულად ლამაზია შემოდგომით.

მინერია, შრი-ლანკა

მინერიას პარკის სიამაყეს წარმოადგენს სპილოების უდიდესი პოპულაცია.

ბანდჰავგარჰი, ინდოეთი

ამ პარკში ბინადრობენ ინდოეთში ვეფხვების ყველაზე დიდი პოპულაცია.

ულურუ — კატა-ტიუტა, ავსტრალია

ცნობილი წითელ-ყავისფერი ულურუს მთა (ერს-როკი) ფერს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან ეცემა შუქი.

პაპაროა, ახალი ზელანდია

ამ პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ლამაზი გამოქვაბულები და კრიქვის კლდეები.

ავტორის შესახებ

Good Travel
Good Travel 10 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გამოაფხიზლე შენი წარმატება

ამ დროში შესაძლებლობა უფრო მეტია, ვიდრე ადრე. როგორია ადამიანი შიგნიდან? რა არის მისი მიზნები? მისი ფასეულობები? ეს გაიგება იმით, რასაც ისინი ლაპარაკობენ ან წერენ? არა, არამედ იმით, თუ რას აკეთებენ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან

გრემ ჰილი: ნაკლები ნივთი, მეტი ბედნიერება

უყურეთ გრემ ჰილის საჯარო გამოსვლას თემაზე – “ნაკლები ნივთი, მეტი ბედნიერება”.

10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

1. ბებია მოზეზს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ის პატარა ფერმაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. ხატვა კი მაშინ დიწყო, როცა 76 წლის

გააკეთე ის, რისიც გეშინია!

ხშირად გვესმის „კომფორტის ზონის“ შესახებ, მაგრამ ცოტას თუ ესმის მისი მნიშვნელობა და ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დატოვება. ბევრი თვლის, რომ ეს არის მდგომარეობა, სადაც თავს ფიზიკურად ან ემოციურად

როგორ ავირჩიოთ ბიზნესის ადგილმდებარეობა: 10 რჩევა

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საკუთარი კომპანიის შესაქმნელად? რა დაეხმარება მას გადარჩეს პირველი სამი წლის მანძილზე? ამ სტატიაში მოყვანილია 10 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ახალი ოფისისთვის ადგილის შერჩევისას.