მოტივაცია გაყიდვებისთვის

მარტივი ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ გაყიდვების მოტივაცია – ეს არის თქვენი შიდა საქმე. ეს ძალიან აუცილებელი უნდა იყოს თქვენთვის და არა ვინმე სხვისთვის. ეს მხოლოდ თქვენ გჭირდებათ!თქვენ ერთი ცხოვრება გაქვთ – გაატარეთ ის სიამოვნებით. თქვენი ამოცანა არამარტო თქვენი კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა – გააოცეთ ისინი თქვენი მომსახურების და სერვისის დონით. გარისკეთ, დაუშვით შეცდომები და გამოავლინეთ თქვენი ადამიანური პოტენციალი და თქვენ არ მოგიწევთ ბიზნესის დევნა, თქვენ მოიზიდავთ მას.

ქვემოთ წარმოდგენილია 24 რამ, რაც თქვენში შინაგანი მოტივაციის ცეცხლს გააჩაღებს:

1. შეადგინეთ პირადი ცხოვრებისეული ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს პირადი მიზნების სიას, რისი მიღწევაც გინდათ ცხოვრებაში.

2. შეადგინეთ პროფესიონალური ჩამონათვალი, რაც მოიცავს თქვენს კარიერას და ბიზნეს-მიზნებს. აიძულეთ „იხმაუროს“ თქვენმა გაყიდვების მოტივაციამ და გახადეთ პოპულრული თქვენი მოქმედების გეგმები.

3. გადაიღეთ თქვენი ტოპ-10 კლიენტის და ტოპ-10 ობიექტის, შენობის, ლოგოტიპის და ა.შ. ფოტოსურათი. შექმენით ალბომი, რომელიც მოიცავს თქვენს კონკრეტულ მიზნებს და მათი მიღწევის კონკრეტულ ვადებს. თქვენ შეძლებთ მიზნების მიღწევას, როცა შეძლებთ მათ გარკვევით დანახვას. აი რატომ ღირს სურათი 1000 სიტყვაზე უფრო ძვირი!

4. მოუყევით თქვენს ოჯახს კონკრეტულად რა მიზნების მიღწევა გინდათ გაყიდვების კუთხით ამ წელს – მუდმივად თვალი ადევნეთ მათ შესრულებას და გააუმჯობესეთ. უთხარით თქვენს ოჯახს, რომ თუ თქვენ მიაღწევთ თქვენი წლიური გაყიდვების გეგმის რეალიზაციის 110%-ს ან მეტს, თქვენ შეძლებთ სადაც მოუნდებათ იქ გაემგზავროთ დასასვენებლად.

5. მოუყევით თქვენს ოჯახს, როგორ აღნიშნავთ დღესასწაულს, როცა თქვენი კომპანიის ტოპ-მენეჯერი გახდებით გაყიდვებში. თუ თქვენ არ ხართ გაყიდვების ლიდერი თქვენს კომპანიაში, შეიძლება ეს იმის მიზეზია, რომ ამაზე არასოდეს დაფიქრებულხართ. დაიმახსოვერეთ – თქვენ გახდებით ის, რაც ჩაიფიქრეთ.

6. უთხარით თქენს ოჯახს, რომ როცა გაყიდვების ახალ რეკორდს დაამყარებთ, თქვენ მოიპატიჟებთ მათ ამის აღსანიშნავად.

7. მოტივაციისთვის თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გააკეთეთ მიზნების მიღწევის პირადი სქემა, ჩაიწერეთ ის სუფთა ფურცელზე და შემდეგ ყოველთვიურად აკონტროლეთ. ეს ხელს შეგიწყობთ მობილიზდეთ გაყიდვების სფეროში მიზნების მიღწევაზე. თვითშეფასება გაიზრდება თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევის პროპორციულად.

8. იყიდეთ რაიმე წიგნი შთაგონებისთვის და იქონიეთ ავტომანქანაში. იკითხეთ ის ყოველ დღე. გახსოვდეთ – თქვენი ცხოვრების მთავარი შთაგონება თავად თქვენ ხართ შთამაგონებელი სიტყვები კარგად მოქმედებენ და უზრუნველყოფენ გაყიდვების დაუსრულებელ მოტივაციას.

9. კომპაქტ-დისკზე ჩაწერეთ თქვენი საყვარელი 30 ციტატა. არ არსებობს უფრო დიდი ზეგავლენის მქონე სხვა რამ, ვიდრე საკუთარი ხმა.

10. გამოიყენეთ ნოუთბუქი: ჩაიწერეთ თქვენი წარმატებები, წარუმატებლობები და ყოველდღიურად დააკვირდით თქვენს გაყიდვებს. აქციეთ თქვენი ცხოვრება თქვენს ლაბორატორიად.

11. ჩამოქაჩეთ საუკეთესო ბიზნეს-წიგნების MP3-ფაილები. მათი მოსმენა დაგეხმარებათ ცხოვრებისეული (პირადი და პროფესიონალური) მიზნების მიღწევაში.

12. ყოველი დღე დაიწყეთ ვარჯიშით. ჩამოწერეთ პრიორიტეტული დავალებების სია, რომელთა შესრულებაც გსურთ, შეიტანეთ ამ სიაში ადამიანები, რომლებსაც გინდათ რომ დაურეკოთ. ყოველდღიურად შეადგინეთ ერთი დღის პირორიტეტული ამოცანების სია. ეს დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ ყურადღების გამფანტავი ფაქტორები, შესვენებები და დაგეხმარებათ იყოთ მობილიზებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ამ დღისთვის გაქვთ დასახული.

13. შეადგინეთ ყველაფრის სია, რაც არ მოგწონთ თქვენს მუშაობაში და ცხოვრებაში. ამ სიის მიხედვით შეადგინეთ გაყიდვების მიზნების სია იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატივის მოშორება. ეს თქვენი ცხოვრებაა და აკონტროლეთ ის. გააკეთეთ ეს და თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ უმწეობისა და უიმედობის გრძნობისგან სამუდამოდ.

14. ყოველდღიურად გააკეთეთ 15 წუთიანი დროის ინვესტიცია წიგნების და სტატიების კითხვაში, რომლებიც უკავშირდება თქვენს სპეციალობას და გაყიდვებს. ეს ყველაზე საუკეთესო „კერძებია“ თქვენი ტვინისთვის. არ ჩააგდოთ არც ერთი დღე. მიირთვით ეს კერძები რაც შეიძლება ხშირად! თქვენთვის ეს არის გაყიდვების მოტივაცია საუკეთესო ფორმით!

15. გააკეთეთ დროის 15 წუთიანი ინვესტიცია შემდეგი დღის გეგმის შედგენაში. არაფერია იმაზე დიდი სტიმული, ვიდრე ახალი დღის გაწერილი გეგმით დაწყება – თქვენი გეგმით დაწყება! გაიხადეთ ეს ყოველდღიურ ჩვევად და უფრო მეტს გაყიდით ნაკლებ დროში და კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ამ საქმისგან.

16. ჩაინიშნეთ პირადი სათაურები, რაც თქვენს ბიზნესს, პირად ცხოვრებას, სპორტს, ოჯახს, სულიერებას, ფინანსებს, თვითგანვითარებას, ფიზიკურ განვითარებას, წარმატებას და ა.შ. საკითხებს ეხება. შექმენით პირადი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორი ცხოვრება გინდათ, ანუ ზეგავლენა იქონიეთ იმაზე, როგორი ცხოვრების მიღება გსურთ!

17. იმუშავეთ წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან – ურთიერთობა იქონიეთ და ჩაატარეთ შეხვედრები თქვენი სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებთან. ნუ მოგერიდებათ რჩევა ჰკითხოთ გაყიდვების თქვენს მოდელთან დაკავშირებით და დაკვირდით მათ ქცევას. ისწავლეთ იდეების ექსპერიმენტირება, რომლებსაც თქვენ იღებთ პროფესიონალის ქცევაზე დაკვირვებით. ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი ყურადრების გაყიდვებზე აქცენტირებისთვის და უფრო დიდი რეზულტატების მიღებისთვის.

18. რაც უფრო ნელა იწყებთ რამის კეთებას, მით უფრო მალე დაასრულებთ. დაყავით მსხვილი პროექტი მცირერიცხოვან ნაწილებად. რაც უფრო მეტ წვრილმან დავალებას ასრულებთ, მით უფრო მალე დასრულდება თქვენი პროექტი.

19. თქვენ შეძლებთ კარგი რეზულტატების მიღწევას გაყიდვებში, თუ გამოიყენებთ ეშმაკურ რჩევას. პირველ რიგში, გამოიწერეთ ჩეკი თქვენთვის 31 დეკემბრის თარიღით იმ თანხაზე, რომლის გამომუშავებაც ამ წელს გსურთ. გააკეთეთ სამი ლამინირებული ასლი და ჩაალაგეთ ისინი: ერთი თქვენს ჩანთაში, მეორე ავტომანქანაში, მესამე ოფისში და ორგინალი დადეთ სახლში. დახედეთ მათ ყოველდღე და დასვით შეკითხვა: “როგორ ვიმუშავე?”

მეორე, ყოველთვის შეეცადეთ მიიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე დაგეგმეთ. ეს ჩეკი გაიხადეთ საზომად. თუ თქვენ მოახდინეთ საკუთარი მიზნების კორექტირება, თქვენი რეზულტატები გაუმჯობესდება.

როცა თქვენ გააერთიანებთ მიზნებს და მოტივაციას გაყიდვებში – მაშინ შეძლებთ მაღალი კომერციული შედეგების მიღწევას.

20. აიყვანეთ ზედამხედველი, სასურველია სხვა ორგანიზაციიდან. წარმატებულ ადამიანებს უყვართ სხვების დახმარება იმისათვის, რომ ისინიც წარმატებულები გახადონ. რეალურად წარმატებული ადამიანები არასოდეს მოქმედებენ მარტო.

21. შეუერთდით და გახდით ჯგუფის იდუმალი ლიდერი. ეს საუკეთესო კონტროლია. ასევე ეს არის ძლიერი მოტივაცია, როცა თქვენი ჯგუფი გახალისებთ და მხარს გიჭერთ, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა რისკავთ შემდეგ დონეზე გადასასვლელად.

22. თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი რეზულტატები და გაყიდვების შედეგები ბარათი-მინიშნების დახმარებით. მოამზადეთ ასეთი პირადი ბარათი – შექმენით და მოახდინეთ შეხვედრებზე მოსაწვევი პირების სიის ფორმირება, ჩამოწერეთ 12 საუკეთესო შეკითხვის სია წინააღმდეგობებთან სამუშაოდ. შეკითხვები ბარათებზე უნდა იყოს სიტყვა-სიტყვით დატანილი. ამ მეთოდის წყალობით თქვენი კლიენტებთან მუშაობის და თქვენი თავდაჯერებულობის დონე ძალიან გაიზრდება.

23. საყვარელ ადამიანთან ერთად ივახშმეთ სადმე გამორჩეულ ადგილას. მოუყევით პირად ცხოვრებასა და ბიზნესში თქვენი გეგმების შესახებ და სთხოვეთ მხარდაჭერა.

24. ყოველ დილით მოუსმინეთ საყვარელ მუსკას და როცა სახლში დაბრუნდებით იმ მელოდიას, რომელიც გაიძულებთ მოძრაობას. თუ ოდესმე ნეგატივს მოისმენთ ტელეფონით, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოუსმინეთ საყვარელ სიმღერას ან მისი მოტივი გაიხსენეთ იმისათვის, რომ მოძრაობა განაგრძოთ დასახული მიზნისკენ.

გაყიდვების მოტივაცია ეს შიდა სამუშაოა. დარწმუნდით, რომ თქვენ მასზე მუშაობთ. თქვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვთ. თქვენ ან გაქვთ მოტივაცია წარმატების მიღწევისთვის, ან არ გაქვთ.

მენეჯერები, რომლებიც მოტივირებულები არიან გაყიდვებზე და დიდ ჯილდოს მიღებაზე, უფრო მეტი კლიენტი, მეგობარი ჰყავთ და მეტი მხიარულება აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არ აქვს სურვილი და დრო თავისი პირადი და პროფესიული მიზნების შესასრულებლად.

როცა მიიღებთ მოტივაციას და შეინარჩუნებთ მას, თქვენ დაიწყებთ უფრო მეტის გაყიდვას…

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

წლის ბოლომდე „დანქინ დონატს”-ის 14-მდე რესტორანი გაიხსნება

Microsoft Lumia Russia-მ რეკლამა თბილისში გადაიღო