მომართეთ ფოკუსი პოზიტივზე და ბედნერებაზე, თქვენ ეს შეგიძლიათ!

მომართეთ ფოკუსი პოზიტივზე და ბედნერებაზე, თქვენ ეს შეგიძლიათ!

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად უყურებენ ცხოვრებაში ყველაფერს. მე მათზე მოგითხრობთ…..

პირველი — რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად.

მეორე — რომლებთათვისაც წარუმატებლობა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ რაღაც სწორად გააკეთონ ცხოვრებაში.

რომ შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი კატეგორია, ვნახავთ, რომ როგორც კი ცხოვრებაში ჩნდება  რაღაც პრობლემა, ჩავარდნა და წარუმატებლობა, ერთნი ამბობენ: ‘’ყველაფერი დამთავრდა”, ”მე უიღბლო ვარ”, ”არასოდეს მიმართლებს”, ”ხომ ვამბობდი”, ”აღარაფერს აღარ ვცდი’’ და ა.შ. მსგავს მომწამვლელ სიტყვებს და იწყებენ თავის სიტყვების შესაბამისად ნერვიულობას…

ხოლო, მეორე კატეგორია ადამიანები არიან მათგან სრულიად განსხვავებული ხედვით, საქმით და შედეგებით. როდესაც ისინი აღმოჩნდებიან მსგავს ცხოვრებისეულ პრობლემებში და განიცდიან წარუმატებლობას, უსვამენ საკუთარ თავს პრინციპულ შეკითხვას: მე რა გავაკეთე არასწორად? რა უნდა გამეკეთებინა ან რა არა? და საკუთარ თავზე ჩაღრმავებით და მიღებულ შედეგებზე პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, სწრაფადვე პოულობენ გამოსავალს და სხვებისგან განსხვავებით იწყებენ მოქმედებას, ახალი გზებით და ერთით მეტი გამოცდილებით.

მათ იციან, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა არის ახალი ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ისინიც ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ! და აი, ასე ვარ სწორედ მეც. ჩემი სტატიები სწორედ ჩემი აზროვნების ასეთი სტილის საფუძველზე იქმნება. ყოველთვის ვცდილობ ყოველ დღე რაღაც ახალი ვისწავლო ჩემი შეცდომებიდან, სხვისი გამოცდილებისგან, წიგნებისგან, სტატიებისგან და უბრალოდ ცხოვრების ყოველდღიურობისგან და მათი გაანალიზების შემდეგ, ვცდილობ ჩემი ანალიზი და გამოცდილება უკვე სხვა ადამიანებს გავუზიარო.

ამ სტატიის შთაგონებაც სწორედ რომ ორი განსხვავებული ადამიანის ცხოვრების შედარებამ მომცა. ორივეს ძალიან ახლოს ვიცნობ და ერთმანეთისგან რამდენადაც განსხვავებულნი არიან აზროვნებით, იმდენად განსხვავებულია მათი ცხოვრების ხარისხი და შემოსავლებიც.

მეორე კატეგორია ადამიანების ცხოვრება სავსეა ბედნიერებებით. ისინი ეძებენ მხოლოდ ბედნიერებას და პოულობენ კიდეც, ყოველ დღე და ყოველ საათში. ასეა პრობლემების შემთხვევაშიც. რადგან თუ ვეძებთ მას, ვიპოვით კიდეც. როდესაც ვეძებთ ცხოვრებაში ბედნიერებას, გავოცდებით რამდენ საოცარ, საინტერესო და მშვენიერ მომენტებს დავინახავთ, რაც სულ ცოტა უფრო გაგვაბედნიერებს და გაგვახარებს იმ კონკრეტულ მომენტში. მთავარია ჩვენი ფოკუსი რაზე იქნება მიმართული. მომართეთ ფოკუსი ბედნიერ მომენტებზე, სილამაზეზე, მშვენიერებაზე, სიყვარულზე, სიხარულზე, ერთგულებასა და პოზიტივზე და ნახავთ, როგორ გამრავლდება ეს ყველაფერი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გახსოვდეთ, ნებისმიერი პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანში არსებობს ნეგატიური ფიქრები, უბრალოდ მათ შეუძლიათ მართონ საკუთარი თავი და აზროვნების პოზიტივის ნათელი მხარე აირჩიონ.  

იაზროვნე პოზიტიურად!

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

არამატერიალური მოტივაცია

რა არის საჭირო იმისთვის რომ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ ხალისით, დაგეგმილ ან უფრო ნაკლებ დროში და რაც მთავარია ხარისხიანად? რასაკვირველია მოტივაცია. მოტივაცია ყველაფერია, იგი აუცილებელია ნებისმიერი საქმის დასაწყის ეტაპზე, საჭიროა საქმის

კრიზისის 9 დადებითი შედეგი

ადამიანების ცნობიერებაში სიტყვა «კრიზისი», როგორც წესი, იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. ის დაკავშირებულია მოუწესრიგებლობასთან, გაურკვევლობასა და უპერსპექტივობასთან. სინამდვლიეში კი ეშმაკი ასეთი საშიში ნამდვილად არ არის, როგორადაც აღწერენ. არსებობს ისტორიის ობიექტური კანონები. მათ

16 მარტივი წესი ცხოვრებაში სწრაფი გარღვევისთვის (გააკარით კედელზე და გადახედეთ ზოგჯერ)

არ უყუროთ ტელევიზორს. არასოდეს. არსებობს მიდგომა: “წინსვლა ყველაფრის მიუხედავად”. სცადეთ, დაგეხმარებათ. იდეა მოგივიდათ? ჩაიწერეთ. აგვიანებთ? შეეცადეთ ამის შესახებ გააფრთხილოთ. ნუ დასცინებთ სხვის ოცნებებს. ნუ დაუბრუნდებით ადამიანებს, რომლებმაც გიღალატეს. ისინი არ

დაიმუხტეთ მოტივაციით

ადამიანების 99% უბრალოდ თავს ანებებს მცდელობებს და ფიქრობს, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, სწორედ მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. უმოქმედობის და მარცხის შეგუების ერთ-ერთ მნიშვენლოვან მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ მოტივაციის

სიტყვა-მაგნიტები, რომლებიც გაყიდვებს ზრდიან

მარკეტოლოგის შესაძლებლობები გამომდინარეობს არამარტო პორდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობაში, არამედ ამ ინფორმაციის წარდგენაშიც. სწორი სიტყვების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლამდე მიიტანოთ ის შეტყობინება, რომელიც გსურთ. ამაში დაგეხმარებათ ის სიტყვები, რომლებიც მომხმარებელს ნდობით

რაშია ჩვენი ხასიათის სიმდიდრე

ყველა ჩვენი სისუსტე თავისებურად წარმოადგენს ჩვენს არარეალიზებულ შესაძლებლობებს. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას იმ შესაძლებლობების ნაკრებით, რომლებიც ჩვენ რეალურად გაგვაჩნია და არ ღირს წუხილი ჩვენს ნაკლებზე. საკუთარი თავის მტკიცედ რწმენა – ეს