6 პატარა რჩევა დიდი მიზნების მიღწევისთვის

სტატისტიკა ამტკიცებს, რომ დაპირებების დაახლოებით 88% არასოდეს არ შესრულდება. როგორც წესი, ეს დიდი საქმეებია, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია დრო და ნებისყოფა: ჭამოთ ნაკლები, იშოვოთ კარგი სამსახური და ისწავლოთ ეკონომია. ეს მნიშვნელოვანი მიზნებია და დაუჯერებლად ჩანს, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო ცოტა ადამიანი ახერხებს მათ მიღწევას. ამ სტატიაში თავმოყრილია 6 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

1. ყოველ დილით დალიეთ ერთ ჭიქა წყალი
გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთ ჭიქა წყალი. წყალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარბილებას და ამზადებს მას საუზმისთვის. მომზადებული კუჭი უკეთ შეძლებს გაუმკლავდეს პროდუქტების ათვისებისა და მონელების პროცესს.

2. შეცვალეთ მგზავრობა ფეხით გასეირნებით
სანამ დაპირდებით საკუთარ თავს, რომ დილიაადრიან ადგებით და ივარჯიშებთ მუდმივად, მანამ საკუთარ თავს ჰკითხეთ: ხართ კი თქვენ ის ადამიანი, რომელიც მზადაა ამისთვის? თუ თქვენი პასუხია „არა“, მაშინ სჯობს პატარა ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ სწორი მიმართულებით. შეეცადეთ დღეში ერთი, პატარა გასაეირნება მოაწყოთ, მაგალითად კაფემდე, ეს ერთგვარი ვარჯიში იქნება სპორტული დარბაზის გარეშე.

3. იკითხეთ ძილის წინ
ძილის წინ 1 ფურცელიც რომ წაიკითხოთ, წლის მანძილზე თქვენ წაიკითხავთ 365 გვერდიან წიგნს. ეს შთამბეჭდავი რეზულტატი არ არის, მაგრამ არაობას სჯობს! თუ თქვენს ხელში მართლაც საინტერესო წიგნი აღმოჩნდა, წაკითხული ფურცლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, და საერთოდაც, კითხვა სასარგებლოა თქვენი ტვინისთვის.

4. გაიუმჯობესეთ თქვენი პროფესიული უნარები
გამოიყენეთ ინტერნეტი ან პერიოდული გამოცემები, რომ იმ ინფორმაციების კურსში იყოთ, რაც ეხება თქვენს სამუშაოს ან იმას, რისი გაკეთბაც გინდათ. წაიკითხეთ ერთი სტატია, ან დამეგობრდით სოციალურ ქსელში მასთან, ვინც იგივე საკითხებით არის დაინტერესებული. განვითარდით.

5. ნაკლებად გაანებივრეთ საკუთარი თავი
ისიამოვნეთ საყვარელი კერძის ან სასმლის ზომიერი მირთმევით. შეზღუდეთ, მაგრამ ნუ გამორიცხავთ, რადგან მსგავსი მიდგომა გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოგინდებათ ისინი. მაგალითად თუ სუშის ყოველ დღე მიირთმევდით, მიიღეთ ის დღეჩაგდებით ან უფრო იშვიათად – ამით სუში კიდევ უფრო გემრიელი გახდება.

6. ღრმად ისუნთქეთ 10 წამის მანძილზე
თუ რაიმეთი შეწუხებული ხართ, მაშინ ისეთი რჩევები, როგორიცაა “არ ინერვიულო” – კიდევ უფრო უშედეგოა, ვიდრე ჩანს. იმის ნაცვლად, რომ ენერგია ამაზე დახარჯოთ, სცადეთ მიმართოთ ის რაიმე სასარგებლოსა და აქტიურზე, მაგალითად სუნთქვაზე. დახუჭეთ თვალები და 10 წამის განმავლობაში ღრმად ისუნთქეთ. გარდა იმისა, რომ მოეშვებით, ეს ერთგვარი სიგნალიც არის თქვენი ტვინისთვისთვის, რომ დაისვენოს. დასვენებულ ტვინს კი შეუძლია მიიღოს სწორი და მყარი გადაწყვეტილება, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ.

ეს რჩევები მოცემულია იმისათვის, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად სწორ გზაზე დადგეთ. ყველაზე დიდი გზაც კი პატარა ნაბიჯებით იწყება. იარეთ და ყველაფერი გამოგივათ!

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად – 5 გამოჩენილი ადამიანის რჩევა

7 დღე და შენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება