მილიარდერი და უკვე პრეზიდენტი ტრამპის რჩევები საზოგადოებას

ამერიკელი დონალდ ტრამპი უკვე 67 წლისაა, თუმცა იდეების ნაკლებობას არ განიცდის. გარდა იმისა, რომ იგი უზარმაზარი ბიზნეს იმპერიის მფლობელია, ტრამპი საზოგადოებამ გაიცნო როგორც საკუთარი რეალური შოუს „კანდიდატის“ წამყვანი. წარმატებული დეველოპერი, ბიზნესმენი, მწერალი და ტელეწამყვანი ყოველთვის მზადა საკუთარი სიბრძნე და გამოცდილება საზოგადოებას გაუზიაროს.

მისი რჩევები კი ასეთია:

1. ვფიქრობ, ადეკვატური “ჩაის” გარეშე დატოვება, უიღბლო ადამიანის ნიშანია.

2. ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ საკუთარი სიბრაზის მიზეზი: ხშირად ამას საფუძველი აქვს და აუცილებელია საქმისთვის, თუმცა ზოგჯერ ეს ემსახურება სიტუაციის შეხსენებას.

3. იყავი თავმდაბალი და საკუთარი მიღწევები მოკრძალებულად წარმოადგინე. თქვენი სიმკაცრე იმ მომენტისთვის შემოინახეთ, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია.

4. არასდროს არ მსურდა, რომ ჩემთან ემუშავა მას, ვისაც არ უნდა ჩემს კომპანიაში მუშაობა. თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ; არ დარჩეთ იქ, სადაც მუშაობა არ მოგწონთ.

5. არასდროს აიღოთ შვებულება. რაში გჭირდებათ? თუ სამსახური სიამოვნებას არ განიჭებთ, ესე იგი, თქვენ არ მუშაობთ იქ, სადაც საჭიროა. მე კი, თუნდაც გოლფის თამაშის დროს, ბიზნესის კეთებას განვაგრძობ.

6. ცუდი დრო ხშირად იძლევა კარგ შესაძლებლობებს.

7. მოთამაშე ეს ის ადამიანია, რომელიც ათენებს და აღამებს სათამაშო ავტომატებთან. მე კი, ვამჯობინებ ამ ავტომატების მფლობელი ვიყო.

8. ფინანსური კეთილდღეობისთვის არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე თავში მოგივიდეს შესანიშნავი იდეა და არ ეცადო მის რეალიზებას.

9. ყოველთვის გახსოვდე ერთი მარტივი წესი: უნდა გეცვას იმის შესაბამისად, როგორი სამუშაოც გინდა და არა ისე როგორიც გაქვს.

10. ცხოვრება სასტიკია, ადამიანები კი შეუწყნარებელნი. მათ შეუძლიათ გაგიღიმონ, თუმცა ღიმილის უკან იმალება თქვენი მოკვლის სურვილი. ჯუნგლებში მხეცები საკვების მოსაპოვებლად ხოცავენ და მხოლოდ ადამიანები ხოცავენ გართობისთვის.

11. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანი ხართ, მნიშვენლოვანია ის, თუ რამდენად მრავალმხრივია თქვენი განათლება და რამდენად ფართო გამოცდილება გაგაჩნიათ. შეუძლებელია იყო იმდენად ბრძენი, რომ მარტომ გახადო ბიზნესი მომგებიანი. შეხედეთ, მოუსმინეთ და ისწავლეთ. შეუძლებელია ყველაფერი იცოდეთ.

მოამზადა: ნინო ექვთიმიშვილი

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

“რწმენა, ნდობა და იმედი” – სამი ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს