ნდობის მოპოვების და დაკარგვის 14 მიზეზი ფრენკ სონერბერგმას მიხედვით

მოცემულ სიტუაციაში ენდობოდით კი საკუთარ თავს? დაიმახსოვრეთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი, მაგრამ ფასეული პრინციპები და რჩევები ნდობის შესახებ.

ნდობა არ არის რაღაც აბსტრაქტული, თეორიული იდეალიზმი, რომელიც ჩვენი მიღწევის საზღვრებს სცილდება. ნდობა თუ ნდობის ნაკლებობა თან სდევს ყოველ ჩვენს ქმედებას და გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. სანდოობა ის ფუნდამენტია, რომელიც აკავშირებს ურთიერთობებს, აერთიანებს მეუღლეებს, კომერციულ გარიგებებს ხელშეუხებელს ხდის და პოლიტიკურ სტრუქტურებს სტაბილურს. უნდოობის გამო, ოჯახები ინგრევა, არჩევნებისას ამომრჩეველი ხდება გულგრილი, გარკვეული დაწესებულებები ეჭვის ქვეშ დგება.

ამგვარად, ნდობის გარეშე ვერც ერთი, პიროვნება იქნება ეს თუ რაიმე დაწესებულება, ვერ შეძლებს სწრაფვას სრულყოფილებისაკენ.

სიმართლე ის არის, რომ ნდობა ფრთხილად უნდა დამყარდეს, თანდათან იზრდებოდეს და გამუდმებით მტკიცდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ნდობის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი დრო სჭირდება, ის შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაკარგულ იქნეს. თუ ერთხელ მაინც ნდობა დაიკარგა, თითქმის შეუძლებელი ხდება მისი ხელმეორედ მოპოვება.

როგორ ვაკეთოთ ეს? როგორ უნდა მოვიპოვოთ ნდობა, ასეთი წმინდა და ფასეული? გაეცანით და დაიმახსოვრეთ 14 რჩევა, რომელიც შეიმუშავა ფრენკ სონერბერგმა თავის ნაშრომში “მიენდე საკუთარ სინდისს.”

1. იყავი პირდაპირი. თქვი ყველაფერი ისე, როგორც არის.

2. ნუ შეგეშინდება ცუდი ამბის თქმის, დამალვა უარესი იქნება.

3. სიმშვიდე შეინარჩუნე, იყავი თავდაჭერილი და მოიკრიბე ძალები.

4. გაამხილე პრობლემური საკითხის ორივე მხარე (დაე, თავად განარჩიონ).

5. იყავი კარგი მსმენელი.

6. გაამხილე შესაძლო მიზეზები ინტერესთა კონფლიქტისა.

7. სულ პატარა გაზვიადებამაც კი შეიძლება შენი სანდოობა ეჭვქვეშ დაყენოს.

8. ყოველთვის სიმართლე თქვი, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად სიმართლე გამხელს.

9. თავის არიდების მცდელობა (მაგალითად, კორპორატიულ წვეულებაზე ან თუნდაც რომელიმე სოციალურ ქსელში) გავლენას მოახდენს შენს სანდოობაზე.

10. “ყველა ასე იქცევა” არასაკმარისი მიზეზია, იმისათვის, რომ შენც ასე მოიქცე.

11. ისწავლე უარის თქმა ისე, რომ არ ჩაგთვალონ მოწინააღმდეგედ.

12. ჭორის განმეორება ისეთივე უმსგავსი საქციელია, როგორიც მისი გამოგონება.

13. იქამდე, სანამ სრულად გენდობიან, აუცილებლად გამოგცდიან წვრილმანებში.

14. ერთადერთი რამ, რაც სხვების შესახებ ლაპარაკზე უარესია, ეს საკუთარ თავზე ლაპარაკია.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

წარმატებული ადამიანის 10 წესი, მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

ბედნიერი ადამიანების 8 ჩვევა