in , ,

მოტივაციის 10 გზა პანდემიის დროს

COVID-19 პანდემია არის დარტყმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. მაგრამ ახლა დროა გადადგათ პროაქტიული ნაბიჯები, რაც დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში თქვენს პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში.

უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ არსებული მდგომარეობა ახალ რეალობად მაინც ვერ იქცა. ბევრისთვის ეს არის ფილმ Groundhog Day-ის დისტოპიური, ბნელი ვერსია და წესები ყოველდღე იცვლება. ბუნებრივა, ასეთ ქაოსურმა სიტუაციამ რომ გამოიწვიოს ფიზიკური და მენტალური ლეტალობა. შემცირებული ინიციატივის უკან ძლიერი ემოციებია:

1.შიში: იმ მრავალ კითხვათა შორის რომელიც COVID-მა წამოჭრა არის:

მოკლევადიან პერიოდში: როგორ გავლენას მოახდენს ეს ჩემს კარიერასა და ფინანსებზე?როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? როდის შევძლებ ჩემი ოჯახის და მეგობრების ნახვას? დაავადდები? როგორი იქნება ცხოვრება იზოლაციის მოხსნის შემდეგ?ვარაუდებს და კითხვებს დასარული არ უჩანს. ფინანასებზე და ჯანმრთელობაზე ნერვიულობა იწვევს უზარმაზარ შფოთვას და თვითანალიზს.

გრძელვადიან პერიოდში: ეს კიდევ მოხდება? როგორ ვიყო უფრო მომზადებული სამომავლოდ? რა ვისწავლე ამ ყველაფრისგან?

2. იზოლაცია. ადგილზე თავშესაფრის მოწყობის ფენომენმა, არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ბევრისთვის, კოლეგებისგან, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან განცალკევებამ სტრესი გამოიწვია, რადგან ეს ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაა.მიუხედავად იმისა,რომ ასრებულმა მდგომარეობამ შექმნა უნიკალური შესაძლებლობა საბოლოოდ შეანელოთ სვლა და დადტკბეთ წვრილმანებით,ზოგიერთ ადამიანში, შეზღუდულმა პერსონალურმა სივრცემ, კლაუსტროფობია გამოიწვია.

ტექნოლოგიები დაეხმარა საზოგადოებას მდგომარეობასთან გამკლავებაში, ნაწილობრივ გადაკვეთა უფსკრული და შეგვახსენა რომ ,, ჩვენ ყველა ერთად ვართ’’.ამასთან სოციალურ მედიას შეუძლია უზრუნველყოს კრიზისისგან თავის დაღწევა – პირადი ან პროფესიული ვალდებულებების გვედრით გადადებით.

3. ყურადღების ნაკლებობა. სტატიის სათაურები, რომლებიც გვკარნახობს, როდის და სად შეგვიძლია სიარული, საუბარი და სუნთქვაც კი საჯარო ადგილებში,ზოგჯერ ყოველ საათში იცვლება. გასაკვირი არ არის რომ პროდუქტიულობა შეიძლება განადგურდეს რუტინის მუდმივი რღვევის პირობებში. კონტროლზე უარის თქმა მარტივი არ არის, ამ მომენტისთის ეს ჯერ კიდევ საჭირო თვისებაა. დროა გაანალიზოთ რისი კონტროლი შეგიძლიათ.

ამ ციკლონში ყოფნამ შეიძლება თავი უმეწოდ გაგრძნობით და მოგწყვიტოთ ყველაფერს რაც ქმნის თქვენს კეთილდღეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა რთულ სიტუაციას აქვს პოზიტიური ასპექტებიც. თქვენ გაქვთ არჩევანი მართოთ თქვენი ცხოვრება, თუნდაც მცირე საშუალებებით. გთავაზობთ რამდენიმე იდეას:

  • შეადგინეთ გრაფიკი. ყოველდღიური გეგმის გარკვეული მონახაზის ქონა ძალას შეგმატებთ. შეადგინეთ დღის წესრიგი წინა ღამით. სულ მცირე გეცოდინებათ რითი უნდა დაიწყოთ შემდეგ დღე – ეს დაგეხმარებათ რომ დარჩეთ აქტიური.
  • გამიჯნეთ სამუშაო და პირადი ცხოვრება. დისტანციურად მუშაობა ბევრისთვის ახალია, ასე რომ დისციპლინა არის დღის მთავარი სიტყვა. ადექით, ჩაიცვით, მოაწესრიგეთ თქვენი სივრც ე და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ აკონტროლებთ თქვენს სამუშაო საათებს (როგორ რთულადაც არ უნდა ჩანს ეს ახალა). დაძლიეთ საინფორმაციო სიახლეების წაკითვის ცდუნება დღის დაწყებისას. ამის ნაცვლად, მოკლედ ჩამოწერეთ დღის გეგმები. გააკეთეთ პირადი საქმეები არასამუშაო საათებში. თქვენ გჭირდებათ სტრუქტურიზება და კონტროლი – რაც ხელს შეუწყობს მეტ ინიციატივას.
  • ივარჯიშეთ და ისეირნეთ. საკუთარი თავი მოქმედებაში მოიყვანეთ. არ არის აუცილებელი ზედმეტად ძლიერად დაიტვირთოთ ვარჯიშით. საკმარისი იქნება თუ დაიწყებთ 20 წუთით ბუნებაში სეირნობით. დაიმახსოვრეთ ჰარი ტრუმენის სიტყვები: ,,არასრულყოფილი მოქმედება სჯობს სრულყოფილ უმოქმედობას’’.

4. შეისწავლეთ სარელაქსაციო ტექნიკა. არსებობს მედიტაციის შესანიშნავი პროგრამები და ასვე იოგა, რომელიც იდეალური საშუალებაა იმ დაძაბულობის მოსახსნელად, რაც COVID- ის შესახებ უახლესი სიახლეების გაგებისას გეუფლებათ.იფიქრეთ იმაზე, რაც სულიერ სიმშვიდეს გძენთ.

5. კომუნიკაცია. დარჩით მუდმივ კავშირში ოჯახთან და მეგობრებთან ტელეფონის,ტექსტური შეტყობინების,ელექტრონული ფოსტის,ვიდეო აპლიკაციის და სოციალური მედიის საშუალებით. ეს შეიძლება იყო შესაფერისი დროა ნაცნობებთან საკონტაქტოდ. გყავთ მეგობრები ან ნათესავები რომელთანაც დაკარგეთ კავშირი? მათთვის სასიამოვნო იქნება თქვენს შესახებ სიახლეების გაგება. თუკი დახმარების ხელის გაწვდენა შეგიძლიათ, ეს მთლად უკეთესი.მეზობლისთვის სურსათის შეგროვება შეიძლება მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს მათთვის.ასევე შეგიძლიათ სატელეფონო ბანკში მოხალისეობა და სხვებისთვის დახმარების გაწევა საჭირო დროს, რაც თქვენ დამატებით სიამოვნებას მოგგვრით.

6.დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. წაიკითხეთ წიგნები თქვენი სიიდან,ისწავლეთ ახალი რეცეპტები, უყურეთ ტელევიზორს, ხატეთ, მოუსმინეთ მუსიკას, ან ისიამოვნეთ იმ კომედიური ფილმით რომელიც გამოტოვეთ.იქნებ დროა შეამოწმოთ გასაკეთებლი საქმეების არასასიამოვნო სია. მხოლოდ ნუ მოახდენთ ზედმეტ ზეწოლას საკუთარ თავზე.

7. იკვებეთ ჯანსაღად. შეიძლება მარტივი იყოს სტრესიის დროს კომფორტულ გარემოში საკვების მიღება, მაგრამ ეცადეთ გაუძლოთ ცდუნებას და თავიდან აირიდოთ საკვების, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის რეალობიდან გაქცევის საშუალებად გამოყენება.ახლა გაქვთ დრო ჯანსაღად კვების ჩვევების შესასწავლად.

8. ფოკუსირება. გაანადგურეთ ყურადღების გამფანტავი ჩვეული ფაქტორები. სახლში ყოფნისას, თუ სხვები მუდმივად ხელს გიშლიან, დაადგინეთ ძირითადი წესები. შეეჩვიეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტელეფონი დააყენოთ Do Not Disturb რეჟიმზე. გამოიყენეთ თქვენი ყურსასმენები. გამოყავით დრო ზარებისა და ვიდეო კონფერენციისათვის. დაგეგმეთ დღის გარკვეული მონაკვეთში ახალი ამბების და სოციალური მედიის შემოწმება.

9. რეგულარულად იქონიეთ კავშირი თქვენს უფროსთან (კლიენტებთან) ან გუნდთან. დარწმუნდით რომ ხართ რეგულარულ კონტაქტში მენეჯერთან ან კლიენტებთან, განსაკუთრებით თუ შეშფოთებული ხართ დაძაბული ბიზნეს მდგომარების გამო. შეიძლება თქვენს გუნდს თქვენგანაც სჭირდება ინფორმაციის მიღება სიტუაციის მოსაგვარებლად. მიმართეთ მთელი თქვენი ემოციური ინტელექტი ოფისის შიდა და გარე კონტაქტებზე, რადგან მათი სტრესის დონეც მაღალია. რეგულარული შემოწმება დაგეხმარებათ რეალობის აღქმის შენაჩუნებაში.

თუ თქვენ ხართ უმუშევარი ამ მომენტისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი დრო შესაძლებლობების მოსაძიებლად. დააწესეთ ყოველკვირეული მიზნები პერსპექტიული დამსაქმებლის მოსაძიებლად.

10. დააწესეთ ყოველთვიური გეგმები სამი თვის ან მეტი ხნის ვადით. შემდეგმა სამმა თვემ შეიძლბე ითამაშოს გადამწყვეტი როლი, იმის შესახებ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს covid-19 ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ამან თქვენ არ უნდა შეგაჩეროთ თქვენს გზაზე სიარულში. ამ პანდემიის არ არსებობის პირობებში ჩვეულებრივ რა მიზნებს დაისახავდით პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში მომდევნო 90 დღის მანძილზე? ან იქნებ დადგა არსებული ერთიანი სურათის შეცლის დრო?ბევრი ფიქრობს რომ პანდემიას ჰქონდა ტრანსფორმაციული ეფექტი. ასეა თუ ისე, მომავალზე ფიქრი მოგცემთ წინსვლის სტიმულირებას, რათა მიჰყვეთ თქვენს გრძელვადიან მიზნებს.

ადვილია გლობალური პანდემიით შოკის მიღება. მაგრამ ყოველდღე გადადგით კონკრეტული ნაბიჯები თქვნი აზრების სამართავად, იმაზე თუ როგორ დახარჯავთ თქვენს დროს. მსგავსი უპრეცენდენტო მოვლენები არის კარგი იმისთვის რომ შეჰმატოთ საკუთარ თავს მეტი მოთმინება, სიკეთე და მზრუნველობა.

Report

What do you think?

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ბავშვებთან ერთად

როგორ გამოვიმუშაოთ ფული სახლიდან კორონავირუსის პანდემიის დროს