პერსონალთან მუშაობა – საჯარიმო სანქციები

საშემსრულებლო დისციპლინის დარღვევა არსებობს სამგვარი:

  • შეცდომა
  • გადაცდომა
  • აცდენა

ამასთან, შეცდომა და აცდენა, როგორც წესი დასჯას არ ითვალისწინებს, რადგან მიზანმიმართულად არ ხდება.

დასჯის მეთოდი შეიძლება იყოს სხვადასხვა და თუ მათ ზრდადობის მიხედვით დავალაგებთ, პირველი იქნება უსიტყვო ცენზურა, რომელიც გამოხატულია ხელმძღვანელის მიმიკით, ხოლო ბოლო ადგილზე იქნება სამსახურიდან დათხოვნა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კონკრეტული პირის წინააღმდეგ.

არსებობს მთელი რიგი დაუწერელი წესები, რომელბიც განსაზღვრავენ შრომით კოლექტივში ამა თუ იმ სასჯელის სახეობის გამოყენებას.

დასჯას უნდა ჰქონდეს მიზანი და განსაზღვრული აზრობრივი დატვირთვა – შეცვალოს დასჯილი ადამიანის ქცევა და მოახდინოს მასზე გავლენა.

აუცილებლად გასათავალისწინებელია, რომ დასჯა უნდა მოხდეს დანაშაულის ჩადენისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა დროის საზღვრები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი;

გუნდში ქცევის წესები დაქირავებულს თავიდანვე უნდა გააცნოთ, აუხსნათ ყველა აკრძალვის მიზეზი და მნიშვნელობა, რომ თანამშრომელს საშუალება ჰქონდეს თავიდან აიცილოს დარღვევები.

არ შეიძლება სასჯელად გამოყენებული იქნეს დამატებითი სამუშაო. ეს სწორი მოტივაციის დაქვეითებას უწყობს ხელს და შემსრულებელს უღვივებს ნეგატიურ დამოკიდებულებას სამუშაოს მიმართ. სჯობს ფულადი ჯარიმა გამოიყენოთ.

არსებობენ ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამშრომლებთან ურთიერთობის პრინციპად არჩეული აქვთ “მათრახი” – ისინი მზად არიან ნებისმიერი წვრილმანი შეცდომისთვის, რომელიც სამუშაო პროცესისთვის დამახასიათებელია, ეჩხუბონ, შენიშვნა მისცენ და დასაჯონ თანამშრომელი. ასეთ ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება. ყველა ხელმძღვანელის ამოცანაა თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფების მიერ დაშვებული შეცდომების და უცოდინრობის კომპენსაცია მოახდინონ საკითხში მათი გარკვევის, დახმარების და თანადგომის გზით, თუ რა თქმა უნდა თანამშრომლის ქმედება მიზანმიმართული არ არის.

არსებობს სიტუაციები, რომელთა დროს თანამშრომლის დასჯა არათუ საჭირო არ არის, საზიანოცაა. მაგლითად:

– თანამშრომელმა დაუშვა შეცდომა არამიზანმიმართულად და განიცდის, აცნობიერებს საკუთარ ბრალეულობას;

– როცა გაურკვეველია დამნაშავის ქცევის მოტივი ხელმძღვანელი ხშირად ვარდება სტრესულ სიტუაციაში, თავს ვერ აკონტროლებს და შესაძლოა თანამშრომელზე მიიტანოს იერიში, მიაყენოს მას დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამიტომ საჭიროა ახსნა-განმარტებითი წერილი დისციპლინის დამრღვევის მხრიდან, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ეს დაეხმარება ხელმძღვანელს საკუთარი თავიც აკონტროლოს და რაც მთავარია, დასჯის გადაწყვეტილება მიიღოს სამართლიანად ან საერთოდ არ მიიღოს.

– თუ თანამშრომელი ასრულებს მნიშვნელოვან საქმეს, სჯობს დასჯა გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება სამუშაო პროცესი.

გუნდში დისციპლინის გამყარებას ხელს უწყობს ხელმძღვანელის მხრიდან სწორი განწყობის შექმნა, სამუშაოს მიმართულების ახსნა – როდის არის კრეატივისა და არაფორმალური შემოქმედების და როდის წესების მკაცრად დაცვის დრო. გარდა ამისა, როცა თანამშრომლებისთვის აკრძალვებსა და ბარიერებს აწესებთ, აუხსენით მათ ამ ყველაფრის აზრი და აუცილებლობა – წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ გექნებათ.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები

ლეონარდო დიკაპრიო: მე ძვლმოდური ვარ