მიზანდასახულობის მნიშვნელობა

დღევანდელ პერიოდში ჩვენ ვმუშაობთ ბევრს, ძალიან ბევრს. ჩვენ ყველანი ვჩქარობ, რომ გამოვიმუშაოთ ფული ცხოვრებისათვის. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ მომენტით ტკბობა, რაც გამოიხატება საკუთარ თავზე ზრუნვასა და საყვარელ ადამიანებთან ხანგრძლივი დროის გატარებაში, ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია.

არსებობს მნიშვნელოვანი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ ე.წ. ”რბილ” მეცნიერებებს აქვს გავლენა ჩვენს სხეულზე და ქცევაზე. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ოპტიმისტურად განწყობილნი არიან და აქვთ საერთო ფსიქიკური ჯანმრთელობა, ნაკლებად მიდრეკილნი არიან მოწევისკენ და უფრო სავარაუდოა რომ ვარჯიშობენ და იკვევევბიან ჯანსაღად. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მეგობართან ერთან ვარჯისის დროს უფრო მეტად იკლებ ვიდრე მარტო ვარჯიშს დროს.ხოლო ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ეხუტებიან, 32 პროცენტით ნაკლებად ავადმყოფობენ. თუ ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ საყვარელ ადამიანებს ახლავე ჩაეხუტოთ, მაშინ ჩვენ არ ვიცით სხვა რა მიზეზი უნდა იყოს!

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი ტვინი მუშაობით და ინტელექტუალური სტიმულირების გზით, ასევე აუცილებელია, რომ გვქონდეს სრულყოფილი ურთიერთობები და მიზნები ცხოვრებაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს თქვენი ურთიერთობების ხარისხზე, კარიერასა და ურთიერთობებზე. გაქვთ მიზანი? გიყვართ?უყვარხართ?
ეს საკითხები შეიძლება იყოს ღრმა და რთული, და რა თქმა უნდა, მათი გადაჭრა ხელის ერთი მოსმით ვერ მოხდება. შეაფასეთ, თუ სად ხართ და რა გჭირდებათ გასაუმჯობესებლად.

კიდევ ერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის რომ მიმართოთ Mindfulness-ის ტექნიკას ( ე.წ ,, აზროვნების ფოკუსირება’’ ) – ეს არის მენტალური მდგომარეობა, რომელსაც შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფოკუსირდებით აწმყოზე/ მოცემულ მომენტზე და ამავდროულად მივაქცევთ ყურადღებას და მივიღებთ საკუთარ გრძნობებს, აზრებსა და შეგრძნებებს. ამას სჭირდება მუშაობა, მაგრამ, ნამდვილად ღირს. დაგეგმეთ თქვენი ცხოვრების დრო, რომ გაამყაროთ თქვენი კავშირები და გააკეთეთ ის, რაც გიყვართ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ყოველკვირეული FaceTime ზარი თქვენს საუკეთესო მეგობართან ან ადგილობრივ ხელოვნების მუზეუმში თვეში ერთხელ სტუმრობა, მთავარია დაგეგმოთ დრო, და შეძლოთ ყოველი წუთით ტკბობა.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ხანგრძლივ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ერთ – ერთი საუკეთესო გზა ამის უზრუნველსაყოფად არის, რომ ვიყოთ საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული და მიზანდასახულები.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

The Washington post: საქართველო შავ ზღვაზე პანდემიისგან დასასვენებელ თავშესაფრად დასახელდა

ეკოთერაპია – განწყობის ამაღლების საუკეთესო გზა