in , ,

მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა ბენჯამინ ფრანკლინისგან

ბენჯამინ ფრანკლინს ჰოქნდა მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა, რომელიც გაწერილი იყო 13 კვირაზე. ყოველ კვირას ის იხვეწებოდა თითოეული ამ პუნქტით შესრულებით.

ეს გეგმა აქტუალური და მიღწევადია, ამიტომ ცდა ყველასთვის ღირს.

1. თავშეკავებულობა – ნუ შეჭამ ძღომამდე, ნუ დალევ თრობამდე.
2. დუმილი – მხოლოდ ის თქვი, რაც ან შენ წაგადგება, ან სხვას.
3. წესრიგის სიყვარული – ყველა ნივთს გამოუყავით თავისი ადგილი; ყველა საქმეს თავისი დრო.
4. გადაწყვეტილების მიღება – გადაწყვიტე იმის გაკეთება, რაც საჭიროა; ხოლო ის, რაც გადაწყვიტე, შეასრულე უპირობოდ.
5. მოფრთხილება – საკუთარ თავს მხოლოდ იმ ხარჯების გაწევის უფლება მიეცი, რომლებიც შენ ან სხვას სარგებელს მოუტანს; ნურაფერს დახარჯავ ტყუილად.
6. შრომისმოყვარეობა – არ დაკარგო დრო; ყოველთვის დაკავდი რაიმე სასარგებლო საქმით; გადადე ყველა უმნიშვნელო საქმე.
7. გულახდილობა – არასოდეს მოიტყუო, ეს დამღუპველია. ყოველთვის ეცადე შენი აზრები და ნათქვამი იყოს გულახდილი და სამართლიანი;
8. სამართლიანობა – არასოდეს აწყენინო ადამიანებს, არ გაუკეთო სიავე, აკეთე მხოლოდ სიკეთე – ესაა ადმაინის მოვალეობა.
9. ზომიერება – თავი აარიდე უკიდურესობებს; ნუ ჩაიდებ გულში წყენას, მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ ასეა საჭირო.
10. სისუფთავე – არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა რომ ჭუჭყიანმა იარო, ან შენი სამოსი ან შენი სახლი იყოს ჭუჭყიანი.
11. სიმშვიდე – წვრილმანების გამო ნუ იღელვებ, ყოველთვის შეინარჩუნე სიმშვიდე.
12. სიჯანსაღე – მავნე ჩვევები მოიცილე, ეს ჯანმრთელობას გაგიკაჟებს და ცხოვრებას გაგიხანგრძლივებს; არასოდეს მისცე მავნე ჩვევებს იმის უფლება, რომ დაგჯაბნოს, სიცოცხლე გაგიმწაროს, მოგადუნოს ან მოსვენება დაგიკარგოს.
13. თვინიერება – მიბაძე იესოს.

P.S. და გახსოვდეთ, მხოლოდდამხოლოდ საკუთარი მოთხოვნების შეცვლით – ჩვენ ყველა ერთად ვცვლით სამყაროს!

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

ოლივია ჯოულიზის რამოდენიმე ცხვორებისეული წესი