ოპრა უინფრის ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები

ოპრა უინფრის ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები

”როდესაც თქვენ არ აფასებთ საქმეს, რომელსაც აკეთებთ, არც სამყარო დაგაფასებთ თქვენ, როგორც პიროვნებას.”

”ამოისუნთქეთ. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს წუთი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.” 

”რასაც ახლა აკეთებთ, აკეთეთ საუკეთესოდ. შემდეგ კი აქციეთ ეს თქვენ საუკეთესო მხარედ.”

”იყავით მადლიერი იმის რაც გაქვთ, რათა მოგეცეთ უფრო მეტი. თუ ფოკუსირებული რაიმის არ ქონაზე იქნებით, გპირდებით, ვერასოდეს მიიღებთ სასურველს.”

”აქციეთ თქვენი ჭრილობები სიბრძნედ.”

”როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, თქვენ მისი მიღწევა შეგიძლიათ , იმ შემთხვევაში თუ საკუთარ თავთან დაუღალავად იმუშავებთ.”

”თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, თუმცა არა ერთდროულად.”

”ენდეთ საკუთარ ინსტიქტებს, ეს ყველაზე ბრძნული რამ არის ცხოვრებაში.”

”ნამდვილი პატიოსნებაა აკეთო ის, რაც სწორად მიგაჩნია. მაშინაც კი, როცა არავინ იცის თქვენი საქმეების შესახებ.”

”დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გაცემული ყოველთვის უკან გიბრუნდებათ.”

”ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია იცოდე, რომელ ხიდზე უნდა გაიარო და რომელი დაწვა სამუდამოდ.”

”ცხოვრების გამოწვევები არის საჩუქრები, რომლებიც გვაიძულებს მოვძებნოთ ჩვენში ახალი ძალა. ნუ ებრძვით მათ, უბრალოდ იპოვეთ ახალი გზები.”

”იმის რისიც გეშინიათ სინამდვილეში არ აქვს ძალა. ძალა აქვს მხოლოდ თქვენს ფიქრებს შიშზე. შიშისგან გათავისუფლება მასთან დაპირისპირებაშია.”

”შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებსაც სიმაღლეებისკენ მიჰყავხართ.”

”ნამდვილი პატიება ნიშნავს, როცა შეგიძლია თქვათ: ‘’მადლობა ამ გამოცდილებისთვის.’’

”თქვენ გახდებით არა ის, ვინ გინდა რომ იყო. არამედ ის, რისიც გჯერათ რომ იქნებით.”

”თუ აკეთებთ საქმეს, რომლისათვისაც ფულს არ გიხდიან, გაიხსენეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხართ.”

”ყველაზე დიდი გაბედული ქმედება, რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ არის ის, რომ გავბედოთ წარსულიდან თავის დაღწევა და ჩვენ ოცნების ცხოვრებით ცხოვრება. ჩვენ ეს შეგვიძლია.”

”არ მისცე შიშს უფლება შენზე გაიმარჯვოს.”

”ყველას უნდა თქვენთან ერთად ლიმუზინით მგზავრობა, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით იქნება მაშინაც კი, როცა მანქანა უკან-უკან მიგორავს.”

”გააკეთეთ ისეთი რამ, რასაც გგონიათ რომ ვერ შეძლებთ. დამარცხდით? თავიდან სცადეთ და სცადეთ უკეთესად. ვინც სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობს, ის არც არასოდეს ეცემა.”

”ცხოვრების ნამდვილი საიდუმლო ისაა, რომ საიდუმლო არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი,  მისკენ მიმავალი გზა, შრომის სიყვარულზე გადის.”

”ცხოვრებაში მიიღებთ იმას, რისი მოთხოვნის სიმამაცეც გაქვთ. ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების.”

”ყველა დროის უდიდესი აღმოჩენა არის ის, რომ ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავის მომავალი საკუთარი ქცევების შეცვლით.”

”ჩვენი სურვილები გვქმნის ჩვენ.”

”მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება. მაშინაც კი, როცა ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სიბრძნე ამის დასანახად.”

”ყველას აქვს თავის მოწოდება და თქვენი მთავარი საქმეა რაც შეიძლება მალე აღმოაჩინოთ რა არის ის და ვინ ხართ თქვენ რეალურად. ეს არის გზა მცირედით მაინც შეცვალო სამყარო უკეთესობისეკენ.”

”შენ შეგიძლია თავი წარმოიდგინო როგორც ტალღა ოკეანეში ან იყო ოკეანე.”

”არაფერი არ მოხდება მანამ, სანამ თავად არ გადავწყვეტთ. მიიღეთ გადაწყვეტილება და უყურეთ საკუთარ წინსვლას.”

”ამ ქვეყად ყველაზე დიდი თავგადასავალია – იცხოვრო საკუთარი ოცნების ცხოვრებით.”

”გახსოვდეს, სიმართლე ყველაზე ძლევამოსილი იარაღია.”

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

პიგმალიონის ეფექტი: მოლოდინი მართლდება!

პიგმალიონის ეფექტი – ეს არის მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორის რწმენაში და ისეთ ქცევაში, რომლის გამოც აღნიშნული ინფორმაცია მართლდება. საკითხის ისტორია კვიპროსის მითოლოგიურმა მეფემ

პირადი ფინანსირებისა და სიმდიდრის 20 პრინციპი

1. თუ ფული არ გყოფნის – მოძებნე დამატებითი სამსახური. 2. ფულის გამომუშავება მარტივია – რთულია მათი შენახვა და რაოდენობაში გაზრდა. 3. ხშირად ადამიანები ცოტას შოულობენ იმიტომ, რომ არ აფასებენ თავიანთ

უორენ ბაფეტი: წარმატების სამი ფაქტორი

1. იპოვეთ გმირები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აირჩით წარმატებული მოძღვრები თქვენი ცხოვრებისათვის. ეს არ გულისხმობს პირადი, უშუალო ტრენინგების ჩატარებას ერთი ერთზე იმასთან, ვისაც აირჩევთ თქვენს მასწავლებლად. ადამიანები, რომლებსაც გინდათ მიბაძოთ,

ზიგ ზიგლარი – “დაბადებული გამარჯვებისთვის”

ზიგ ზიგლარი იყო განთქმული ექსპერტი სრულ და დაბალანსებულ წარმატებაში და გამარჯვებისთვის დაბადებაში, წარმატების კოდის პოვნაში, მის ბოლო წიგნში იგი გვიზიარებს გამარჯვების ფილოსოფიას – რომ ჩვვენ უნდა დავგეგმოთ და უნდა მოვამზადოთ

მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

რაც უფრო ადრე გადაყრი ნაგავს, მით უფრო ადრე შემოვა რაღაც ახალი შენში. მაშ ასე, ის რაც ახლავე უნდა მოიშორო: 1. უარყოფითი ფიქრები – ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ ცუდათ ხარ

როგორ კლავს თქვენი საუბრის მანერა თქვენდამი ნდობას – 8 ცუდი ჩვევა

1. ჟარგონი ეს არის საუბრის ფორმა, როცა ჩვეულებრივი სიტყვები გამოითქმის ახალი ფორმებით იმისამთვის, რომ საუბარს უფრო «ბიზნეს» ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, ბიზნეს-სლენგის მოყვარულები ფიქრობენ ესმით თუ არა გარშემომყოფებს მათი, რადგან ხშირად