როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკება მთავარ საკითხებზე?

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას წყდება მრავალი საკითხი, სამწუხაროდ ხშირად მეორეხარისხოვნები, ხოლო მთავარი რაც არის ის უყურადღებოდ და განხილვის გარეშე რჩება. როგორ უნდა მოიქცეთ ისე, რომ წვრილმანების განხილვისას მთავარი საკითხები არ გამოგრჩეთ?

მოლაპარაკებების რეზულტატი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოემზადებით ამისთვის. თქვენ უნდა გაარკვიოთ რა არის თქვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი და რა მეორეხარისხოვანი.

მოახდინეთ მოალაპარაკებების მიზნების წერილობითი ფორმულირება. ეს ხელს შეგიწყობთ მუდმივად გახსოვდეთ ის, და რაც მთავარია გაიგებთ, რა გინდათ.

როცა ადამიანი ცდილობს წერილობით, მოკლედ ჩამოაყალიბოს მთავარი საკითხები, თავს იჩენს სირთულეები. სიტყვები ყოველთვის არ გამოხატავენ იმას, რაც თავში ტრიალებს.
აზრები ბევრია, ჩამოწერა კი შეუძლებელი. ეს შეიძლება გახდეს ურთიერთგაუგებრობის მიზეზი მოლაპარაკებების დროს. რაც ყველაზე ცუდია, ეს გაუგებრობა შესაძლოა სწორედ მთავარ საკითხს ეხებოდეს. როგორ შეიძლება სიტყვებით მიიტანოთ პარტნიორამდე რამე, თუ საკითხისგარკვევით და წერილობით ფორმულირება არ შეგიძლიათ?

მოლაპარკებების დროს კარგი იქნება თუ თქვენს წერილობით ფორმულირებულ ნააზრევს თვალთახედვის არეალში იქონიებთ. ასე არასოდეს დაგავიწყდებათ რა არის მთავარი საკითხი და არ გადავარდებით მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვაში.

ხდება ისეც, რომ პარტნიორი გაძალებთ რაიმე საკითხის განხილვას, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული მოლაპარაკების საგანთან. ამ შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ შეახსენოთ მას, რომ წერილობით შეთანხმებული მოლაპარაკებების თემა გაქვთ და თუ რაიმე სხვა საკითხის განხილვა სურს, მაშინ ეს სულ სხვა მოლაპარაკებების საგანია.

მთავარი არის ის, თუ რა გსურთ თქვენ ყველაზე მეტად, რა მოგიტანთ მეტ შემოსავალს ან სარგებელს. შესაბამისად, მთავარ საკითხებზე სასაუბროდ კარგად მომზადებული უნდა იყოთ.

როგორ უნდა მიხვდეთ რამდენად რეზუტატიურია მოლაპარაკებები? წაიკითხეთ მოლაპარაკებებისთვის წერილობით ფორმულირებული მთავარი საკითხები, თუ რეზულტატი შეესაბამება იმას, რაც ფურცელზე წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიიღეთ ის, რაც გინდოდათ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

პროდუქტის ანტირეკლამით გაპიარება

წარმატებული მეწარმეების ძირითადი მახასიათებლები