ნორვეგიაში ხეების მოჭრა სრულად აიკრძალა!

ნორვეგიაში ხეების მოჭრა სრულად აიკრძალა!

მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ტროპიკული ტყეების განადგურებასთან — ეს ეხება ხისგან დამზადებულ ნივთებს, პალმის ზეთით დამზადებულ საკვებ პროდუქტებს და ა.შ. განსაკუთრებით ზიანდება არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, პარაგვაის, ინდონეზიის, მალაიზიის, ახალი გვინეისა და პაპუას ტყეები — რთულია გაჩეხილი ტყეების ყურება, რომელიც ოდესღაც ფლორისა და ფაუნის უმარავი სახეობის სახლი იყო.

ნორვეგიის ხელისუფლება უკვე აღარ შეიძენს ისეთ პროდუქციას, რაც დაკავშირებულია ხეების გაჩეხვასთან. ასევე არცერთი სახელმწიფო კონტრაქტი არ გაუფორმდება ისეთ კომპანიებს, რომლებიც ახდენენ ტოპიკული ხეების გაჩეხვას. ბოლო წლების მანძილზე მთელმა რიგმა კომპანიებმა უკვე შეამცირეს მსგავსი წარმოების პროდუქციის შეძენა, თუმცა დღემდე ეს არ იყო გამყარებული ხელისუფლებისგან წამოსული ინიციატივითა და მოთხოვნებით.
ნორვეგიამ ამის პრეცედენტი შექმნა. ის მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელმაც სრულად უარყო პროდუქცია, რომლის დასამზადებლად ხდება ტყეების გაჩეხვა. სახელმწიფო შესყიდვების მხრივ ნორვეგიაში დაწესდა მკაცრი კონტროლი იმისათვის, რომ დაიცვან მთელი პლანეტის ტყეები.

ნორვეგიის ფონდმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოებსაც, რომ გაატარონ მსგავსი ზომები, მიმართვა კონკრეტულად ეკუთვნოდა გერმანიას და დიდ ბრიტანეთს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყეების შენარჩუნება ნებისმიერი ერისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიამ გადადგა პატარა ნაბიჯი ამ საქმეში, ის ძალიან სწორი ნაბიჯია.

წყარო: iflscience.com

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კენ სანდჰეიმი: საუკეთესო ბოსის 5 ნიშანი

კარგი ხელმძღვანელი — წარმატების საწინდარია, თავის მხრივ კი KAS Placement-ის CEO და Forbes-ის, Chicago Tribune-ის, AOL-ის, Business Insider-ის და Huffington Post-ის ავტორი კენ სანდჰეიმი გვიზიარებს თავის ხედვებს იდეალური «გემის კაპიტნის»

იმისათვის, რომ მამაკაცურად გამოიყურებოდეთ

1. უნდა იბანაოთ ყოველ დღე. სწორედ ყოველ დღე და არა რაიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულების შემდეგ. 2. უნდა გამოიცვალოთ წინდები დღეში ერთხელ. ყვოელ დღე დილით უნდა ჩაიცვათ სუფთა წინდები. 3. უნდა შეიჭრათ

ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა

გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით რასაც ის გასცემს. ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ყავს–უცოდინრობა. ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები,

მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე

არავის და არაფრის ფასად არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვა. ეს არ არის თავგანწირვა და არც არაფრის კარგის საფასური. ეს საკუთარ თავთან ღალატია, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდება, ადრე თუ გვიან ყველაფრის

ბიზნესმენების 7 აღიარება. რა გელით, როცა საკუთარ საქმეს წამოიწყებთ?

ადამიანები იწყებენ თავის ბიზნესს იმისათვის, რომ შეცვალონ სამყარო. როგორც წესი, მათ აქვთ შესანიშნავი იდეა, ჰყავთ თანამოაზრეთა გუნდი, აქვთ გარკვეული კაპიტალი, სამოქმედო გეგმა და კიდევ სტერეოტიპების ნაკრები იმის თაობაზე, თუ რას

მოუსმინე საკუთარ გულს და მასში სამყაროს ხმას გაიგონებ

პირველ რიგში  მინდა ვთქვა რომ ადამიანი, როდესაც იმ საქმეს ემსახურება, რომელიც მოსწონს, და მისი სამუშაო კაბინეტი  ცათამბჯენის  ერთ – ერთ ჰოლდინგში მდებარეობს, სამუშაო სივრცე არის მყუდრო, ფანჯრიდან მოჩანს სიმწვანეში ჩაფლული