10 დასტური იმისა, რომ ნიკოლა ტესლა დროს უსწრებდა

10 დასტური იმისა, რომ ნიკოლა ტესლა დროს უსწრებდა

ნიკოლა ტესლა (Nikola Tesla) – ცნობილი ფიზიკოსი და გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში, დაიბადა სმილანში (Smiljan), ხორვატია. თავისი ფენომენალური მეხსიერების წყალობით 6 ენა შეისწავლა. მან 4 წელი გაატარა გრაცეს უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც შეისწავლა ფიზიკა და მათემატიკა.

1. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ბევრი იმ იდეისა და გამოგონების ავტორი, რომელსაც ამ დრომდე ვიყენებთ და მისმა ღვაწლმა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში რადიკალურად შეცვალა კაცობრიობის განვითარების პროცესი, მის სახელს ძალიან იშვიათად ვხვდებით სასკოლო წიგნებში. მისი ერთ-ერთი მთავარი გამოგონებაა ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა.
1664899583534a90ba1e511978239735_orig

2. რადიოს გამომგონებლად მარკონი (Guglielmo Marconi) მიიჩნევა, ელექტრომაგნიტური ტალღების – რენტგენი (Wilhelm Conrad Röntgen), ხოლო ელექტრონული გამაძლიერებლების – ფორესტი (Lee De Forest), თუმცა სინამდვილეში ყველა ეს გამოგონება ტესლას დამსახურება იყო. მან ასევე გამოიგონა ფლუორესცენტული ნათურა, ნეონის ნათება, სიჩქარის გამომთვლელი, ავტომობილის ანთების სისტემა, ელექტრონული მიკროსკოპი, მიკროტალღური ღუმელი და საფუძველი დაუდო რადარის გამოგონებას.
549ea69ae8ce0d4d5dd99794
ელექტრონული გენერატორები და მოტორები, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ლაზერული ტექნოლოგიები, რობოტების მშენებლობის ტექნოლოგია და ბევრი სხვა შეიქმნა ნიკოლა ტესლას მიერ გამოგონილ საფუძველზე.

3. თავდაპირველად, როცა ის ახალი ჩასული იყო ამერიკაში, მუშაობდა ტომას ედისონისთვის (Thomas Alva Edison). იმ დროს ედისონმა მიიღო პატენტი მის მიერ გამოგონილ ნათურაზე და სჭირდებოდა სისტემა ელექტოობის გასანაწილებლად.
549eaedfa0b3254a28654257_result
ედისონი ტესლას ჯილდოდ დაპირდა დიდ თანხას, თუკი ის გადაწყვეტდა პრობლემას ელექტროობის გადანაწილებასთან დაკავშირებით. ტესლამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას და გადაარჩინა იგი დიდ ხარჯებს, თუმცა თანხა, რომელსაც შეპირდნენ, არ მიუღია.

4. გარდაცვალებამდე ედისონმა ტესლა დაიბარა, რათა ბოდიში მოეხადა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არჩია დრო კაცობრიობის საკეთილდღეოდ დაეხარჯა, ვიდრე მოესმინა სიტყვები, რომელსაც მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. შესაბამისად მან არ შეასრულა ედისონის ბოლო სურვილი.
445670467658_DigiMedia_AmGen_CharInt__NikolaTesla_v1.00_02_01_16.Still001
5. ნიკოლა ტესლამ თავდაპირველად თქვა, რომ დიდი რაოდენობის ელექტროობის გადაცემა წყაროდან სადენების გარეშე შესაძლებელია. მოგვიანებით მან ეს დაადასტურა თავისი ექსპერიმენტებით.
nikola-tesla324234
6. მისი ოცნება იყო მთელი მსოფლიო უფასო ენერგიით უზრუნველეყო. 1900 წელს ინვესტორ მორგანის დახმარებით, რომელმაც საქმეში 150 000$ ჩადო, ნიუ-იორკში დაიწყო კოშკის მშენებლობა ტრანსლაციის უსადენო სისტემისთვის (Wardenclyffe).

აღნიშნულ კოშკს უნდა გაეერთიანებინა ტელეფონებისა და ტელეგრამების სერვისი მთელ მსოფლიოში. ასევე იგეგმებოდა ფოტოების, საბირჟო და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა. სამწუხაროდ მორგანმა შეაჩერა ინვესტირება როცა მიხვდა, რომ ეს იქნებოდა უფასო ენერგია მთელი მსოფლიოსთვის.
cropped-wardenclyffe_sticker2
ტესლამდე აზრად არავის მოსვლია ხმისა და გამოსახულების ტრანსლირება, ამიტომაც მას გიჟად მიიჩნევდნენ.

ადვილი შესაძლებელია, პროექტის ინვესტიცია რომ არ შეწყვეტილიყო, დღეს ჩვენ შევძლებდით უფასო და უსადენო ელექტროობის გამოყენებას.

7. მის პროექტებს შორის მთავარ პროექტად ენერგიის უსადენო გადაცემა იქცა. ისტორიულ ჩანაწერებში მითითებულია, რომ მან შეძლო 20 ნათურის ანთება 25 მილის დაშორებით სადენების გამოყენების გარეშე.
PrestigeLightbulbs

8. ის თავის ლაბორატორიაში იყენებდა ფლუორესცენტულ ნათურას 40 წლით ადრე იქამდე, ვიდრე ამ უკანასკნელს ინდუსტრია „გამოიგონებდა“.
549e9f0caef6833c24d9b55e

9. როცა ტესლამ ფორდის ავტომობილი დაინახა, განაცხადა რომ ასეთი დიდი ძრავი არ სჭირდებოდა. ფორდმა ჩათვალა რომ ტესლას თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და მისი რჩევა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ტესლას მოუწია გამოეგონებინა ავტომობილის ანთების სისტემა და ეჩვენებინა იგი ფორდისთვის. მაგრამ უიღბლობამ აქაც იჩინა თავი, აღნიშნული სისტემის პატენტი ფორდმა აიღო.
549e9f0caef6833c24d9b55e

10. 1898 წელს მედისონ სქვეარ გარდენში ტესლამ განახორციელა პირველი კატერის დემონსტრირება დისტანციური პულტით. ამდენად ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ მას დისტანციური თვითმფრინავების, მანქანების, კატერისა და ტელევიზორის პულტისთვისაც კი.
Madison-Square-Garden-ingresso
დემონსტრირების პროცესში, მაყურებლების სურვილის მიხედვით ტესლა ცვლიდა კატერის მიმართულებას, უმატებდა ან აკლებდა სისწრაფეს, ანთებდა ან აქრობდა ფარებს. ეს დაუვიწყარი სანახაობა ბევრი გაზეთის მთავარ გვერდზე მოხვდა. დამსწრეები ფიქრობდნენ, რომ ის ამას ტელეკინეზის მეშვეობით აკეთებდა. მისი დისტანციური პულტის წყალობით დღეს შემუშავებულია მოწყობილობები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მართვა გარკვეულ დისტანციაზე.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

პატარა გუნდის ეფექტურობის გაზრდის 5 გზა

თუ თქვენ პატარა კოლექტივს ხელმძღვანელობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ გარკვეული ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდის მუშაობიდან მიიღოთ მაქსიმუმი. პატარა გუნდებს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც ნაკლები ადამიანია გუნდში, მით უფრო

6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვიცხოვროთ სინანულით და ამას ყველა ეთანხმება. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს ამ ფილოსოფიით. თუ იკითხავ რატომ, პასუხია შიში! ადამიანებს ეშინიათ მისდიონ საკუთარ

სკოტ გერბერი: რეკომენდაციები დამწყები ბიზნესმენებისთვის

სკოტ გერბერმა — მეწარმემ, ბიზნეს-ანგელოზმა და წიგნის «არასოდეს არ მოეწყოთ «ნამდვილ» სამსახურში» ავტორმა — დამწყები ბიზნესმენებისთვის თავისი რეკომენდაციების ჩამონათვალი მოამზადა. 1) ფოკუსირდით, ფოკუსირდით და კიდევ ერთხელ ფოკუსირდით! ბევრ დამწყებ მეწარმეს

დაკავდით თქვენი ოცნებების ასრულებით

ოცნებების ასრულების დრო დადგა და თუ შენ ასე არ ფიქრობ, ნება მომეცი შეგახსენო, რომ დრო მიდის და შენი წამზომი მაშინ ჩაირთო, როდესაც მოევლინე ამ ქვეყნად. ადამიანები ელოდებიან რაღაც მნიშვნელოვან გარდატეხას

ეს საიტი საშუალებას იძლევა იშოვოთ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას!

დასავლეთში სწრაფად ვითარდება და პოპულარული ხდება სტარტაპი Jobbatical.com ის ადამიანებს საშუალებას აძლევს სამსახური იშოვონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წლის მანძილზე. სტარტაპმა მსხვილი ინვესტორების ყურადღბა მიიქცია. Techcrunch-ი წერს: «Jobbatical-მა წარმატებით დახურა

სუნთქვა, ემოციების კონტროლის საუკეთესო საშუალება

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სხეულში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარე სამყარო არ ახდენს ჩვენზე გავლენას. ჩვენი ემოციური უკუკავშირი სამყაროს მიმართ რთული და კომპლექსურია. ვიდეოში, რომელიც წარმოგვიდგინეს Julie Bayer Salzman and