მოკვდი წინასწარ

მოკვდი წინასწარ

სამურაის წესის მიხედვით – თუ ბრძოლაში გამარჯვება გსურს წინასწარ უნდა მოკვდე, რადგან მკვდარ სამურაის მეტოქის აღარ ეშინია. ახლა წარმოიდგინე ის, რისიც ცხოვრებაში  ყველაზე ძალიან გეშინია!…….. წარმოიდგინე? ნამდვილად დეტალებში წარმოიდგინე? იმაზეც იფიქრე რას გააკეთებდი იმ მოცემულ მომენტში?

მაშინ ახლა დაბრუნდი აწმყოში და ჩაები ბრძოლაში, რადგან ყველაფერი რისიც გეშინოდა უკვე მოხდა, ამიტომ საშიში აღარაფერია!

მეც პატარაზე მოვკვდები ახლა და მერე დავიწყებ პოზიტივის ძერწვას…

მინდოდა უსაქმური მწერალი გავმხდარიყავი, ლოკოკინასავით მყუდროდ ვმჯარიყავი ნიჟარაში, ისე რომ ვერავის შეძლებოდა იქედან ჩემი ამოყვანა. მერე ოდესღაც ვიღაც აუცილებლად იტყოდა მოხუცი ბაყაყივით წერსო, მე კი გავიღიმებდი ჩვეულად და კვლავ გავაგრძელებდი ჩემს გზას აუცილებლად.

მუზების ქალაქი….წვიმიანი ღამის შემდეგ მზის სხივი გამოიწვერა. წელმოგრეხილი ვიწექი და მენჯის მოყვანილობას ისე მივშტერებოდი, თითქოს მისი სიმრგვალის ზუსტად გადახატვას ვაპირებდი ფურცელზე. ვაკვირდებოდი უფორმო ტკივილებს როგორ მოძრაობდნენ სხეულში. ამჯერად მარჯვენა მენჯის ნაწილი ამოეჩემებინათ. შინაგანად კი ისეთი მშვიდი და თავისუფალი ვიყავი, რომ არა ფიზიკური შეგრძნებები ეჭვს შევიტანდი საკუთარ არსებობაში.

ვცდილობდი დამედგინა ჩემში გამავალი ელექტრონეირონების სიმძლავრე, რამდენად გამტარი ვიყავი მათ მიმართ ესეც მაინტერესებდა. აღმოვაჩინე რომ ქვეყანა არ იყო სადაც საკუთარ თავს გადავმალავდი. ეს ის შემთხვევაა როცა მზად ხარ ყველაფერი დატოვო არსებულ კონდიციაში და უბრალოდ გახვიდე პლანეტიდან. თეთრი, სასიამოვნოდ გრილი ენერგია შემოდის შენში და უფერო მასას უერთდები. სიმსუბუქე და თავისუფლება ყველაფრისგან: სურვილებისგან, მისწარფებებისგან, ამბიციებისგან, შიშებისგან, ტკივილებისგან-საერთოდ ყველაფრისგან. ყველაზე სასიამოვნო ყოფილა თურმე უსმინო სიჩუმის ხმას.

ლოტუსის პოზაში მოვკალათდი და თვალები მოვხუჭე. სასიამოვნო ხმები ჩამესმოდა….სიმშვიდისა და უსასრულობის, მე კი ვცდილობდი ფეხაკრეფით მივყოლოდი მათ მელოდიას. გონება საბოლოოდ გათავისუფლდა მონობისგან, მხოლოდ სხეულის რამდენიმე ნაწილი ჯერ კიდევ გრძნობდა თავისთავს. სურნელოვან მინდორში დავდიოდი და ხელის გულებით ხარბად ვეხებოდი მწვანე სიცოცხლეს. მთელი სხეულით შევისუნთქე ჰაერი, ცას გავუღიმე და შევიგრძენი ბედნიერება! ტკივილებმაც დამტოვეს და მეც შევიყვარე გარდაცვალება.

ცხოვრებაა რთული, თორემ სიკვდილს რა უნდა!

შენ რისი გეშინია და როგორ ებრძვი შიშებს?

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ იქნებით მეხსიერების იმედად. ჩაინიშნეთ თქვენი დავალებები და განტვირთეთ ტვინი. 2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარზე და დრო არ ხარჯოთ მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე. 3. ყოველი კვირის

სხეულის ტკივილის ფსიქოლოგიური მიზეზები

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: გაიგე რატომ გტკივა სხეულის ესა თუ ის ნაწილი – ამ ყველაფერს სრულიად წარმოუდგენელი ახსნა აქვს! ტკივილი — ორგანიზმის განგაშის სიგნალია იმის დასტურად, რომ რაღაც ისე არ

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ბავშვებთან ერთად

ჩვენს ცვალებად სამყაროში, ბევრ ჩვენგანს უწევს სახლიდან მუშაობა. ცვლილებებით გამოწვეულ სტრესს ემატება ისიც, რომ სკოლები დაკეტილია და ბავშვებიც შინ არიან.სახლში მუშაობის დროს გართობასა და მუშაობას შორის ბალანსის პოვნა საკმაოდ რთულია.

შეწყვიტე სხვების დადანაშაულება და გახდი წარმატებული ადამიანი

არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ მიზნები და ოცნებები, მაგრამ რადგან ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და უძნელდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საკუთარი სისუსტეებს სხვებს აბრალებენ და ნებისმიერ მარცხს გარემოებებს და სირთულეებს მიაწერენ.გახსოვდეთ საკუთარ თავზე

ბილ ნიუმენი: 9 წესი უფრო მეტის გასაკეთებლად

1. გააკეთეთ მეტი – ნუ იარსებებთ, არამედ იცხოვრეთ. 2. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ შეეხოთ, არამედ შეიგრძენით. 3. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ უყუროთ, არამედ დააკვირდით. 4. გააკეთეთ

პიგმალიონის ეფექტი: მოლოდინი მართლდება!

პიგმალიონის ეფექტი – ეს არის მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორის რწმენაში და ისეთ ქცევაში, რომლის გამოც აღნიშნული ინფორმაცია მართლდება. საკითხის ისტორია კვიპროსის მითოლოგიურმა მეფემ