პაოლო კოელიოს 10 ციტატა

1. თუ მკითხავ კარგად ვგრძნობ თუ არა შენთან ერთად თავს, მე გიპასუხებ: „კი“. თუ მკითხავ შემიძლია თუ არა უშენოდ ცხოვრება, მე იგივეს გიპასუხებ.

2. მხოლოდ ერთი რამ ხდის ოცნებას აუსრულებელს – ეს არის წარუმატებლობის შიში.

3. ბედნიერება ზოგჯერ საჩუქარივით მოგვდის, მაგრამ უმეტესწილად ეს არის გამარჯვება და გადალახვა.

4. იქ, სადაც გველიან, ჩვენ ყოველთვის დროულად ვჩნდებით.

5. როცა შენს გარშემო ერთი და იგივე ადამიანები არიან… – თითქოს თავისთავად ხდება მათი შენს ცხოვრებაში შემოსვლა. ხოლო შენს ცხოვრებაში შემოსვლის შემდეგ მათ სურთ შეცვალონ ის. თუ შენ არ გახდები ისეთი, როგორიც მათ სურთ, ისინი ბრაზდებიან. ყველამ ზუსტად იცის როგორ იცხოვროს ამ ქვეყნად. თუმცა რატომღაც ვერავინ ახერხებს საკუთარი ცხოვრების დალაგებას.

6. როცა გიყვარს, შეგიძლია იყო ვინც გინდა. როცა გიყვარს, სულაც არაა საჭირო გესმოდეს რა ხდება, რადგან ყველაფერი თქვენში ხდება, ასე რომ ადამიანი თავისუფლად შეიძლება ქარივით დატრიალდეს.

7. სიყვარული – ეს ერთად-ერთი რამ არის, რაც გონებას ამძაფრებს, აღვიძებს შემოქმედებით ფანტაზიას, ეს არის ის, რაც ჩვენ გვწმინდავს და გვათავისუფლებს.

8. სიყვარული – ეს არ არის ჩვევა, კომპრომისი ან ეჭვი. ეს არის ის, რასაც ჩვენ რომანტიკული მუსიკა გვასწავლის. სიყვარული არსებობს დაზუსტებებისა და განსაზღვრებების გარეშე. გიყვარდეს და ნუ იკითხავ ნურაფერს. უბრალოდ გიყვარდეს.

9. ბავშვმა შეიძლება უფროსს სამი რამ ასწავლოს: ყოველგვარი მიზეზის გარეშე სიხარული, ყოველთვის გამონახოს რაიმე საქმე თავისთვის და თავის ნათქვამს არ გადავიდეს.

10. მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ სხვები – რადგან ისინი ნებისმიერ შემთხვევაში რაიმეს იფიქრებენ. ასე რომ მოეშვი.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

წარმოუდგენელი, რეალური ისტორიები ძუნწი ადამიანების შესახებ

12 მეთოდი იმისათვის, რომ მიიღოთ ყველაფერი, რაც მოგინდებათ